FM97.5 / LIVE

საქართველოში კორონავირუსით მეთორმეტე პაციენტი გარდაიცვალა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 14.05.2020
დღეს, 14 მაისს, საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი, 81 წლის ქალი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსით მეთორმეტე პაციენტი გარდაიცვალა

81 წლის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ კორონავირუსით გარდაცვლილ მეთორმეტე პაციენტს მძიმე ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

„ჩვენთან შემოვიდა 12 აპრილს ქართულ-გერმანული კლინიკიდან, უკვე აპარატულ სუნთქვაზე კორონადადასტურებული. ჩვენთან მკურნალობდა რეანიმაციულ განყოფილებაში, უმძიმესი პაციენტი გახლდათ, ცოტა უკეთ გახდა და გვეგონა, რომ მისი აპარატიდან მოხსნა შესაძლებელი იყო, მაგრამ შემდეგ ისევ დამძიმდა. 29 აპრილს ორჯერადი ტესტირებით კორონა უკვე აღარ ჰქონდა, მაგრამ პაციენტი იყო ძალიან მძიმე თავისი ქრონიკული დაავადებებით, ესენია: არტერიული ჰიპერტენზია, მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, გულის ყველა სარქველის უკმარისობა, გულის უკმარისობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ფილტვების ორმხირივი დაზიანებით, სეფსისი, სეპტიცემია, პოლიორგანული უკმარისობა და გარდაიცვალა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით, გულის გაჩერებით, იყო უმძიმესი ქალბატონი, ვეღარ შევძელით მისი განკურნება”, - განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ ინტერპრესნიუსთან.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 652 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 383 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 12 გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ქვეყანაში კორონავირუსით პირველი პაციენტი 2020 წლის 4 აპრილს გარდაიცვალა.

[sknews.ge]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საქართველოში კორონავირუსით მეხუთე ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით მესამე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსისგან მეშვიდე ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით მეათე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით მეთერთმეტე ადამიანი გარდაიცვალა
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ოთხი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა