FM97.5 / LIVE

‘ეს წელი ჩავარდნილია’ - ტურკომპანიები ტურიზმის აღდგენაზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.05.2020
პანდემიის მიზეზით გაუქმებული შიდა და საერთაშორისო ტურების გამო, ტურისტული კომპანიები მნიშვნელოვნად დაზარალდნენ. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ ამ დანაკლისის შევსებას 2020 წელს ვერ მოახერხებენ. ამასთან, ჯერ კიდევ გაურკვეველია რა რეგულაციების დაცვა მოუწევთ ტუროპერატორებს შიდა და საერთაშორისო ტურების დაგეგმვისას.

‘ეს წელი ჩავარდნილია’ - ტურკომპანიები ტურიზმის აღდგენაზე

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, საქართველოში 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი აღდგება, 1-ელი ივლისიდან კი ქვეყანა უცხოელი ვიზიტორების მიღებისთვის მზად იქნება.

შიდა ტურების დაგეგმვამდე ერთი თვე რჩება, თუმცა ტუროპერატორებისთვის ჯერ კიდევ ბევრი საკითხი ბუნდოვანია: „კონკრეტული რეგულაციები მიღებული არ არის, არ ვიცით როგორი უნდა იყოს ჯგუფი, რა წესებია დასაცავი... ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ ჯგუფის წაყვანა შეგვიძლია“, - განმარტავს გიდი გიორგი ბერჯავახი.

ტურისტული კომპანია “ალილო ტურში” ამბობენ, რომ მთლიანი გაზაფხულის სეზონი გასულ დეკემბერში დაიგეგმა, თუმცა ყველა ტურის გაუქმება მოუწიათ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთაც. კომპანიის დირექტორის, მარი გიორგაძის თქმით, მათთვის ამ დრომდე გაურკვეველია შეძლებენ თუ არა 15 ივნისიდან შიდა ტურებზე მუშაობას: „ამ ეტაპზე, ძალიან არასტაბილურად ვართ. ვერაფერს ვგეგმავთ, შიდა ტურები მაინც, რომ დავიწყოთ 15 ივნისიდან, არ ვიცით რა ტრანსპორტით გვაქვს მოძრაობის უფლება, ეს იქნება მიკროავტობუსი, მინივენი თუ რა, არც ის ვიცით რამდენი მგზავრის გადაყვანის უფლება გვაქვს ან რამდენ კაციანი ჯგუფი შეიძლება გავაკეთოთ, თუნდაც შიდა ტურებზე“.

„ალილო ტურის“ ორგანიზებით, ბოლოს თებერვალში ჯგუფი კვიპროსზე იმყოფებოდა, მარტის დასაწყისში კი შიდა ტური განახორციელეს. ამის შემდეგ კომპანიამ მუშაობა შეწყვიტა, გააუქმა ჯავშნები და ავიაბილეთები, რომლის მომსახურებაც ვიზიტორებს აუნაზღაურა:

„მე პირადად, ჩარიცხული ჯავშნის თანხა, სრულად დავუბრუნე არსებული ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით. პირველი ეტაპისთვის, მხოლოდ ავიაბილეთები გვქონდა ნაყიდი და სასტუმროები დაჯავშნული. სასტუმრომ დაგვიწესა უფასო გაუქმება, ავიაკომპანიამაც მოახერხა სრულად დაბრუნება და მომსახურების საკომისიო ჩემთვის აღარ ამიღია, მე ასე ჩავთვალე საჭიროდ“, - ამბობს მარი გიორგაძე.

ბევრი ჯავშნისა და ტურების გაუქმება მოუხდა ტურისტულ კომპანია Trevel.ge-საც. მისი ერთ-ერთი გიდი, გიორგი მაღრაძე ამბობს, რომ მარტის დასაწყისიდან მუშაობა შეაჩერეს: „მე, როგორც გიდს, რომელი ჯგუფებიც უნდა წამეყვანა, მათგან ბევრს ჩარიცხული ჰქონდა წინასწარ გარკვეული თანხა, ბეს სახით. ასევე გადახდილი იყო სასტუმროსა და ბილეთის ღირებულება, არამხოლოდ ტურისტული კომპანიები, არამედ ვიზიტორებიც ცუდ მდგომარეობაში ჩაცვივდნენ. გაუქმდა ყველაფერი, მოლოდინებზე აღარაფერს ვამბობ. ტურისტულმა კომპანიებმა დიდი ზარალი ნახეს, ამის გამო“.

მაღრაძე მიიჩნევს, რომ ტუროპერატორებისთვის დანაკარგის აღდგენა რთული იქნება, რადგან 15 ივნისიდან დაანონსებული შიდა ტურიზმი ძალებს მარტივად ვერ მოიკრებს და შესაძლოა წელი ტურიზმისთვის ჩავარდეს: „ასევე ეს სამი თვე სულ მკვდარი იყო ტურისტული კომპანიებისთვის. ვფიქრობ, რომ ივნისიდანაც არაფერი იქნება. 15 ივნისიდან კი გაიხსნება, მაგრამ ხალხი რამდენად წამოვა ეგ არის საკითხავი. მგონი მაინც თავს შეიკავებენ, ფსიქოლოგიური მომენტია, რომ ხალხს ეშინია. ეს წელი მარტივად რომ ვთქვათ ჩავარდნილია. ამას საკმაოდ დიდი ძალისხმევა სჭირდება. სახელმწიფოს მხრიდანაც, ჩვენგანაც“, - აცხადებს გიდი გიორგი მაღრაძე.

მისივე თქმით, ტურიზმის აღდგენის საქმეში დიდი მნიშვნელობა მიენიჭება დაწესებულ რეგულაციებსაც. გიდი მიიჩნევს, რომ თუკი ერთი სატრანსპორტო საშუალებით მინიმალური რაოდენობის ადამიანების გადაყვანა შეეძლებათ, შესაძლოა ტურების ღირებულებამაც მოიმატოს:

„კონკრეტული რეგულაციები ჩვენთვის ჯერ არავის გაუცნია, მაგრამ არსებობს მოსაზრებები, რომ თითქოს მანქანაში ჭადრაკულად უნდა დასხდნენ დამთვალიერებლები და ეს ჩემთვის გაუგებარია. თუ მაგალითად 20 კაციანი „მარშუტკაა“ და მე ჭადრაკულად დავსვი იქ ხალხი, მინიმუმ 10 ადამიანი დაჯდება და გამოდის რომ ფასი უნდა გაიზარდოს მაშინ. კომპანიამ ხომ უნდა ამოიღოს საწვავის, მძღოლის, გიდის ხარჯები. თუ ეს „მარშუტკა“ არ შეივსება, ასეთი ტურის გაკეთებას აზრი არ აქვს“.

შიდა ტურიზმის აღდგენისთვის გამოსავალს საოჯახო ტურების განვითარებაში ხედავს საქართველოს გიდების ასოციაციის წევრი გიორგი ბერჯავახი: „ტურიზმის პირველ ეტაპზე იდეალური იქნება საოჯახო ტურები, სადაც სამი-ოთხი, მაქსიმუმ ხუთკაციანები. მაგალითად, თუ მე ვცხოვრობ თბლისში და მინდა ოჯახით გასვლა, დავურეკავ კომპანიას, მოვა ჩემს სახლთან მანქანა, მაჩვენებს ყველაფერს და უკან დამაბრუნებს. ეს იქნება უსაფრთხო და იდეალური ვარიანტი“, - ამბობს ბერჯავახი.

მისივე თქმით, გასული სამი თვის განმავლობაში პანდემიამ არა მხოლოდ ტურკომპანიები, არამედ მისი თანამშრომლებიც დააზარალა: „დღესაც კი მქონდა ჩანიშნული ტური და ვერ განხორციელდა. ახლა სადღაც ოთხჯერ უნდა მქონოდა ტაო-კლარჯეთი და სომხეთი მოვლილი და რეალურად არსად გასვლა არ მქონია. ანუ მე მინიმუმ თვეში 2 000 ლარიანი ხელფასი დავკარგე ამ სამ თვეში“.

გიდი ამბობს, რომ სახლში დარჩენის დრო ამოწურულია და ახლა მოქმედებაა საჭირო, რისთვისაც სახელმწიფომ ტუროპერატორებს ინიციატივის საშუალება უნდა მისცეს: „მე და ჩემმა ხუთმა მეგობარმა გადავწყვიტეთ, რომ ჩამოვაყალიბოთ ტურიზმის საგანგებო ჯგუფი. ჩვენ მესხეთზე შეყვარებული ხალხი ვართ და ვცდილობთ რომ ამ კუთხეში ტურიზმი როგორმე დავძრათ. საკუთარი ხარჯით დავიწყებთ ტურიზმის გამოღვიძებას ამ ეტაპზე. სახელმწიფოს არაფერს ვემდურით, მაგრამ გვინდა გაითვალისწინოს, რომ მოგვცეს ინიციატივის ბერკეტები და არ გვდიოს უკან“.

კორნკრეტულად რისი შესრულება მოუწევთ ტურკომპანიებს, რომლებიც შიდა და საერთაშორისო ტურებს გეგმავენ, ჯერ ცნობილი არ არის.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რეგულაციები მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციებით მზადდება და ამ ეტაპზე, დასრულებული არ არის: „ჯერ მუშავდება, სამუშაო პროცესი, როგორც კი მზად იქნება, გამოვაქვეყნებთ“, - აცხადებენ ადმინისტრაციაში.

ამ ეტაპზე, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტი, რომლებიც საერთაშორისო მოგზაურებსა და ტურისტულ კომპანიების შეეხება, ძირითადად ჰიგიენური ნორმების დაცვასა და კორონავირუსის რომელიმე სიმპტომის არსებობისას, მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციებს მოიცავს.

„ყველა პირმა, რომელიც გეგმავს მოგზაურობას, უნდა მოიძიოს ინფორმაცია და მიიღოს საჭირო რჩევები პოტენციურ საფრთხეებთან დაკავშირებით იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომელიც მან აირჩია სამოგზაუროდ. აგრეთვე უნდა მიიღოს ინფორმაცია, თუ როგორ შეამციროს დასნებოვნების რისკი მინიმუმამდე და როგორ დაიცვას თავისი ჯანმრთელობა მოსალოდნელი საფრთხეებისგან“, - წერია დოკუმენტში.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

კვირის აქცენტი: ‘ტურიზმის გადასარჩენად საოჯახო ტურები იდეალურია’- გიდი
პირველი ივლისიდან საქართველო მზად იქნება, მიიღოს უცხოელი ტურისტები - გახარია
იმნაძე მოუწოდებს მოსახლეობას შიდა ტურიზმის განვითარებისთვის საქართველოს კურორტებზე დაისვენონ
აბასთუმანი და ბორჯომი კოვიდისგან უსაფრთხო ზონებად მოიაზრება
”მესხეთის ტურები” გიდების გადამზადებას იწყებს
ტურიზმის განვითარებისათვის რეგიონებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
რას მოიცავს ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმა