FM97.5 / LIVE

განცხადება ვაკანსიის შესახებ ®

მთავარისიახლე, რეკლამა 29.05.2020
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იურისტის პოზიციაზე სამუშაოდ იწვევს კვალიფიციურ და მოტივირებულ პიროვნებას. წარმატებულმა კანდიდატმა უნდა გამოავლინოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მისიისადმი ერთგულება. კანდიდატი უნდა იცნობდეს საქართველოს სამართლებრივ სისტემას და გათვითცნობიერებული უნდა იყოს მიმდინარე სამართლებრივ პროცესებში. აუცილებელია, კანდიდატი დაინტერესებული და ინფორმირებული იყოს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ.სახელფასო ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.

განცხადება ვაკანსიის შესახებ ®

სახელფასო ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილური ტელეფონის ბალანსი
სამუშაო ადგილი: ახალციხის რეგიონული წარმომადგენლობა (ოფისი)
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
ხელმძღვანელი: პროგრამის მენეჯერი / მთავარი იურისტი

ძირითადი მოვალეობები:
1. მოქალაქეებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა და მათი საჩივრების განხილვა;
2. მოქალაქეებთან შეხვედრა, დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოპოვება, სარჩელებისა და საჩივრების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
3. სასამართლო საქმეების მომზადება და შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დავების წარმოება;
4. მონაწილეობა განცხადებების, ბლოგების და კვლევითი ანგარიშების მომზადების პროცესში;
5. რეგიონის ფარგლებში მოქალაქეებთან ადგილზე შეხვედრა და იურიდიული კონსულტაციის გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი განათლების დიპლომი სამართალში;
2. იურიდიული პრაქტიკის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება. უპირატესობა მიენიჭება სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ სამართალში გამოცდილებას;
3. ადვოკატის მოწმობა სამოქალაქო სპეციალიზაციით;
4. ძლიერი ანალიტიკური უნარები და კომპლექსურ კვლევით პროექტებზე აქცენტის გაკეთების გამოკვეთილი უნარი;
5. უპირატესობა მიენიჭებათ ინგლისურ ენებზე თავისუფლად წერისა და მეტყველების უნარის მქონე კანდიდატებს.

აპლიკაციის პროცესი:
დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@transparency.ge

1. CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
2. სამოტივაციო წერილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
3. უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
4. ადვოკატის მოწმობის ასლი (საერთო ან სამოქალაქო სპეციალიზაცია).

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 31 მაისი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. გასაუბრება შესაძლებელია შედგეს Skype საშუალებით. ორგანიზაცია შესაფერის კანდიდატს დაჩქარებული წესით ეძებს, ამიტომ განაცხადები მიღებისთანავე განიხილება. წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „იურისტი-ახალციხე“.

ჩვენ შესახებ
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური ანტიკორუფციული მოძრაობის ეროვნული ბიუროა საქართველოში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საქმიანობის მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენი საქმიანობისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს http://transparency.ge.


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

იურისტის ვაკანსია ახალციხეში, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს’ ოფისში ®
იურისტის ვაკანსია ახალციხეში ,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს’ ოფისში ®
სასამართლო მედიატორთა კონკურსი
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო
მარკეტინგის მენეჯერის ვაკანსია 'სამხრეთის კარიბჭეში'
ვაკანსია 'ვადაგადაცილებული სესხების მართვის ოფიცრის' პოზიციაზე [R]
'საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ' ახალციხეში რეგიონული ოფისი გახსნა