FM97.5 / LIVE

ვის უნდა მიმართონ ფერმერებმა საწვავის ვაუჩერის მისაღებად

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.05.2020
საწვავის ვაუჩერის მისაღებად ფერმერმა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს, სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოს უნდა მიმართოს. ამისთვის ფერმერს მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დასჭირდება.

ვის უნდა მიმართონ ფერმერებმა საწვავის ვაუჩერის მისაღებად

როგორც, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოში განგვიცხადეს, საწვავის ტალონის მისაღებად ის მოქალაქე უნდა მივიდეს, ვისზეც მიწის ნაკვეთია გაფორმებული.

„ჩვენს სამსახურში უნდა მოვიდნენ, დაჭირდებათ მარტო პირადობის მოწმობა, საჯარო რეესტრის ბაზაში გადავამოწმებთ, თუ რამდენ ჰექტარს ფლობს და ამის მიხედვით გაიცემა საწვავის ტალონი“, – გვითხრა სამმართველოს უფროსის მოადგილემ, მამუკა თამარაძემ.

როგორც, თამარაძე ამბობს, მოგვიანებით გაირკვევა, რომელ ბენზინ გასამართ სადგურებზე გაანაღდებენ ფერმერები ვაუჩერებს.

იმ ფერმერებმა, რომლებსაც მიწის ნაკვეთები დარეგისტრირებული არ აქვთ, წლის ბოლომდე საჯარო რეესტრს უნდა მიმართონ: „ვადა წლის ბოლომდე აქვთ, დარეგისტრირების შემდეგ მოვლენ ჩვენთან და მიიღებენ ვაუჩერს“.

მამუკა თამარაძის განცხადებით, ფერმერებს ასევე შეუძლიათ მიმართონ მათ სამსახურებს, რომლებიც რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტშია.

„საერთო ბაზა გვაქვს, ამიტომ ჩვენს ნებისმიერ ფილიალში შეძლებენ ტალონის მიღებას. მაგალითად ასპინძელს შეუძლია ახალციხეში აიღოს“, – ამბობს მამუკა თამარაძე.

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, ერთ ჰექტარზე სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდიას მიიღებს, ასევე შეეძლება შეიძინოს დიზელი საბაზრო ფასზე ერთი ლარით ნაკლები ღირებულებით. მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთ ჰექტარზე ფერმერი 150 ლარის დიზელის საწვავის ვაუჩერს მიიღებს.

ასევე ნახეთ: რა შეღავათებს სთავაზობს მთავრობა ფერმერებს – ანტიკრიზისული გეგმა სოფლის მეურნეობისთვის

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ვის უნდა მიმართონ ფერმერებმა სახელმწიფო სუბსიდიის მისაღებად
‘ფერმერები 1 ჰა მიწის ნაკვეთზე 200 ლარს მიიღებენ’ - პრემიერი
რა შეღავათებს სთავაზობს მთავრობა ფერმერებს – ანტიკრიზისული გეგმა სოფლის მეურნეობისთვის
იაფი აგროდიზელის შესაძენად სამცხე-ჯავახეთში სამი ბენზინგასამართი სადგურია
სად შეუძლიათ ფერმერებს მიწის ანალიზის უფასოდ ჩატარება
EMC: სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა უსამართლოა
ფერმერებს კენკროვანი კულტურების გაშენებაში დაეხმარებიან