FM97.5 / LIVE

ახალციხის ცენტრალურ სტადიონს სტატუსი ეცვლება

მთავარისაზოგადოება 14.11.2013
ახალციხის ცენტრალურ საფეხბურთო მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება და მძლეოსნობის სტადიონის ტიტული მიენიჭება. რატომ გადაეცა სტადიონის 50-პროცენტიანი წილი მძლეოსნობის ფედერაციას და რისი ეშინიათ ფეხბურთის ფედერაციაში.

ახალციხის ცენტრალურ სტადიონს სტატუსი ეცვლება
მიხეილ იაძის სახელობის ახალციხის საფეხბურთო მოედანი მალე მძლეოსნობის მოედნად გადაკეთდება. აღნიშნულ საკითხზე, 7 ნოემბერს, ახალციხეში, მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსი ახვლედიანმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა.

ახალციხის ცენტრალური საფეხბურთო მოედანი ეკონომიკის სამინისტროდან ახალციხის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რამდენიმე თვის წინ გადმოვიდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წლის იანვრიდან, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მძლეოსნობის ფედერაციის ერთობლივი დაფინანსებით დაიწყება.

პირველი ეტაპზე სტადიონის რეაბილიტაციისთვის ერთი მილიონი ლარი გამოიყოფა. დაგეგმილია ბალახის საფარის შეცვლა, მაყურებელთა ლოჟების გაკეთება, სარბენი ბილიკის მოწყობა და ასევე, სასტუმროს გაკეთება სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე.

როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, ადგილობრივი ბიუჯეტით მხოლოდ ტრიბუნები მოეწყობა. რაც შეეხება მოედნის ბუნებრივ საფარს, სარბენ ბილიკს, მძლეოსნებისათვის საჭირო ინვენტარსა და სასტუმროს, ამ ყველფერს მძლეოსნობის ფედერაცია გააკეთებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბლიაძის თქმით, იმისთვის, რომ მძლეოსნობის ფედერაციამ ახალციხის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციისთვის გარკვეული თანხა ჩარიცხოს, საჭიროა ახალციხის მუნიციპალიტეტსა და მძლეოსნობის ფედერაციას შორის არაკომერციული არამომგებიანი იურიდიული პირი (ააიპ) ჩამოყალიბდეს. ამიტომ, სტადიონის 50-პროცენტიანი წილი მძლეოსნობის ფედერაციას გადაეცა.

„სტადიონის 50 პროცენტი ჩვენ გვეკუთვნის, 50 პროცენტი ფედერაციას. სხვა შემთხვევაში მძლეოსნობის ფედერაცია ნამდვილად ვერ მოახერხებს ჩვენთან აღნიშნული მიზნების განხორციელებას, - განმარტავს ბლიაძე და აქვე ამატებს რომ აღნიშნული შემოთავაზება რეგიონისთვის მომგებიანი იქნება: - სტადიონი შეძლებს, რომ მსოფლიო დონის შეჯიბრებებს უმასპინძლოს. მძლეოსანთა ფედერაციის ინიციატივით, 2015 წელს საქართველოში დაგეგმილი ახალგაზრდული ოლიმპიადის ერთ-ერთი მასპინძელი ახალციხის სტადიონიც იქნება, რაც მუნიციპალიტეტში ეკონომიკურ მდგომარეობასაც გააუმჯობესებს“.

ფედერაცია სტადიონზე 6-ნომრიან სასტუმროს გაკეთებასაც გეგმავს.

„6-ნომრიანი სასტუმრო სრულებით საკმარისია. გათვლილი იქნება ჩამოსული ფეხბურთელების, ან სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენლებისთვის. სასტუმრო ფასიანი იქნება და შემოსული თანხა ისევ სტადიონის მოვლა-პატრონობას მოხმარდება“, - ამბობს ბესიკ ბლიაძე.

სამცხე-ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გელა მაისურაძე დაგეგმილ სიახლეებში გარკვეულ საფრთხეებს ხედავს. იგი ამბობს, რომ გასულ წელს მსგავსი იდეა გამგეობას ფეხბურთის ფედერაციამაც შესთავაზა.

„მაისში შევხვდი ადგილობრივ ხელისუფლებას და ვთხოვე, რომ სტადიონის 30 პროცენტი მათ გაეკეთებინათ, დანარჩენს კი ფეხბურთის ფედერაცია გააკეთებდა. მაშინ რატომღაც უარი მითხრეს, ახლა კი 50 პროცენტი მძლეოსნობის ფედერაციას დაუთმეს“,- ამბობს მაისურაძე და ამატებს, რომ ოფიციალური დოკუმენტი უნდა არსებობდეს იმის შესახებ, რომ სტადიონის მძლეოსნობის მოედნად გადაქცევით ახალციხეში ფეხბურთის განვითარებას ხელი არ შეეშლება.

„ეჭვი მეპარება, რომ ჩვენ რაიმე პრობლემები არ შეგვექმნება. გამგებელი სიტყვიერად კი გვპირდება, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა არსებობდეს“, - ამბობს იგი.

მაისურაძეს თანხის მიზნობრიობაშიც უჩნდება კითხვები: „როგორც ვიცი, ერთ მილიონ ლარზეა საუბარი და ამ თანხით მარტო სასტუმრო და სარბენი ბილიკი კეთდება, არადა ერთ მილიონად სერიოზული სტადიონის გაკეთება შეიძლება“.

მაისურაძეს დარწმუნებული არც სასტუმროს საჭიროებაშია: „როგორ შეიძლება სასტუმრო სპოტსმენებს მიაქირაო?! მარტო ჩამოსულებზე რომ ფიქრობენ, ადგილობრივებმა რა უნდა ქნან?! პირიქით, ფეხბურთელებს თუნდაც სხვა სპორტის წარმომადგენლებს, ისეთი პირობები უნდა შეუქმნა, რომ დააინტერესო. არ შეიძლება ყველაფერი კომერციაზე გადაიყვანო“.

მისი თქმით, გაზაფხულიდან არაერთი საფეხბურთო ტურნირია დაგეგმილი და იგი იმედოვნებს, რომ როგორც ჩამოსული, ასევე ადგილობრივი ფეხბურთელები, სტადიონით უპრობლემოდ ისარგებლებენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბლიაძე კი ირწმუნება, რომ სტადიონის რებილიტაცია და მისი მძლეოსნობის მოედნად გადაქცევა ფეხბურთის განვითარებას ხელს ნამდვილად არ შეუშლის.

ახალციხის ცენტრალურ სტადიონს სტატუსი ეცვლება

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.11.2019 სხვილისში შვიდსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს

13.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 4 409 036 ლარით ახალციხეში

13.11.2019 ახალციხის ციხეზე კონცერტი გაიმართება

13.11.2019 ივლიტაში მდინარეზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის პროექტს საჯაროდ განიხილავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ცენტრალურ სტადიონის აღდგენა დაიწყო
ახალციხის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია გადაიდო
ბორჯომში ცენტრალური სტადიონის ინფრასტრუქტურა მოეწყობა
რატომ არ არის ახალციხეში ფეხბურთი პოპულარული [ფოტო/ვიდეო]
ახალციხეში მძლეოსნობის საერთაშორისო ჩემპიონატი გაიმართება
ახალციხეში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე იმსჯელეს
ახალციხეში მძლეოსნობის საერთაშორისო ჩემპიონატი ჩატარდა