FM97.5 / LIVE

‘ფერმერები 1 ჰა მიწის ნაკვეთზე 200 ლარს მიიღებენ’ - პრემიერი

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.05.2020
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, ერთ ჰექტარზე სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდიას მიიღებს, ასევე შეეძლება შეიძინოს დიზელი საბაზრო ფასზე ერთი ლარით ნაკლები ღირებულებით.

‘ფერმერები 1 ჰა მიწის ნაკვეთზე 200 ლარს მიიღებენ’ - პრემიერი

„თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, მიიღებს 1 ჰექტარზე დახმარებას სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით. ეს ნიშნავს იმას, რომ საშუალო დონისა და მსხვილი საფერმერო მეურნეობები, რომლებსაც გააჩნიათ 10 ჰექტარი მიწა და ამუშავებენ, მიიღებენ სახელმწიფოსგან დახმარებას 2 000 ლარის ოდენობით. ეს პროპორციულად გადანაწილდება იმ ფერმერებზეც, რომლებსაც აქვთ შედარებით ნაკლები მოცულობის ფართობის მიწები“, - განაცხადა ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ფერმერებს შეეძლებათ ისარგებლონ იაფი აგროსაწვავითაც: „ყველა ფერმერი 1 ჰექტარზე მიიღებს 150 ლიტრ დიზელის საწვავს, რომელიც გარანტირებულად იქნება საბაზრო ფასზე 1 ლარით იაფი. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საწვავის ფასი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ჩვენ ახლა ვმუშაობთ უკვე ამ პრობლემის გადასაწყვეტად არა მხოლოდ კრიზისში, წელს, არამედ მომავალი წლებისთვისაც. აგრო დიზელის ფასი მნიშვნელოვნად იაფი იქნება, ვიდრე დიზელის ფასი ბაზარზე“.

გეგმის მიხედვით, 20 წლის განმავლობაში საქართველოში 42 000 ფერმერი გათავისუფლდება სარწყავი წყლის გადასახადიდან.

„თითოეული ფერმერი რომელსაც დასჭირდება ტექნიკის შეძენა სასათბურე მეურნეობის მოწყობა ან სარწყავი სისტემის მოწყობა მას სახელმწიფო პირდაპირი ფინანსური სახით დაეხმარება ამ სამუშაოების 50%-ით. ეს იქნება გრანტი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა ძალაში 20 მაისიდან შევა. მთლიანობაში სახელმწიფო დაეხმარება დაახლოებით 200 000 ფერმერს. საერთო ჯამში ამისათვის 300 მილიონი ლარი დაიხარჯება.

[თაკო ფეიქრიშვილი]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ვის უნდა მიმართონ ფერმერებმა საწვავის ვაუჩერის მისაღებად
ვის უნდა მიმართონ ფერმერებმა სახელმწიფო სუბსიდიის მისაღებად
რა შეღავათებს სთავაზობს მთავრობა ფერმერებს – ანტიკრიზისული გეგმა სოფლის მეურნეობისთვის
300-ზე მეტი ფერმერი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას თანადაფინანსებით შეიძენს
იაფი აგროდიზელის შესაძენად სამცხე-ჯავახეთში სამი ბენზინგასამართი სადგურია
ცვლილებები მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტში
EMC: სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა უსამართლოა