FM97.5 / LIVE

COVID-19: მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთი მესამე ადგილზეა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 11.05.2020
გასულ 24 საათში რუსეთში კორონავირუსის 11 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში აშშ–სა და ესპანეთის შემდეგ ყველაზე მეტი, 221 344 კოვიდინფიცირებულია, საიდანაც 2 009 ადამიანი გარდაცვალა, 39 801 კი გამოჯანმრთელდა.

COVID-19: მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთი მესამე ადგილზეა
ფოტო:worldmeter.info

მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირების 4 195 159 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც ნახევარზე მეტი მსოფლიოს ხუთ ქვეყანაზე მოდის (აშშ, ესპანეთი, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია).

1 367 963 შემთხვევაა გამოვლენილი აშშ–ში, სადაც ყველაზე მაღალია გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. ქვეყანაში ვირუსი უკვე 256 336 –მა ადამიანმა დაამარცხა, 80 ათასზე მეტი შემთხვევა კი ლეტალურად დასრულდა.

1 880 ახალი შემთხვევა დადასტურდა გასულ დღე–ღამეში ესპანეთში, რაც ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ქვეყანაში ამ დროისთვის 264 663 ინფიცირებულიდან ვირუსი 176 439 პაციენტმა დაამარცხა.

822 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 10 მაისს იტალიაში, რაც 6 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ქვეყანაში დღეის მონაცემებით სულ 219 070 შემთხვევაა, საიდანაც 105 186 განიკურნა, 30 ათასზე მეტი კი გარდაიცვალა.

სხვა ქვეყნების სტატისტიკა, სადაც ვირუსის ფართო გავრცელებაა, ასეთია:

დიდი ბრიტანეთი: დადასტურებული შემთხვევა – 219 183, მათ შორის გარდაცვლილი – 31 855; [გამოჯანმრთელებულზე მონაცემები არ იძებნება];

საფრანგეთი: დადასტურებული შემთხვევა – 176 970, მათ შორის გარდაცვლილი 26 380, გამოჯანმრთელდა 56 217 ადამიანი;

გერმანია: დადასტურებული შემთხვევა – 171 879, მათ შორის გარდაცვლილი – 7 569, გამოჯანმრთელდა 145 600 ადამიანი;

ბრაზილია: დადასტურებული შემთხვევა – 162 699, მათ შორის გარდაცვლილი 11 123, გამოჯანმრთელდა 64 957 ადამიანი;

თურქეთი: დადასტურებული შემთხვევა – 138 657, მათ შორის გარდაცვლილი 3 786, გამოჯანმრთელდა 92 691 ადამიანი;

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანისაზიამ კორონავირსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. საქართველოში ვირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დრისთვის ქვეყანაში ვირუსის 638 დადასტურებული, 317 გამოჯანმრთელების და 10 გარდაცვალების შემთხვევაა.

[რობი ზარიძე]


12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

10.08.2020 ახალქალაქის ოთხ სოფელში ბიბლიოთეკები მოეწყო

06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.08.2020 მარაკანას სტადიონი 'დევნილთა დასახლებას'

12.08.2020 ‘სტადიონი ამორტიზებულია’ – ‘ბორჯომი’ ლიგის საშინაო მატჩებს მცხეთაში გამართავს

12.08.2020 ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე კანალიზაცია ამოდის

12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.08.2020 სიმტკიცე და სიმაგრე ციხე–ქალაქ თმოგვისა [აუდიო]

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

მსგავს თემაზე

COVID-19: რუსეთმა დადასტურებული შემთხვევებით საფრანგეთსა და გერმანიას გაუსწრო
კორონავირუსის შემთხვევებმა მსოფლიოში 20 მილიონს გადააჭარბა

კორონავირუსის შემთხვევებმა მსოფლიოში 15 მილიონს გადააჭარბა
COVID-19 -ით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 მილიონს მიუახლოვდა
მსოფლიოში Covid-19-ის შემთხვევებმა მილიონნახევარს გადააჭარბა
კორონავირუსით მსოფლიოში სამ მილიონზე მეტი დაინფიცირდა
Covid-19 გავრცელება მსოფლიოში