FM97.5 / LIVE

გაერო საქართველოს დასახმარებლად მილიონ დოლარს გამოყოფს

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.05.2020
გაერო COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს დასახმარებლად ერთ მილიონ დოლარს გამოყოფს. პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შოკისგან მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად გაერო 46 ქვეყანას დააფინანსებს.

გაერო საქართველოს დასახმარებლად მილიონ დოლარს გამოყოფს

სატრასტო ფონდმა გაეროს სააგენტოთა ჯგუფს საქართველოში 1 მილიონ აშშ დოლარი გამოუყო, რომელიც ჯანდაცვის კრიზისზე რეაგირებასა და მოწყვლადი ჯგუფების პანდემიის უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავებას მოხმარდება.

"დღეს COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის კვალდაკვალ, უმთავრესი მიზანია ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენა, ვირუსის გავრცელების შეჩერება, და ასევე COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური შედეგების დაძლევა და ეკონომიკის მდგრადი და შეუქცევადი აღდგენა. ჩვენ ვაფასებთ ყველა საერთაშორისო პარტნიორის მხარდაჭერას გლობალური პანდემიიდან გამოსვლასა და პოსტ-კრიზისული განვითარების ხელშეწყობაში",- განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა.

"ჩვენ უსაზღვროდ მადლიერნი ვართ ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვეიცარიისა და დანიის მთავრობების, რომლებმაც პირველი შენატანი გააკეთეს გაეროს COVID-19-თან რეაგირებისა და აღდგენის სატრასტო ფონდში. ეს საშუალებას გვაძლევს დავეხმაროთ საქართველოს პანდემიასთან ბრძოლაში და ადამიანების ცხოვრებაზე COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული შედეგების დაძლევაში", - განაცხადა საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლმა.

- მიღებული დაფინანსებით გათვალისწინებულია ჯანდაცვის სისტემის უკეთ აღჭურვა მომავალ გამოწვევებთან გასამკლავებლად;

- ჯანდაცვის, სოციალური და სხვა მუშაკების და ასევე მათი ბენეფიციარების სამედიცინო აღჭურვილობითა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფა;

- სასოფლო-სამეურნეო საშუალებებით ღარიბი და მოწყვლადი შიდა-მეურნეობების დახმარება;

- წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენის საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში;

მუნიციპალიტეტების და სოფლის წარმომადგენლების დახმარება, რათა მათ შეძლონ გადაუდებელი სოციალური მომსახურების გაწევა.

გაეროს გუნდის მხარდაჭერის მთავარი მიმართულება ასევე იქნება ხანდაზმული პირების, ბავშვების, ორსული და მეძუძური დედების დახმარება, მათთვის აუცილებელი სამედიცინო სერვისების მიწოდება; განათლებასა და ბავშვთა სოციალური დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, მათ შორის ბავშვებზე ძალადობის პრევენცია; ასევე კრიზისული კომუნიკაცია და საზოგადოების ჩართულობა.

პროექტს "საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი თემების დახმარება პანდემიის შედეგების შესამცირებლად", ახორცილებს გაეროს ბავშვთა ფონდი, გაეროს განვითარების პროგრამა და გაეროს მოსახლეობის ფონდი, გაეროს სხვა სააგენტოებთან თანამშრომლობით.

[sknews.ge]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

28.05.2020 მერის წარმომადგენლები მიწის წარმომავლობასთან დაკავშირებულ ცნობებს აღარ გასცემენ

28.05.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

27.05.2020 საპატრიარქო ბორჯომში 3 ჰექტრამდე ტყის დაკანონებას ითხოვს

27.05.2020 ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობისთვის დონორი ჯერ ვერ მოიძებნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საქართველოს გაეროს გენერალური მდივანი ეწვევა
ომბუდსმენმა ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი მოიწვია
ახალციხეში გაეროს შესახებ იმსჯელეს
მთავრობამ კრიზისული მენეჯმენტისთვის 3 მილიარდ 500 მილიონი ლარი გამოყო
ბორჯომში ტურიზმის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებაზე მუშაობა დასრულდა ®
ბორჯომში აგვისტოს ომის დროს გადამწვარი ტყის აღდგენა მიმდინარეობს
‘გაუფრთხილდი სიცოცხლეს, შეანელე!’ – საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირეული