FM97.5 / LIVE

ბორჯომის ბაზარი გახსნიდან პირველ დღეს [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.05.2020
დღეს, 10 მაისს, ბორჯომის აგრარული ბაზრის გარკვეული, მხოლოდ სურსათის სექცია გაიხსნა. როგორც ბაზრის დირექცია ამბობს, მოვაჭრეები ითვალისწინებენ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც სეს–მა გასცა.

ბორჯომის ბაზარი გახსნიდან პირველ დღეს [ფოტო]

ბორჯომის ბაზარში გახსნიდან პირველ დღეს ხალხმრავლობა არ შეინიშნებოდა. მოვაჭრეები ეჭვობენ, რომ მოსახლეობას შესაძლოა დაწესებულების გახსნის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა: „ერთი თვეა დაკეტილები ვიყავით ხალხმა არ იცის, რომ გავიხსენით. დილიდან არვინ მოსულა, ნაკლებად დადის ხალხი. პირველი დღეა დღეს და ვნახოთ. ვიცავთ ყველა რეკომენდაციებს. ხელთათმანი, პირბადე, ხალათი, ეს ყველაფერი ჩვენ შევიძინეთ“,– გვითხრა მოვაჭრე ჟუჟუნა გურიელმა.

ბაზარში დილიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგელნები იმყოფებოდნენ. მათი თქმით, ბაზარმა მითითებული რეკომენდაციები შეასრულა და შესაბამისად, მუშაობა განახლა.

„რა რეკომენდაციებიც გავეცით, ბორჯომის ბაზარმა ყველა რეკომენდაცია შეასრულა და ამის გათვალისწინებით აღუდგათ მუშაობის პროცესი. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვატრებთ მონიტორინგს, რომ ყველა რეკომენდაცია იყოს დაცული და შესრულებული“,– გვითხრა სურსათის ეროვნული სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ლია ბექაურმა.

მისივე თქმით, სეს-ის თანამშრომლები აკონტრლობენ სურსათის შენახვის პირობებსაც.

„ბაზარში აუცილებელია ერთი შესასვლელი და ცალკე გამოსასვლელი. ვინც შემოდის, ყველას პირბადე უნდა ეკეთოს, შემოსვლამდე კონტროლდება მომხმარებლების ტემპერტურა, დგას დეზობარი კარებში. გარდა ამისა, ჩვენთან დაცულია სურსათის შენახვის პირობები, რომლებსაც ვაკონტროლებთ“,– განმარტავს ბექაურმა.

ბაზრის დირექტორი, გია მელიქიძე ამბობს, რომ ბაზრში მხოლოდ აგრარული ნაწილი გაიხსნა. ტანსაცმელის სექციები კი ისევ დაკეტილია.
ბორჯომის აგრარული ბაზარი 8 აპრილს ბორჯომის მერის მოვალების შემსრულებლის დავით ზაალიშვილის გადაწყვეტილებით დაიკეტა. მაშინ ზაალიშვლიმა თქვა, რომ მოვარეები რეკომენდაციებს არ იცავდნენ.

ბორჯომის ბაზარი გახსნიდან პირველ დღეს [ფოტო]

ბორჯომის ბაზარი გახსნიდან პირველ დღეს [ფოტო]

ბორჯომის ბაზარი გახსნიდან პირველ დღეს [ფოტო]

ბორჯომის ბაზარი გახსნიდან პირველ დღეს [ფოტო]

ბორჯომის ბაზარი გახსნიდან პირველ დღეს [ფოტო]

ბორჯომის ბაზარი გახსნიდან პირველ დღეს [ფოტო]

[ნუკა სტეფნაძე, ბორჯომი]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის აგრარული ბაზარი გაიხსნა
სამცხე-ჯავახეთში ახალქალაქის ბაზარი გაიხსნა - სეს

ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები მეორე დღეა დაკეტილია
ბორჯომში აგრარულმა ბაზარმა მუშაობა რამდენიმე დღეა  განაახლა ®

ბორჯომის ბაზარმა მუშაობა განაახლა
ახალციხის მეცხოველეობის ბაზარმა მუშაობა განაახლა
ახალციხის და ბორჯომის ბაზრები ისევ დაკეტილია