FM97.5 / LIVE

თბილისში თვითმმართველობის კოდექსი განიხილეს

მთავარიპოლიტიკა 13.11.2013
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს თვითმმართველობის კოდექსი გააცნო და მათგან რეკომენდაციები მოისმინა.

თბილისში თვითმმართველობის კოდექსი  განიხილეს
12 ნოემბერს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, რეგიონული განვითარების მინისტრმა დავით ნარმანიამ, მინისტრის პირველმა მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა, მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი მელაშვილმა და ასევე, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თვითმმართვეობის ახალი კოდექსი განიხილეს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ეს რეფორმა არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ ქვეყანამ შეასრულოს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიით ნაკისრი ვალდებულებები, რომლის ხელმომწერი საქართველო 2004 წლიდანაა.

„ჩვენი ამოცნა იყო მეტად დავახლოებულიყავით ევროპულ მოდელს, თუმცა პირველი საარჩევნო ციკლისთვის, მაინც გარდამავალი პერიოდი ავიღეთ რეგიონებთან მიმართებაში. რეგიონებში იქმნება სამხარეო საბჭოები, რომლებიც ძირითად პოლიტიკას განსაზღვრავენ რეგიონისას. აღმასრულებელი იქნება გუბერნატორი, რომელიც ამავე დროს იქნება სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ცენტრალური ხელისუფლების ცალკეულ დავალებებსაც შეასრულებს. ამიტომ, გარკვეული თვალსაზრისითაც ის ორმაგი დაქვემდებარების იქნება ჩვენი მოდელის მიხედვით. ეს იყო ძირითადი თემა, რომელზეც ბოლო პერიოდამდე იყო აზრთა სხვადასხვაობა“,- ამბობს დავით ნარმანია.

არასამთავრობო ორგანიზაცია“ სიდას“ ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი ფიქრობს, რომ გუბერნატორის ინსტიტუტის შენარჩუნება იმ ვერსიის მიხედვით, როგორც კოდექსშია მოცემული, არასწორია: „მიგვაჩნია, რომ გუბერნატორის ინსტიტუტის შენარჩუნება არ იქნება წინგადადგმული ნაბიჯი. გარდა ამისა, მეტი სიცხადე უნდა იყოს მუნიციპალიტეტის ქონებრივ და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. თვითმმართველ ქალაქებში უნდა შემოვიდეს საუბნო საბჭოების სისტემა და არა საზოგადოებრივი საბჭოების. ვფიქრობთ, რომ უფრო მკვეთრად უნდა იყოს გამოკვეთილი თვითმმართველობის ანგარიშგების საკითხი მოქალაქეებთან“.

საიას ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორი ნოდარ ჯიქია ამბობს, რომ ახალ მოდელზე გადასვლა კარგია, თუმცა, ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი რჩება. კოდექსის მიღებამდე უნდა განიხილონ მუნიციპალიტეტებს შორის საზღვრების დადგენის საკითხიც: „გარკვეულწილად თითქოს გადავდივართ უკეთეს მოდელზე, თუმცა ბევრი კითხვის ნიშნები ჩნდება, რომელთაც სჭირდებათ სიღრმისეული ანალიზი. თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდა ცალსახად კარგია, თუმცა გარკვეულწილად უპასუხოდ რჩება რა ბედი ეწევა იმ კონკრეტულ სოფლებს, რომლებიც თემებად უნდა გარდაიქმნენ. თვითმმართველობის ძველი კოდექსის თანახმად, რომელიც ჯერ ისევ მოქმედია, უნდა დადგენილიყო საზღვრები მუნიციპალიტეტებს შორის ჯერ კიდევ 2006 წლის მონაცემებით, 2010 წელს გარკვეული რეგულაციები შევიდა ამ მუხლში და პარლამენტში უნდა შექმნილიყო სამუშაო ჯგუფი, თუმცა 2013 წელი სრულდება და ბევრი არაფერი გაკეთებულა“ .

თვითმმართველობის კოდექსი საქართველოს მთავრობამ 30 ოქტომბრის სხდომაზე დაამტკიცა. რეფორმის შედეგად, იზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა და დღეს არსებულ ხუთ თვითმმართველ ქალაქთან ერთად, ეს სტატუსი დამატებით 13 ქალაქს მიენიჭება. თვითმმართველი ქალაქების მიმდებარე სოფლებისგან ჩამოყალიბდება თემები, რომლის ბაზაზეც ფორმირდება მუნიციპალიტეტები. თვითმმართველი ერთეულების - ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მმართველი რგოლები იქნება არჩევითი.

თვითმმართველი ქალაქის სტატუსი იმ ქალაქებს მიენიჭებათ, რომელთა მოსახლეობაც 15 ათასს აღემატება. თუმცა სტატუსის მოთხოვნის უფლება იმ ქალაქებსაც აქვთ, რომელთა მოსახლეობაც შედარებით ნაკლებია.
„ამაზე იმუშავებს სპეციალურად სახელმწიფო კომისია და პროცედურების დაცვით მათაც შეეძლებათ გახდნენ უფრო მეტად თვითმმართველები. კანონში დევს ყველანაირი მექანიზმები, მთავარია პარლამენტმა დროულად დაიწყოს განხილვები და მივიღოთ ეს კანონი, რომ მერე უკვე შევემზადოთ ადგილობრივი არჩევნებისთვის და ეტაპ-ეტაპ გავატაროთ ის რეფორმები, რაც ამ კანონით არის მოცემული“, - აცხადებს დავით ნარმანია.

შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის კოდექსი საქართველოს მთავრობამ უკვე გადაუგზავნა პარლამენტს. პარალელურად, განხილვები დაწყებულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

[თინათინ ზაზაძე, თბილისი]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.09.2020 26 სექტემბერი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

თვითმმართველობის კოდექსს რეგიონული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაეცნობიან
რას მოუტანს ახალციხეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი?
არასამთავრობოები: 7 ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმება დემოკრატიის სტანდარტს შეამცირებს
პარლამენტმა თვითმმართველი ქალაქების შემცირებას მხარი დაუჭირა
გრიგოლ ლილუაშვილის არგუმენტები თვითმმართველი ქალაქების გაუქმებაზე [Video]
ახალციხე თვითმმართველი ქალაქი ხდება
რა შედეგით დასრულდა NGO-ების შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესა და მინისტრთან თვითმმართველი ქალაქების საკითხზე