FM97.5 / LIVE

COVID-19: მდგომარეობა მეზობელ ქვეყნებში

მთავარისიახლე, კორონავირუსი 11.05.2020
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე ცხელი წერტილი კვლავ რუსეთია, სადაც ყოველდღიურად 10 ათასზე მეტი ადამიანი ინფიცირდება. ვირუსის გავრცელებამ იკლო თურქეთში, აქ გასულ 24 საათში ყველაზე ცოტა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 3 000–ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი სომხეთში, აზერბაიჯანში კი ეს რიცხვი 2 519–ია.

COVID-19: მდგომარეობა მეზობელ ქვეყნებში
ფოტო:COVID-19 KLTV

ბოლო მონაცემებით რუსეთში 221 344 კოვიდინფიცირების შემთხვევაა, საიდანაც 2 009 გარდაცვალებით, 39 801 კი გამოჯანმრთელებით დასრულდა. ქვეყანაში 2 მაისის შემდეგ ყოველდღიურად 10 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დასტურდება.

138 657 ინფიცირების შემთხვევაა თურქეთში, 90 ათასზე მეტმა ვირუსი უკვე დაამარცხა, 3 786 კი გარდაიცვალა. გასულ 24 საათში დაფიქსირებული 1 542 შემთხვევა კი 26 მაისის შემდეგ, ყველაზე ცოტაა.

2 519 ინფიცირებულიდან უკვე გამოჯანმრთელდა 1 650 აზერბაიჯანში. ქვეყანაში ვირუსით 32 ადამიანია გარდაცვლილი.

79 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ერთი ადამიანი გარდაიცვალა დღეს სომხეთში, სადაც ჯამში 3 392 კოვიდინფიცირებულია, აქედან 1 359 გამოჯანმრთელდა, 46 კი გარდაიცვალა.

საქართველოში ამ დროისთვის COVID-19-ის 638 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 317 და გარდაიცვალა 11.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

საქართველოში ვირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა, 21 მარტიდან კი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, 31 მარტიდან კომენდანტის საათი და „ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმი“ დაემატა.

24 აპრილს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რომლის მიხედვითაც დაწესებული შეზღუდვების მოხსნა 6 ეტაპად მოხდება.

[რობი ზარიძე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.09.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

27.09.2020 სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა

26.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ 6 წლის ბავშვს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა

26.09.2020 ახალციხეში ავარიის შედეგად დაშავებული მძღოლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

რუსეთში ერთ დღეში COVID-19-ის 10 581 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
COVID-19: რა ხდება მეზობელ ქვეყნებში
COVID-19: თურქეთში ახალი შემთხვევები იკლებს – რა ხდება მეზობელ ქვეყნებში

Covid-19: თურქეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 ათასს მიაღწია
Covid-19 -საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში
COVID-19: მეზობელ ქვეყნებში ინფიცირების შემთხვევებმა მილიონს გადააჭარბა
COVID-19: მსოფლიოში გარდაცვლილთა რაოდენობამ  300 ათასს გადააჭარბა