FM97.5 / LIVE

ვის უნდა მიმართონ ფერმერებმა სახელმწიფო სუბსიდიის მისაღებად

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.05.2020
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, ფერმერს, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული 0,25–დან 20 ჰექტრამდე მიწა, სუბსიდიას ფინანსური სახით მიიღებს, თუმცა სახელმწიფოსგან გასაცემი თანხმის მაქსიმალური ოდენობა 2 000 ლარია.

ვის უნდა მიმართონ ფერმერებმა სახელმწიფო სუბსიდიის მისაღებად

სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, პროექტი გათვლილია წვრილი და საშუალო ფერმერების დასახმარებლად და სახელმწიფოს მიერ მაქსიმუმი თანხის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო მაქსიმუმ 10 ჰექტრის თანხას აანაზღაურებს. ამდენივეს მიიღებენ ის ფერმერებიც, რომლებიც მაგალითად, 20 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ფლობენ. 20 ჰა-ზე მეტის შემთხვევაში კი სუბსიდია არ გაიცემა.

გარდა ამისა, ფერმერები მიიღებენ სუბსიდიას იმ შემთხვევაშიც, თუკი 1 ჰექტარზე ნაკლებ მიწის ნაკვეთს ფლობენ.

„ის ფერმერები, რომლებსაც მიწის ნაკვეთი 0,25–დან 20 ჰექტრამდე აქვთ გაფორმებული, ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალს შეუძლიათ 20 მაისიდან მიაკითხონ და გადაამოწმონ, თუ რამდენ ჰექტარს ფლობენ. ამის მიხედვით გაიცემა ბარათი“, – გვითხრა სამცხე–ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპატარის ხელმძღვანელმა გიორგი მიქელაძემ.

მისივე განმარტებით, ბარათზე მოხდება თანხის ოდენობის ქულების დარიცხვა და ფერმერებს ბარათის განაღდება შეეძლებათ სპეციალირიზებულ მაღაზიებში, ასევე ბარათს მიწის დასამუშავებლად გამოიყენებენ. ამ სერვისით შეიძლება ისარგებლონ შპს სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიაში.

„ამ ბარათებზე მოხდება შესაბამისი ქულების დარიცხვა, რამდენიც ეკუთვნის მეწარმეს. მათი განაღდება შესაძლებელი იქნება საქართველოში სპეცილირიზებულ მაღაზიებში, სადაც შეეძლებათ შეიძინონ სასუქი, შხამ–ქიმიკათები, სათესლე და სანერგე მასალა, ასვე შეუძლიათ ბარათით ისარგებლონ მიწის დამუშავების სერვისით. მაგალითად, ჩვენს რეგიონში შპს სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიაში“,– გვითხრა გიორგი მიქელაძემ.

როგორც მიქელაძე ამბობს, ბარათები გაიცემა მხოლოდ იმ პირებზე, რომლებსაც მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული აქვთ, ხოლო მათ ვისაც რეგისტრაცია არ აქვთ, დარეგისტირებიდან ერთი თვის შემდეგ შეეძლებათ აღნიშნული ბარათით სარგებლობა.

„პირს, რომელსაც არ აქვს რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, აუცილებლად პირველ რიგში უნდა მოახდინოს დარეგისტრირება თუნდაც ახლა, ხოლო რეგისტრაციიდან მეორე თვეში შეძლებენ ისარგებლონ აღნიშნული ბარათით“, - განმარტავს მიქელაძემ.

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, ერთ ჰექტარზე სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდიას მიიღებს.

ასევე შეგიძლიათ ნახოთ:


რა შეღავათებს სთავაზობს მთავრობა ფერმერებს

ვის უნდა მიმართონ ფერმერებმა საწვავის ვაუჩერის მისაღებად

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ვის უნდა მიმართონ ფერმერებმა საწვავის ვაუჩერის მისაღებად
‘ფერმერები 1 ჰა მიწის ნაკვეთზე 200 ლარს მიიღებენ’ - პრემიერი
ბორჯომმა 2643 სასოფლო–სამეურნეო ბარათი მიიღო
რა შეღავათებს სთავაზობს მთავრობა ფერმერებს – ანტიკრიზისული გეგმა სოფლის მეურნეობისთვის
ახალციხეში ხვნის ბარათი 112 ოჯახს გადაეცა
მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი 2016 წელსაც გაგრძელდება
ცვლილებები მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტში