FM97.5 / LIVE

8 მარტის შეთანხმებაში პოლიტპატიმრები ნახსენები არ ყოფილა – კახა კალაძე

მთავარიპოლიტიკა 13.05.2020
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდება, პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება.

8 მარტის შეთანხმებაში პოლიტპატიმრები ნახსენები არ ყოფილა – კახა კალაძე

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან ერთად პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ, კალაძე ამბობს, რომ ეს საკითხი 8 მარტის შეთანხმებაში არ ყოფილა.

„8 მარტის შეთანხმებაში პოლიტპატიმრები ნახსენები არ ყოფილა და ეს ტექსტშიც არის ასახული. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ეს წაიკითხოს და მოისმინოს ასევე ის განცხადებები, რას ამბობდნენ ჩვენი თანაგუნდელები შეხვედრამდე და შეხვედრის შემდეგ და რა განცხადებებს აკეთებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. შესაბამისად, ეს შეთანხმება ბუნებაში არ ყოფილა. ვერ იქნებოდა. შეთანხმება ხომ ის არის, როდესაც ადამიანები რაღაცაზე თანხმდებიან, ის უნდა იყოს შესრულებადი, როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან. შესაბამისად, ჩვენ ვერ ავიღებდით ისეთ პასუხისმგებლობას, რისი კომპეტენციაც ჩვენ არ გვქონდა“, - განაცხადა ინტერპრესნიუსთან კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, მისი გუნდი მზადაა მხარი დაუჭიროს ცვლილებებს: „ეს არის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც იქნა მიღწეული ელჩების ფასილიტაციის და ელჩების ჩართულობით. შესაბამისად, თუ ამას ოპოზიცია ჩააგდებს, რა თქმა უნდა, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მათი პასუხისმგებლობა და მგონი, ადამიანები კარგად გააკეთებენ ანალიზს, თუ რატომ უნდა ოპოზიციას ამის ჩავარდნა და რატომ უნდა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილება არ და ვერ განხორციელდეს“.

ევროკავშირის ელჩები და ამერიკელი სენატორები „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, სრულად შესრულდეს 8 მარტს მიღწეული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარდეს. სენატორები ასევე მიიჩნევენ, რომ საქართველში პოლიტიკური პატიმრები არიან და ისინი უნდა გათავისუფლდნენ.

[sknews.ge]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აშშ-ის სენატორები და ევროკავშირის ელჩები ‘ოცნებას’ 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ
'მნიშვნელოვანი ნაბიჯია 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ' - სენატორები უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებაზე
'ჩვენი როლი არ გულისხმობს განხილვების შინაარსის გასაჯაროებას' – აშშ-ს საელჩო 8 მარტის შეთანხმებაზე
‘მიღწეული შეთანხმება საზოგადოების გამარჯვებაა’ – პრეზიდენტი
‘თემა დახურულია’ - კალაძის განცხადებით, შერეული საარჩევნო სისტემა შენარჩუნდება
'შეთანხმება კრიტიკული ნაბიჯია საქართველოში დემოკრატიისა და კარგი მმართველობის აღდგენისკენ - ამერიკელი სენატორები
მმართველი გუნდი და ოპოზიცია საარჩევნო მოდელზე შეთანხმდნენ