FM97.5 / LIVE

COVID-19: ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ 4 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან

მთავარისიახლე, კორონავირუსი 11.05.2020
ახალციხის „ცხელების ცენტრიდან“ ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი ანალიზებიდან, კორონავირუსზე შვიდი პასუხი უარყოფითია. ოთხი პაციენტის კვლევის შედეგს კი ელოდებიან. დღემდე „ცხელების ცენტრმა“ 140 პაციენტი მიიღო.

COVID-19: ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ 4 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან

„მივიღეთ შვიდი ანალიზის პაუხი, ყველა მათგანი უარყოფითია, კიდევ ველოდებით ოთხს, რომელიც არ მოსულა. დღის განმავლობაში კიდევ ავიღებთ ნიმუშებს, რომელიც გადაიგზავნება, ამ ეტაპზე ზუსტად არ ვიცით რამდენს გადავაგზავნით“, – ამბობს კლინიკის დირექტორი, გიორგი ბარძიმაძე.

მისი თქმით, კლინიკაში ამ დროისთვის 14 პაციენტი იმყოფება.

კლინიკა „იმედი“ „ცხელების ცენტრად“ აპრილში გადაკეთდა. დღეის მონაცემებით კლინკამ 140 ცხელებიანი პაციენტი მიიღო, აქედან ოთხს covid-19 დაუდასტურდა.

ოთხივე მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში საკარანტინო ზონებიდან შეიყვანეს, მათ შეხება ადგილობრივებთან არ ჰქონიათ.

11 მაისის მონაცემებით, პაციენტები არ ჰყავთ ბორჯომის და აბასთუმნის „ცხელების ცენტრებს“.

სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 16 აპრილს დაფიქსირდა.

ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 638 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 10 პაციენტი გარდაიცვალა, 317 გამოჯანმრთელდა.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

28.05.2020 მერის წარმომადგენლები მიწის წარმომავლობასთან დაკავშირებულ ცნობებს აღარ გასცემენ

28.05.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

27.05.2020 საპატრიარქო ბორჯომში 3 ჰექტრამდე ტყის დაკანონებას ითხოვს

27.05.2020 ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობისთვის დონორი ჯერ ვერ მოიძებნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ 10 პაციენტის ანალიზის პასუხი ცნობილია
ახალციხის  ‘ცხელების ცენტრში’ კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა
ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ მყოფ 6 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა
ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა
ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ ერთ პირს  კორონავირუსი დაუდასტურდა
ახალციხის 'ცხელების ცენტრში' ცხრა ანალიზის პასუხს ელოდებიან
ახალციხის 'ცხელების ცენტრში' კორონავირუსზე სამი პაციენტის ანალიზის პასუხი ცნობილია