FM97.5 / LIVE

COVID-19: რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სტომატოლოგიური დაწესებულებები

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.05.2020
დღეიდან, 11 მაისიდან სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები, შესული განცხადებების საფუძველზე, დაიწყებენ სტომატოლოგიური დაწესებულებების მონიტორინგს. ამისთვის კლინიკებმა უნდა შეავსონ განაცხადი და გადაგზავნონ მისამართზე - dent@moh.gov.ge

COVID-19: რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სტომატოლოგიური დაწესებულებები

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, შესაბამისი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში და გეგმიური შემოწმების განხორციელების შემდეგ, კლინიკებს მიეცემათ უფლება, განახორციელონ გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურება.

Covid-19-ით ინფიცირების რისკის პრევენციისთვის კლინიკებს უნდა ჰქონდეთ:

ინდივიდუალური დაცვის საშუალებები სტომატოლოგიური პერსონალისთვის

N95 ან უფრო მაღალი დაცვის დონის რესპირატორი, სამედიცინო ნიღაბი, თვალის დამცავი საშუალებები: სახის ფარი და დამცავი სათვალე, არასტერილური ერთჯერადი ხელთათმანები, ერთჯერადი სითხეგაუმტარი სამედიცინო ხალათი, ბახილები, ჩაჩი (სამედიცინო ქუდი), ერთჯერადი გამოყენების იდს-ის ორი კვირის სამყოფი მარაგი, სამუშაო კაბინეტების და დასაქმებული სტომატოლოგიური პერსონალის შესაბამისად.


ინდივიდუალური დაცვის საშუალებები პაციენტისთვის


ბახილები, სამედიცინო ნიღაბი, პაციენტისთვის დამცავი სათვალე.

ზოგადი მოთხოვნები Covid-19-ით ინფიცირების რისკის პრევენციისთვის


პაციენტის სკრინინგი, უსაფრთხოდ შემოსვა და ხელების ანტისეპტიკური დამუშავება იწყება დაწესებულებაში შესვლისთანავე, დისტანციური თერმომეტრი, პაციენტის რისკის შეფასების კითხვარი, ერთჯერადი ხელსახოცები სტომატოლოგიურ კაბინეტში, საპირფარეშოებში, ხელის სადეზინფექციო საშუალებები პერსონალისთვის, ხელის სადეზინფექციო საშუალებები პაციენტებისთვის, თხევადი საპნის დისპენსერები ხელსაბანებთან.

ინფრასტრუქტურული მოთხოვნები

ხელსაბანი ყველა სტომატოლოგიურ კაბინეტში, საპირფარეშო, ბუნებრივი ან ხელოვნური ვენტილაციის სისტემა, დარბაზულ სისტემაში მომუშავე ბორმანქანებს შორის 4 მეტრიანი დისტანცია, საკმარისი სივრცე მიმღებში/მოსაცდელში პაციენტების სკრინინგის, უსაფრთხოდ შემოსვის და ერთმანეთთან დისტანცირებისთვის.

პაციენტების მისაღებ სივრცეში (რესეფშენი) მომუშავე პერსონალის დაცვა

რეგისტრატურასთან უნდა გაკეთდეს მინის ან ორგანული მინის დამცავი ბარიერი, თანამშრომელს უნდა ჰქონდეს სახის ფარი, სამედიცინო ნიღაბი, ერთჯერადი ხალათი, ხელთათმანი.

სტერილიზაცია/დეზინფექცია


კლინიკას უნდა ჰქონდეს დეზინფექცია-სტერილიზაციის პროტოკოლი, სათავსი სასტერილიზაციოსთვის, გასასტერილებელი მასალა უნდა შეიფუთოს ერთჯერად პაკეტებში, უნდა აწარმოოს სტერილიზაციის კონტროლის ჟურნალი, ასევე უნდა ჰქონდეს ზედაპირების დეზინფექციის პროტოკოლი და ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები და მათი მოხმარების ინსტრუქცია.

ნარჩენების მართვა


კლინიკას უნდა ჰქოდეს ხელშეკრულება ინფექციური ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით, ინფექციური ნარჩენების კონტეინერი სტომატოლოგიურ კაბინეტში, ბასრი ნარჩენების კონტეინერი სტომატოლოგიურ კაბინეტში (ძირითადად მუყაოს ტარა), არასაშიში ნარჩენების კონტეინერი სტომატოლოგიურ კაბინეტში, კონტეინერები უნდა იყოს შესაბამისად ეტიკეტირებული და ნარჩენი გაიტანონ ყოველდღიურად.

ინფექციების პრევენცია და კონტროლი

კლინიკაში უნდა არსებობს ინფექციების პრევენციასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირი.

სტომატოლოგიურმა კლინიკებმა შემოწმებისთვის უნდა შეავსონ განაცხადი და გააგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე - dent@moh.gov.ge.

[sknews.ge]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დღეიდან გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება აღდგება
გაძვირდა თუ არა  სტომატოლოგიური მომსახურება ახალციხეში
სტომატოლოგთან გეგმიური ვიზიტი პირველ მაისამდე ვერ შედგება – სამინისტრო
რა შემთხვევაში მუშაობენ ახალციხის სტომატოლოგიური კლინიკები
სტომატოლოგიური მომსახურება შესაძლოა გაძვირდეს – რას ამბობენ ახალციხის კლინიკებში
რეკომენდაციები სილამაზის სალონებისთვის - ჯანდაცვის სამინისტრო
ახალციხის სალონებში მომსახურების საფასური გაიზარდა