FM97.5 / LIVE
საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციაში 417 საჩივარი შევიდა

საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციაში 417 საჩივარი შევიდა

მთავარიპოლიტიკა 13.11.2013
არჩევნების დანიშვნის დღიდან, 2013 წლის 1 ივლისიდან, მის დასრულებამდე, 12 ნოემბრამდე, საარჩევნო ადმინისტრაციაში 417 განცხადება/საჩივარი შევიდა.

საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციაში 417 საჩივარი შევიდა
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაციაში შესული 417 განცხადება/საჩივრიდან, ცესკოში - 43, საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიებში კი 374 განცხადება/საჩივარი შევიდა.

საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციაში 417 საჩივარი შევიდაცესკოში შესული 43 განცხადება/საჩივრიდან, 14 დაკმაყოფილდა, ამდენივე არ დაკმაყოფილდა, 11 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 3 განუხილველი დარჩა და 1 უკან გაითხოვეს.

საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიებში შესული 374 განცხადება/საჩივრიდან, დაკმაყოფილდა 122 , არ დაკმაყოფილდა 141, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 59, განუხილველი დარჩა 43, უკან გაიტანეს 4 და შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა 5 განცხადება/საჩივარი.

საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციაში 417 საჩივარი შევიდა
ცესკოში აცხადებენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მონაწილეობით, საანგარიშო პერიოდში, 32 სასამართლო პროცესი გაიმართა. მათ შორის, ცესკოს მონაწილეობით 13, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიების მონაწილეობით 6 სასამართლო პროცესი.

გარდა ამისა, არჩევნების დანიშვნის დღიდან მის დასრლებამდე, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ 13 სამართალდარღვევის ოქმი შედგა, რომლებიც გადაეგზავნა შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოებს, ადმინისტრაციული საქმეების განსახილველად. უნდა აღინიშნოს, რომ ამ 13 ოქმიდან არცერთი არ შემდგარა სამცხე-ჯავახეთის საარჩევნო ოლქებში.

საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ გაბათილდა 3 საარჩევნო უბნის შედეგი: №2 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის №80 საარჩევნო უბნის, №59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის №65 საარჩევნო უბნისა და №81 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის №65 საარჩევნო უბნის. ასევე, საოლქო კომისიების მიერ გაბათილდა 5 საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთის შედეგი.

8 საუბნო საარჩევნო კომისიის საარჩევნო ბიულეტენები გადაითვალეს საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით, კი, №22 მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას დაევალა 3 საარჩევნო უბნის საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლა.

[sknews.ge]


21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

18.09.2020 1920 წელი: მესხეთ-ჯავახეთში ახალი სკოლები არსდება

15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.09.2020 მეუფე სერაფიმე ჟურნალისტებს – ძალიან აღგზნებულები ხართ

21.09.2020 21 სექტემბერი სომხეთის დამოუკიდებლობის დღეა

21.09.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს

20.09.2020 ‘მე მიმიღეს’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

მესხეთში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს
საოლქო კომისიებმა საუბნო კომისიების წევრები შეარჩიეს
ცესკო: საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრობის სურვილი 35,956-მა ადამიანმა გამოთქვა
ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიაში 10 საჩივარი შევიდა
საოლქო კომისია  377 მსურველიდან 210 წევრს შეარჩევს
ახალქალაქის საოლქომ 16 საჩივრიდან 10 განუხილველი დატოვა
N37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში კიდევ 3 საჩივარი შევიდა