FM97.5 / LIVE

ბორჯომის მერიამ ტაძრისის თემში წარმომადგენელი დანიშნა

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.05.2020
სოფელ ტაძრისში მერის წარმომადგენლად სერგო შაყულაშვილი დაინიშნა. მანამდე ამ პოზიციას თამაზ ჩუტკერაშვილი იკავებდა, იგი სამსახურიდან მიმდინარე წლის აპრილში წავიდა.

ბორჯომის მერიამ ტაძრისის თემში წარმომადგენელი დანიშნა

სერგო შაყულაშვილი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა, მას მსგავს პოზიციაზე აქამდე არ უმუშავია.

იგი 1987 წელს დაიბადა, 2010 წელს დაამთავრა ახალციხის სასწავლო უნივერსიტეტი. 2008 –2018 წლებში ბორჯომში, სოფელ ქვაბისხევის საჯარო სკოლაში ისტორიის პედაგოგად მუშაობდა.

ცნობისთვის, შაყულაშვილამდე ტაძრისის ადმინისტრაციული ერთეულში მერის წარმომადგენლი თამაზ ჩუტკერაშვილი იყო, თუმცა მას შემდეგ რაც „სამხრეთის კარიბჭე“ მისი სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესდა, პოზიცია დატოვა.

ჩუტკერაშვილი მეორე წელია სატყეო სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებს იგებს. ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა" სამხრეთის კარიბჭესთან" 10 აპრილს განაცხადა, რომ იგი წინააღმდეგია მისი თანამშრომელი პარალელურად სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდეს. ზაალიშვილის განცხადებიდან მალევე ჩუტკერაშვილმა მერის წარმომადგენლის პოზიცია დატოვა.

ჩუტკერაშვილის სამსახურიდან წასვლის საკითხი, „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ იურისტის, გიგი ჩიხლაძის განცხადებით, ეჭვებს აჩენს.

„თუ ამ კაცს სამსახურიდან წასვლა აიძულეს ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, თუ არ აიძულეს და თვითონ წავიდა, მესმის, მაგრამ დროშიც აშკარა დამთხვევაა. ჩემთვის გაუგებარია რატომ შეიძლება ეიძულებინათ ეს კაცი სამსახურიდან წასვლაზე. რადგან ის მერის წარმომადგენელია ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაო დროს აკეთებდა საქმეს“, – განაცხადა 10 აპრილს "სამხრეთის კარიბჭესთან" ჩიხლაძემ.

[მარიამ ბარძიმაძე,ბორჯომი]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘კანონიც რომ  აძლევდეს უფლებას, მუნიციპალიტეტი წინააღმდეგია’ - რატომ დატოვა თანამდებობა ტაძრისის რწმუნებულმა
ბორჯომის მერიას 10 ახალი თანამშრომელი ჰყავს
ასპინძის მერიაში ცხრა პოზიცია ვაკანტური დარჩა
ახალციხის მერის წარმომადგენლებისა და ასისტენტების პოზიციაზე 33 მოხელე დაინიშნა
ბორჯომში 22 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს
ბორჯომის მერიამ 11 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა
ახალციხის მერიამ 63 თანამშრომლის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა