FM97.5 / LIVE

რეკომენდაციები სილამაზის სალონებისთვის - ჯანდაცვის სამინისტრო

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.05.2020
ჯანდაცვის სამინისტრო იმ რეკომენდაციებს აქვეყნებს, რომლებიც კონკრეტულად სილამაზის სალონებისა და ესთეტიკურ მედიცინის ცენტებისთვის გაიწერა. რეგულაციები შეეხება, როგორც სალონის მეპატრონეებს, ასევე თანამშრომლებსა და მომხმარებლებს.

რეკომენდაციები სილამაზის სალონებისთვის - ჯანდაცვის სამინისტრო

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სილამაზის სალონებმა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კონკრეტულად მათზე მორგებული რეკომენდაციები უნდა დაიცვან. ესენია:

• მომსახურეობის მიღებამდე მომხმარებლებმა უნდა ისარგებლონ წინასწარი დაჯავშნის სისტემით იმგვარად, რომ არ მოუწიოთ შიდა სივრცეში მოცდა;

• სილამაზის სალონებმა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებმა მომხმარებლებს და დასაქმებულებს უნდა მიაწოდონ ინფირმაცია ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ;

• საერთო სივრცეში 5კვ.მ ფართზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს 1 მომხმარებლის დაშვების შესაძლებლობა, თითოეულ სამუშაო უბანს შორის უნდა იყოს დაცული არანაკლებ 2მ დისტანცია (იმ შემთხვევაში თუ ვერ ხერხდება დისტანციის დაცვა, სამუშაო უბნები გამოყოფილი უნდა იყოს ისეთი ბარიერებით, რომლის რეცხვა/დეზინფექციაც შესაძლებელი იქნება)

• ისეთ სალონებს და მედიცინის ცენტრებს, რომლებსაც ჰყავთ 20 და მეტი მომხმარებელი უნდა განახორციელონ დასაქმებულების/ვიზოტორების ყოველდღიური თერმოსკრინინგი (ობიექტზე შესვლის წინ);

• შესასვლელებში უნდა იყოს განთავსებული დეზობარიერები, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;

• იმ შემთხევაში, როდესაც პროცედურა ითვალისწინებს მოცდის პერიოდს, განისაზღვროს კონკრეტული ადგილი მომხმარებლის განსათავსებლად, რომელიც დაშორებული იქნება არანაკლებ 2 მეტრის დისტანციით სხვა პირებისგან;

• ანგარიშწორებისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბარათით გადახდას.

გარდა სალონში მომუშავე ადამიანებისა, გარკვეული რეკომენდაციების დაცვა მოეთხოვება თავად მომხმარებელსაც. იგი სალონში დროულად უნდა გამოცხადდეს და სავალდებულა ჰქონდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, მათ შორის პირბადე აუცილებლად. სალონში შესვლისთანავე უნდა ჩაიტაროს ხელის ჰიგიენა.

გარკვეული ვალდებულებები ენიჭებათ დამსაქმებლებსაც, კერძოდ:

• განათავსოს თვალსაჩინო ადგილას განცხადებები COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ;

• სალონის შესასვლელში, დასაქმებულებისა და ვიზიტორებისთვის, განათავსოს ხელის ანტისეპტიკური საშუალებები;

• უზრუნველყოს დასაქმებულები და ვიზიტორები ხელის დაბანის გამართული საშუალებებით (ხელსაბანი ნიჟარა, თხევადი საპონი და ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი ხელსახოცები);

• უზრუნველყოს სამუშაო ადგილები ერთჯერადი ხელსახოცებითა და სუფთა პირსახოცებით;

• უზრუნველყოს დასაქმებულები, სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:

- იმ პროცედურების წარმოებისას, როდესაც შესაძლებელია კონტაქტი სისხლთან და ბიოლოგიურ სითხეებთან ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენება.
- იმ პროცედურების წარმოებისას, როდესაც შესაძლებელია სისხლისა და ბიოლოგიური სითხეების გაფრქვევა, დამცავი ტანსაცმელისა და სათვალის გამოყენება.
- ნიღბებით ნებისმიერი პროცედურების დროს. ნიღბების შეცვლა უნდა განხორციელდეს დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 4 საათში ერთხელ.

• მიაწოდოს ინფორმაცია დასაქმებულებს ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მათ შენახვა/მოხსნაზე;

• უზრუნველყოს გამოყენებული თეთრეულის ცვლისა და რეცხვის მართებული რეჟიმის დაცვა;

• სამუშაო ადგილებზე განათავსოს ხშირად შეხებადი ზედაპირების დასამუშავებელი სადეზინფექციო საშუალებები და უზრუნველყოს მათი სწორად მოხმარების პრაქტიკა (პერსონალის ინფორმირება/ტრენირება);

• უზრუნველყოს სამუშაო პროცესში გამოყენებული ინსტრუმენტებისა და აღჭურვილობის დეზინფექცია/სტერილიზაცია;

• პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უზრუნველყოს სამუშაო სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია. ბუნებრივი ვენტილაციის შეუძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს ხელოვნური ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერის გაზრდილი კონცენტრაციით;

• უზრუნველყოს დასაქმებულთა/მომხმარებელთა მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა, თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინოს ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყოს ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;

• მომსახურებისთვის ანგარიშსწორების მაგიდა უზრუნველყოს გამჭვირვალე ბარიერით, უკიდურეს შემთხვევაში დასაქმებული სხვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებთან ერთად, აღჭურვოს დამცავი ფარით;

• ყოველი სამუშაო დღის შემდგომ უზრუნველყოს სამუშაო სივრცის სველი წესით დალაგება სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით;

• დამსაქმებელი ვალდებულია ამ რეკომენდაციების შესრულებაზე განახორციელოს კონტროლი.

დასაქმებულთა ვალდებულებები:

• ხელების ადეკვატური ჰიგიენა (სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებების გამოყენება იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა. ხილული დაბინძურების, ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას ხელების წყლითა და საპნით დაბანა სავალდებულო წესით);

• ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სრული კომპლექტის გამოყენება სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით;

• შესაბამისი ასეპტიკური პრაქტიკა;

• სტერილიზაციისა და დეზინფექციის კარგი პრაქტიკა;

• თითოეული სამუშაო ადგილის ზედაპირებისა და აღჭურვილობის დასუფთავება, წმენდა, დეზინფექცია ყოველი მომხმარებლის მიღებამდე და მის შემდგომ;

• ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებისაგან თავის შეკავება, მუშაობის პერიოდში თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმის სახის ზედაპირთან შეხება.

[sknews.ge]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სალონებში მომსახურების საფასური გაიზარდა
რა რეკომენდაციები უნდა დაიცვან საზოგადოებრივი კვების ობიექტებმა
‘სტუმრებისათვის გამოიყენეთ ერთჯერადი მენიუ’- რეკომენდაციები რესტორნებისთვის
სტომატოლოგთან გეგმიური ვიზიტი პირველ მაისამდე ვერ შედგება – სამინისტრო
COVID-19: რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სტომატოლოგიური დაწესებულებები
დღეიდან გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება აღდგება
მთავრობის გადაწყვეტილებით კვების ობიექტები  ე.წ მიწოდების სერვისზე გადავლენ