FM97.5 / LIVE

აშშ-ის სენატორები და ევროკავშირის ელჩები ‘ოცნებას’ 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 13.05.2020
ევროკავშირის ელჩები და ამერიკელი სენატორები „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, სრულად შესრულდეს 8 მარტს მიღწეული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარდეს. სენატორები ასევე მიიჩნევენ, რომ საქართველში პოლიტიკური პატიმრები არიან და ისინი უნდა გათავისუფლდნენ.

აშშ-ის სენატორები და ევროკავშირის ელჩები ‘ოცნებას’ 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ

აშშ-ის სენატორებმა და ევროკავშირის ელჩებმა მმართველ პატრიის მისამართით, 8 მარტის შეთანხმების შესრულების შესახებ განცხადებები მას შემდეგ გაავრცელეს, რაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ 11 მაისს განაცხადეს, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ და უგულავას, ოქრუაშვილის და რურუას გათავისუფლება პოლიტიკური მოლაპარაკებისა და შეთანხმების საგანი არ იყო. პარლამენტის სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან მოლაპარაკებაში შუამავლად ჩართულ ელჩებს მოუწოდა დაედასტურებინათ, რომ ასეთი შეთანხმება არ არსებობდა.

ასეთი განცხადებების შემდეგ, აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. სადაც ნათქვამია, რომ 8 მარტის შეთანხმება ქართული პოლიტიკური ძალების მიერ მიღწეული ისტორიული მნიშვნელობის წარმატებაა, რომელიც მიზნად ისახავდა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას.

„ჩვენ, როგორც დიალოგის ინიციატორებმა ხელი შევუწყეთ დისკუსიის პლატფორმის შექმნას, რომელიც ემსახურებოდა ნდობის შენებას და საშუალებას აძლევდა მონაწილეებს, წასულიყვნენ რთულ დათმობებზე. ჩვენი როლი არ გულისხმობს განხილვების შინაარსის გასაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას. მიღწეული შეთანხმება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია. ის ერთნაირად მოიწონა, როგორც ქართველმა ხალხმა, ასევე საერთაშორისო საზოგადოებამ. ჩვენ აღვნიშნავთ, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს“ - წერია განცხადებაში.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში 12 მაისს Twitter-ზე საქართველოში აშშ-ის საელჩოს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და ქართულ მხარეს მოუწოდებს მიღწეული შეთანხმება შეასრულოს.

„მე მოველი საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან, რომ სრულად შეასრულონ მარტის შეთანხმება, მათ შორის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პროგრესი ახალი საარჩევნო სისტემისკენ“, - ნათქვამია სენატორის განცხადებაში.

პოლიტიკური პატიმრების თემას შეეხო ევროპარლამენტის წევრი ევროპის სახალხო პარტია/ქრისტიან დემოკრატების ჯგუფიდან მიხაილ გალერიც.

“ისინი ნიადაგს სინჯავენ, აგრძელებენ თუ არა საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოლოდინს. კი, აგრძელებენ. ეს აუცილებელია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად”, – წერს იგი Twitter-ზე.

ევროპარლამენტარის თქმით, ყველა მხარემ უნდა დაიცვას 8 მარტის შეთანხმების ტექსტი და სულისკვეთება.

2020 წლის არჩევნების ახალი საარჩევნო სისტემით ჩატარების საკითხზე ხელისუფლება და ოპოზიცია 8 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით შეთანხმდნენ.

შეთანხმების თანახმად, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. ხელისუფლება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფს.

ასევე გირჩევთ: 'ჩვენი როლი არ გულისხმობს განხილვების შინაარსის გასაჯაროებას

[sknews.ge]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

'ჩვენი როლი არ გულისხმობს განხილვების შინაარსის გასაჯაროებას' – აშშ-ს საელჩო 8 მარტის შეთანხმებაზე
'მნიშვნელოვანი ნაბიჯია 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ' - სენატორები უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებაზე
8 მარტის შეთანხმებაში პოლიტპატიმრები ნახსენები არ ყოფილა – კახა კალაძე
'შეთანხმება კრიტიკული ნაბიჯია საქართველოში დემოკრატიისა და კარგი მმართველობის აღდგენისკენ - ამერიკელი სენატორები
ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
‘მიღწეული შეთანხმება საზოგადოების გამარჯვებაა’ – პრეზიდენტი
პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხს განიხილავენ