FM97.5 / LIVE

‘დავეხმარეთ 15 ოჯახს, ქველმოქმედებას ვაგრძელებთ’ – NGO-ები ახალციხიდან

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.05.2020
ახალციხეში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივი ქველმოქმედებით 15 ოჯახს დაეხმარნენ და თითოეულს 110 ლარის ღირებულების პაკეტები გადასცეს. ქველმოქმედება ეხება ყველას, ვინც პანდემიის პერიოდში დაზარალდა, არ აქვს მნიშვნელობა ოჯახი სოციალურად დაუცველია თუ არა.

‘დავეხმარეთ 15 ოჯახს, ქველმოქმედებას ვაგრძელებთ’ – NGO-ები ახალციხიდან
ფოტო: არქივი
ერთობლივი საქველმოქმედო აქციის დაწყებიდან, დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში, არასამთავრობო ორგანიზაციების საერთო ანგარიშზე 2 050 ლარი ჩაირიცხა. ამ თანხიდან უკვე დაეხმარნენ 15 ოჯახს და აქვთ კიდევ ხუთი ოჯახის დასახმარებლად საჭირო რესურსი. მთლიანობაში, ამ ეტაპზე, მესამე სექტორის ადგილობრივ წარმომადგენლებს შეუძლიათ ოცი ოჯახი მოიცვან.

„დაახლოებით 110 ლარიანი პაკეტია, სადაც შედის პირველადი მოხმარების სურსათი: წიწიბურა, ფქვილი, ზეთი, მაკარონი, შაქარი, ხორცის კონსერვები, ასევე შედის ჰიგიენის საშუალებები: სარეცხის ფხვნილი, ჭურჭლის სარეცხი სითხე, ტუალეტის ქაღალდი და ა.შ“, - ამბობს ორგანზიაცია world vision საქართველოს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის მენეჯერი, ნინო ლომიძე.

საქველმოქმედო საქმიანობისთვის ახალციხეში მოქმედი ექვსი ორგანიზაცია გაერთიანდა და ფუნქციები გადაინაწილეს. მათი ნაწილი ყიდვა-ტრანსპორტირებაზეა პასუხისმგებელი, ნაწილი დასახმარებელი ოჯახების მოძიებაზე, ნაწილი კი ცხელი ხაზის სატელეფონო ზარებს პასუხობს.
World Vision-ი პროცესის მენეჯმენტს აკეთებს, საერთო ანგარიშიდან შემოსული თანხით საჭირო პაკეტებს ადგენს და შემდეგ სოფლებში არიგებს. პარალელურად, ანგარიშვალდებულია გაერთიანების სხვა წევრებთან: „პირველ ეტაპზე ჩაირიცხა 1040 ლარი, და ამით დავეხმარეთ 10 ოჯახს. მეორე ეტაპზე იყო 845 ლარი და 8 ოჯახისთვის გავამზადეთ პაკეტები. ხუთი უკვე დავარიგეთ, დაგვრჩა სამი გამზადებული პაკეტი. და ახლა ანგარიშზე არის 165 ლარი. ვაგრძელებთ მუშაობას. შემომწირველები ძირითადად ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან, ასევე იყვნენ ფიზიკური პირებიც“, - ამბობს ნინო ლომიძე.

ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი, ცირა მესხიშვილი ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებს პასუხობს. ამბობს, რომ ზარები ერთი კვირის წინ უფრო აქტიურად შემოდიოდა: „სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონდე ოჯახებს ახალციხის მერია ეხმარება, რეგულარულად მიაქვთ სურსათი, მაგრამ ხომ არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც არ აქვთ სტატუსი, დარჩნენ შემოსავლის გარეშე, ჰყავთ პატარა ბავშვები, ან მოხუცები არიან და იმის გამო, რომ შვილს უფიქსირდება შემოსავალი, ამათ დახმარება არ აქვთ. ასეთი კატეგორიის ხალხია ჩვენთან და ჩვენი მიზანიც ეს იყო, რომ დავხმარებოდით, გაჭირებული ყველა გაჭირებულია. არიან დამლაგებლები, მაგალითად, ვისაც ხელზე უგროვებდნენ ფულს და სჭირდებათ ახლა დახმარება“, - ამბობს მესხიშვილი.

მისივე თქმით, დახმარების მთხოვნელებთან ერთად, რეკავენ რეკომენდაციებისთვისაც: „ბევრი თხოვნა შემოდის ასევე კონსულტაციებზე, როგორ უნდა მიიღონ დახმარებები სახელმწიფოსგან. ვცდილობთ გადავამისამართოთ კომპეტენტურ პირებთან. ასეთი ზარები შემოდის არაქართულენოვანი დასახლებებიდანაც. გვთხოვენ, რომ გავარკვიოთ ვის ეკუთვნის ეს დახმარება და როგორ უნდა მიიღონ“.

World Vision საქართველოს ადგილობრივი წარმომადგენლები ოჯახებს საკუთარი პროგრამის ფარგლებშიც ეხმარებიან. მათი მთავარი პრიორიტეტი ბაშვების მდგომარეობაა: „ისეთ ოჯახებს, რომლებიც ქველმოქმედებისას, ჩვენი ორგანიზაციის კრიტერიუმს აკმაყოფილებდა და კავშირში იყო ამ პროგრამის სოფლებთან, ჩვენი ორგანიზაცია დაეხმარა. მაგალითად, ახალციხეში 53 ოჯახს გადავეცით პაკეტი და აქედან 10 იყო არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი ქველმომქედებითა და შემოწირულებით, ხოლო 43 ოჯახს World Vision -მა გადასცა. ოღონდ აქ ავიღეთ კრიტერიუმად 3 და მეტი შვილი. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ბავშვია, თუკი ოჯახში ბავშვი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, ეს არს ჩვენი მთავრი ამოსავალი წერტილი“, - ამბობს ნინო ლომიძე.

არასამთავრობო ორგანიზაციები: World vision საქართველო, ასოციაცია „ტოლერანტი“, „დემოკრატ მესხთა კავშირი“, „სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრი“, „ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული ოფისი, საქველმოქმედო აქციას კვლავ აგრძელებენ, ნებისმიერ მსურველს თანხის ჩარიცხვა ერთობლივი ანგარიშის ნომერზე შეუძლია.

#GE31TB7256236080100015

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

კვირის აქცენტი: პანდემია და საქველმოქმედო ინიციატივა [ვიდეო]

დღეს ''სამცხე – ჯავახეთის ახალგაზრდული ფორუმი 2015'' გაიმართება
დღეს, დავით გასიტაშვილის დასახმარებლად, საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართება
ადიგენში ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა
ახალციხეში ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის ცენტრი გაიხსნა
ადიგენში შეჭირვებული ოჯახების დახმარება გრძელდება  ®
სხვილისში საბავშვო ბაღი გაიხსნა