FM97.5 / LIVE

არალში ყირიმ-კონგოს დაფიქსირების შემდეგ, საქონელს ტკიპას საწინააღმდეგო ხსნარით ამუშავებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.05.2020
მას შემდეგ, რაც ადიგენის სოფელ არალში ყირიმ-კონგოს შემთხვევა დაფიქსირდა, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დასახლებაში შინაური პირუტყვის ტკიპებზე დამუშავება დაიწყო.

არალში ყირიმ-კონგოს დაფიქსირების შემდეგ, საქონელს ტკიპას საწინააღმდეგო ხსნარით ამუშავებენ

დღეს, 11 მაისს, სოფელ არალში საქონლის დამუშვება სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო. „ვეტექიმი იყო მოსული, ძროხებს ზურგზე დაასხა ტკიპას საწინააღმდეგო ხსნარი“, - ამბობენ ადგილობრივები.

სააგენტოს ინფორმაციით, ტკიპების საწინააღმდეგოდ, ყოველწლიურად საქონელს მხოლოდ იმ დასახლებაში ამუშავებენ, სადაც ამისი საჭიროებაა:

„სააგენტო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, ახორციელებს პირუტყვის დამუშვებას ტკიპებისა და მწერების საწინააღმდეგოდ. ყირიმ-კონგოს ღონისძიებები ყოველთვის ყველა სოფელში არ ტარდება. ტარდება არსებული მოცემულობიდან და შემთხვევებიდან გამომდინარე, საჭიროების მიხედვით“, - აცხადებენ სააგენტოში.

მათივე განმარტებით, ყირიმ-კონგოს საწინააღმდეგო ღონისძიებები სახელმწიფოს პროგრამაში შედის, თუმცა ტკიპებსა და მწერებს ბევრი სხვა დაავადების გადატანაც შეუძლიათ, რომლებსაც სახელმწიფო არ აფინანსებს, შესაბამისად, ფერმერებმა თვითონ უნდა იზრუნონ ვაქცინაციაზე.
„ძალიან მნიშვნელოვანია ფერემერების ჩართულობაც, რომ მათ დროულად მოახდინონ საკუთარი პირუტყვის დამუშავება სხვადასხვა ტკიპებისა და მწერების საწინააღმდეგოდ“.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ყირიმ-კონგოს საწინააღმდეგოდ ხდება, როგორც საქონლის, ასევე სადგომებისა და საძოვრების დამუშავებაც. სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად ყირიმ-კონგოზე უფრო ნაკლები საქონელი მუშავდება.
2019 წელს, რეგიონში 4280 სული პირუტყვი დამუშავდა.

2018 წელს, ადიგენში, ასპინძაში, ახალციხესა და ბორჯომში დამუშავდა - 6 525 სული და 44 სადგომი.
2017 წელს, ადიგენში, ასპინძაში, ახალციხესა და ბორჯომში დამუშავდა - 7 871 სული და 767 სადგომი;
2016 წელს, ადიგენში, ასპინძაში, ახალციხესა და ბორჯომში დამუშავდა - 8 081 სული და 861 სადგომი.

სააგენტოს ვებ-გვერდზე ახალქალაქსა და ნინოწმინდაში საქონლის, სადგომის, ანდა სათიბის დამუშავების მაჩვენებლები არ არის.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მიიჩნევენ, რომ სამცხე-ჯავახეთი ყირიმ-კონგოს გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერაა.

2020 წლის 2 მაისს, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება დაუდგინა ადიგენის სოფელ არალში მცხოვრებ 56 წლის კაცს.

23 აპრილს კი ახალქალაქის სოფელ გოგაშენში მცხოვრები 23 წლის ბიჭი ამავე ცხელებით გარდაიცვალა.

2019 წლის სექტემბერში ფატალურად დასრულდა კიდევ ერთი შემთხვევა ასპინძაში, სადაც ყირიმ-კონგომ 30 წლის კაცი იმსხვერპლა.

რეგიონში 2018 წელს ყირიმ-კონგოს შვიდი შემთხვევა დაფიქსირდა, 2019 წელს ორი. 2020 წლის ხუთი თვის მონაცემებით, უკვე ორი შემთხვევაა გამოვლენილი.

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


29.09.2020 საფეხური: როგორ დავიცვათ მოსწავლეები კორონავირუსთან დაკავშირებული სტრესისგან [აუდიო]

28.09.2020 საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყება 12 ოქტომბრამდე გადაიდო

23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.09.2020 ბორჯომის საფეხბურთო მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

30.09.2020 რატომ გადაკეტეს გზა კარწახის საბაჟოსთან – ადგილობრივების განმარტებები

29.09.2020 ‘სახელმწიფოსგან სერიოზული მიდგომაა საჭირო’ - ექსპერტები ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნაზე

29.09.2020 ახალქალაქში ადგილობრივები რკინიგზის გადაკეტვას გეგმავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

26.09.2020 ორი კრისტინას ამბავი - დუხობორების მომავალი საქართველოში

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

მსგავს თემაზე

საქართველოში წელს ყირიმ-კონგოს 10 შემთხვევა დაფიქსირდა
ყირიმ-კონგოს ცხელებით ახალქალაქში 23 წლის ბიჭი გარდაიცვალა
ადიგენში 56 წლის კაცს ყირიმ-კონგოს დიაგნოზი დაუსვეს
ახალციხეში საძოვრებს ყირიმ–კონგოს საწინააღმდეგო პრეპარატით წამლავენ
ყირიმ - კონგოს დაავადების პრევენციული ღონისძიებები
საქართველოში ყირიმ-კონგოს 11 შემთხვევიდან 6 სამცხე-ჯავახეთშია აღრიცხული
ასპინძაში 30 წლის კაცი ყირიმ–კონგომ იმსხვერპლა