FM97.5 / LIVE

‘ვითხოვთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას’ - ასოციაციის პეტიცია

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.05.2020
„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით, ხელმოწერებს აგროვებს. ამასთან დაკავშირებით, ორგანიზაციამ პეტიცია შეადგინა.

‘ვითხოვთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას’ - ასოციაციის პეტიცია

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიასა და უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მოუწოდებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ: „საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს და ის არც უნდა შეეჩერებინათ!“, - წერია პეტიციაში.

ორგანიზაცია პეტიციაში ხუთ მთავარ მიზეზს ასახელებს, რის გამოც ტრანსპორტის აღდგენა გამართლებულად მიაჩნიათ.

მათი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვით, მთავრობამ სოციალურად დაუცველებსა და სიღარიბის ზღვარს მყოფ ოჯახებს საავადმყოფოებამდე მისასვლელი გზა გადაუკეტა, რადგან მათ არც კერძო ავტომობილები ჰყავთ და არც ტაქსის აყვანის შესაძლობლობა აქვთ: „როდესაც ქვეყანაში იზრდება ავადობის მაჩვენებელი სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მოქალაქეთა მიმართვიანობა საავადმყოფოებში, განსაკუთრებით ეპიდემიების დროს. ანუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი არ უნდა აკრძალოს, არამედ პირიქით უნდა გაზარდოს მათი რაოდენობა“.

მათივე თქმით, ამ ეტაპზე შეუძლებელია სამედიცინო დაწესებულებეში დროული მიმართვა ტრანსპორტირებით. ამასთან დედაქალაქში საავადმყოფოების უმრავლესობა თავმოყრილია დიღომში - „ამიტომ დედაქალაქის მერიამ მინიმუმ ის მარშრუტები უნდა აღადგინოს, რომლებიც თბილისის სხვადასხვა რაიონს დააკავშირებს კლინიკებთან“.

ორგანიზაციაში ეჭვქვეშ აყენებენ იმ ფაქტს, რომ სავაჭრო და საწარმო ობიექტების გახსნით ეკონომიკული მდგომარეობა გამოსწორდება: „როგორ მივა პერსონალი სამუშაოდ? როგორ მივა მომხმარებელი სავაჭრო ობიექტზე? კერძო ავტომობილებით? ტაქსით? არა, ეს არ არის რეალური! 300-1000 ლარის ხელფასის მქონე პერსონალი ტაქსით სამსახურში ვერ გამოცხადდება, მათი გადაადგილების საშუალება არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ანუ ერთი მხრივ, ჩვენ მივიღეთ უფლება, რომ გაიხსნას სავაჭრო ობიექტები, ხოლო მეორე მხრივ არავინ იცის პერსონალი და მომხმარებელი როგორ აღმოჩნდებიან ადგილზე. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვით უკვე მივიღეთ გაუარესებული სოციალური მდგომარეობა, ათიათასობით უმუშევარი ადამიანი, შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახები“.

მათივე განმარტებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი საქართველოს გარდა სხვა არცერთ ქვეყანაში აკრძალულა: „ავტობუსის, მეტროს და მიკრო-ავტობუსის ფუნქციონირება უნდა განახლდეს, ოღონდ საგანგებო წესების სრული დაცვით (პირბადე, ეკიპირებული მძღოლი, სპირტი, დისტანცია, ბუნებრივი ვენტილაცია და სხვ.), რაც თბილისის მერიამ საწყის ეტაპზე ვერ შეძლო“, - ნათქვამია პეტიციაში.

პეტიციისთვის 4 974 ხელმოწერაა საჭირო. ამ დროისათვის დოკუმენტს ხელს აწერს 26 ადამიანი.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 2020 წლის 24 მარტიდან აიკრძალა.

[თაკო ფეიქრიშვილი]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

'საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოკლე ვადაში აღდგენისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს' – გახარია
საზოგადოებრივი ტრანსპორტი დღეს [Photo/Video]
საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ, რეკომენდებულია პირბადის გამოყენება – ხათუნა ზახაშვილი
დღეს ბორჯომში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს
‘საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ეტაპობრივად აღდგება’ – გამყრელიძე
სად და როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი სამცხე-ჯავახეთში
ბორჯომელ აბიტურიენტებს უფასო ტრანსპორტი მოემსახურებათ