FM97.5 / LIVE

დინამიკა არის მკვეთრად კლებისკენ – ლევან რატიანი

მთავარისიახლე, კორონავირუსი 11.05.2020
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ბოლო 24 საათში კლინიკა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ცხრა პაციენტმა დატოვა. მისი თქმით "დინამიკა არის მკვეთრად კლებისკენ".

დინამიკა არის მკვეთრად კლებისკენ – ლევან რატიანი

„ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 68 პაციენტი გვყავს. მათგან კოვიდინფიცირებული არის 52 პაციენტი. ყველაზე ცოტა. დინამიკა მკვეთრად არის კლებისკენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენი კლინიკიდან გაეწერა ცხრა გამოჯანმრთელებული პაციენტი. ახალი შემთხვევა ბოლო რამდენიმე დღეა არ მიგვიღია და ესეც გვახარებს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

კლინიკაში გამოჯანმრთელებაზე კიდევ რამდენიმე პაციენტის ტესტის პასუხებს ელოდებიან.

„რეანიმაციაში გვყავს სამი პაციენტი, ერთი სპონტანურ სუნთქვაზეა, ორი გამარტივებულ ფილტვის ვენტილაციაზე დადებითი დინამიკით. ამ პაციენტებთან არც ერთთან კოვიდინფექცია არ დასტურდება. განყოფილებაში არსებული პაციენტების მდგომარეობა ყველას სტაბილურია, ველოდებით ტესტირების შედეგებს დღის მეორე ნახევარში და კიდევ რამდენიმე პაციენტი დატოვებს კლინიკას“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.

როგორც რატიანმა განაცხადა, რადგან დინამიკა დადებითია, კლინიკაში პრესკონფერენციები კვირაში ორჯერ გაიმართება.

„იმედია ჩვენი კლინიკა მალე ჩვეულ რეჟიმში გადავა. რადგანაც გადავედით შედარებით შემსუბუქებულ მდგომარეობაში, მედია ძალიან მიყვარს, მაგრამ კვირაში ორი დღე გვექნება მედიასთან შეხვედრა, ეს იქნება ორშაბათსა და პარასკევს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

[sknews.ge]


29.09.2020 საფეხური: როგორ დავიცვათ მოსწავლეები კორონავირუსთან დაკავშირებული სტრესისგან [აუდიო]

28.09.2020 საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყება 12 ოქტომბრამდე გადაიდო

23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.09.2020 ბორჯომის საფეხბურთო მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

30.09.2020 რატომ გადაკეტეს გზა კარწახის საბაჟოსთან – ადგილობრივების განმარტებები

29.09.2020 ‘სახელმწიფოსგან სერიოზული მიდგომაა საჭირო’ - ექსპერტები ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნაზე

29.09.2020 ახალქალაქში ადგილობრივები რკინიგზის გადაკეტვას გეგმავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

26.09.2020 ორი კრისტინას ამბავი - დუხობორების მომავალი საქართველოში

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

მსგავს თემაზე

'უახლოეს საათებში დაახლოებით 15 პაციენტი დატოვებს კლინიკას'– ლევან რატიანი
‘8 პაციენტი ეწერება კლინიკიდან’ - ლევან რატიანი
COVID-19: პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას 9 გამოჯანმრთელებული დატოვებს
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს
საუნივერსიტეტო კლინიკას კიდევ 6 გამოჯანმრთელებული დატოვებს
‘ახალშობილებისა და ორსულების მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ მართვადი’ - ლევან რატიანი
მარნეულში მცხოვრები COVID 19-ით ინფიცირებული 62 წლის ქალი გამოჯანმრთელდა