FM97.5 / LIVE

გადარჩენილები და დაკარგულები - მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.05.2020
მათი ნაწილი დაიკარგა, ნაწილი ფრონტზე გარდაიცვალა, ზოგი კი დაბრუნდა და წლებსაც გაუძლო. თუმცა რაც დრო გადის, გადარჩენილების რიცხვი იკლებს. ფაშიზმზე გამარჯვებიდან 75 წლის შემდეგ, სამცხე-ჯავახეთში მხოლოდ 16 ვეტერანია. უმრავლესობა ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ფრონტის ამბების მოყოლას ვეღარ ახერხებს.

გადარჩენილები და დაკარგულები - მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები
96 წლის ვართან გუკასიანი და 97 წლის დავით გოჩაშვილი


მეორე მსოფლიო ომის იმ ხუთ ვეტერანს შორის, რომლებიც ბრძოლის ამბებს 2020 წელსაც გაიხსენებენ, ერთ-ერთი დავით გოჩაშვილია. ახლა აწყურში ცხოვრობს. ერთი თვის წინ 97 წელი შეუსრულდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 9 მაისს ახალციხეში მოწყობილ ღონისძიებაზე რამდენიმე წელია ვერ მიდის. ბოლო იქ 2015 წელს იყო და თავისი ამბები „სამხრეთის კარიბჭესთან“ გაიხსენა.

მოჰყვა, რომ ომში სკოლის დამთვრებისთანავე წავიდა, მაშინ ოჯახში შვიდნი ცხოვრობდნენ და მათგან ხუთი ძმა გაიწვიეს. ორი უკან ვეღარ დაბრუნდა. დავითს გაუმართლა და ფრონტიდან სახლში ჩამოსვლა მოახერხა, თუმცა მანამდე ოთხი წელი იბრძოდა ყაბარდო-ბალყარეთში: „სკოლა რომ დავამთავრე ომში იმ წელს წამიყვანეს, აგვისტოში. უკრაინამდე ვიბრძოდი, მესაზღვრეც ვიყავი. ომში ბოლომდე დავრჩი. სასტიკი ომი იყო, ბრძოლაში დავიჭერი და 15 დღიანი მკურნალობის შემდეგ ისევ გამიწვიეს“.

ახალციხის სოფელ მუსხში ცხოვრობს კიდევ ერთი ვეტერანი, ნესტორ ოქრომელიძე. იგი ომში 16 წლის ასაკში გაიწვიეს, სახლში ექვსი წლის შედეგ დაბრუნდა. ახლა შვილები უვლიან: „ორი წელზე მეტი აეროდრომის მშენებლობაზე იმსახურა, მერე მოქმედ არმიაში ჩაწერეს და პირდაპირ ფრონტზე წაიყვანეს. გერმანიაში შესვლის დროს გამოაცხადეს, რომ გერმანია აღებული იყო. იმის შემდეგ კიდევ სამი წელი იმსახურა“, - ამბობს ნესტორ ოქრომელიძის შვილი ვანო ოქრომელიძე.

მამამის ნაამბობიდან ახსოვს, რომ ნესტორთან ერთად ომში მისი მეგობარიც წაიყვანეს: „რთული იყოო, როგორც ამბობს, მაგისი ძმაკაცი პირდაპირ ფრონტზე გაუშვეს და იხსენებს „შინელი“ ვესროლე, ფრონტზე წაიღე გამოგადგებაო“. ომიდან ნესტორის მეგობარიც დაბრუნდა, მაგრამ ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავს ვეღარ მოესწრო.

სამცხე-ჯავახეთში უხუცესი ვეტერანი ახალქალაქში ცხოვრობს. იგი 106 წლის სამსონ ოგანესიანია. ორი წლის წინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

გადარჩენილები და დაკარგულები - მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები

მისი ბრძოლის ამბებს ახლობლები იხსენებენ: „სამსონ ოგანესინისგან რაც მაქვს მოსმენილი არის ის, რომ უკარინაში იბრძოდა. მოგვიყვა, რომ მის საპატივცემულოდ იქ არსებულ ერთ-ერთ სოფელს სამსონოვკა დაარქვეს. ამისი ოფიციალური დოკუმენტი არ მინახავს, მაგრამ თვითონ აქვს გაზეთები შენახული. ვიცი, რომ ხიდის აფეთქებაც მოუწია, რის შემდეგაც ჯილდო მიიღო“, - ამბობს ახალქალაქის მერიის წარმომადგენელი კლიმენტი ჩტჩიანი.

2019 წელს, ახალციხეში მეორე მსოფლიო ომის რვა ვეტერანი იყო, ერთი წლის შემდეგ მათი რიცხვი ხუთია. 2019 წლის 9 მაისს, გამთენიას გარდაიცვალა ვეტერანი ალექსანდრე პეტრიაშვილი. ის 1942 წელს, 17 წლის ასაკში წაიყვანეს ომში, სამი თვის შემდეგ ფრონტზე მოხვდა. გადაურჩა დაბომბვას, თუმცა შარშან გადარჩენილების რიცხვს გამოაკლდა.

ვიდეო არქივი

იყვნენ ისინიც, ვინც მეორე მსოფლიო ომიდან ვეღარ დაბრუნდა, სახლში კი ცოლი და შვილი დატოვა. ადიგენის სოფელ უდეში მცხოვრები შუშანა თათოშვილი 19 წლისა იყო როცა სტეფანე სტანჩიკოვზე დაქორწინდა. ქმართან ერთად მხოლოდ სამი წელი იცხოვრა. 1941 წელს სტეფანე სტანჩიკოვი მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს, იქიდან კი ვეღარ დაბრუნდა. შუშანა აღარ გათხოვილა. ორი შვილი ქმრის გარეშე გაზარდა, მათგან ერთის, გოგონას დაბადებას ომის მონაწილე სტეფანე სტანჩიკოვი არც დასწრებია.



მათ, ვინც წავიდა და უკან დაბრუნდა, ძალიან გაუმართლა. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ვერც დაბრუნდნენ და ვერც საკუთარ ოჯახს მიაწვდინეს ხმა. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის მონაწილის, არლელი ავგუსტ კაჭკაჭაშვილის შესახებ ოჯახმა 75 წლის განმავლობაში არაფერი იცოდა. "უგზო–უკვლოდ დაკარგული" ჯარისკაცის საფლავი და პირადი მონაცემები 2019 წელს გერმანიაში ოპოვნეს.

ავგუსტ, იგივე აგვისტინე კაჭკაჭაშვილი მეორე მსოფლიო ომში ადიგენის სოფელ არლიდან 1941 წელს გაიწვიეს. მაშინ 31 წლის იყო. სახლში მეუღლე, მარო და რამდენიმე თვის ვაჟი დატოვა. უკან არ დაბრუნებულა. ოჯახს არც გარდაცვალების ცნობა მიუღია და არც მისი გადარჩენის დასტური. ომში წასვლიდან ერთი წლის შემდეგ, 1942 წლის 10 მაისს აგვისტინე ქერჩში ტყვედ ჩავარდა. 18–თვიანი ტყვეობა შტალაგის 8f (318) ბანაკში გაატარა, 1943 წლის 7 ოქტომბერს კი გარდაიცვალა. ოფიციალური დიაგნოზი ტუბერკულიოზია. ომის დასრულების შემდეგ, ქმრის დაბრუნებას მაროც ელოდა. როგორც არლელი მეზობლები ამბობენ, მას "ფრონტიდან მხოლოდ 2–3 წერილი მიუღია, მერე მიმოწერა შეწყდა".

გადარჩენილები და დაკარგულები - მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები

ომმა მაროს ქმარიც წაართვა და ექვსი თვის ვაჟიც. აგვისტინეს კიდევ ერთი დისშვილი მირიან აფრიამაშვილი დედისგან მონაყოლს იხსენებს: "მაშინ ომი იყო, სოფელში შიმშილობა ჩამოვარდა. ბიძაჩემი აგვისტინე უკვე ომში ყოფილა წასული. მაროსთვის, მისი ცოლისთვის კი მამამისს მდინარიდან ნახევარი ტომარა თევზი ამოუტანია, საჭმელად. თევზს "საყმაწვილო" მოჰყვა და ექვსი თვის ბავშვი გარდაიცვალა".

აგვისტინე ომიდან აღარ დაბრუნდა, მარო მეზობელ სოფელში, უდეში გათხოვდა, მაგრამ შვილი არ შეეძინა. ისე გარდაიცვალა, რომ პირველი ქმრის შესახებ არაფერი გაუგია.

ფაშიზმზე გამარჯვებიდან 75 წელი გავიდა. პანდემიის გამო, სამცხე-ჯავახეთში თარიღი ოფიციალურად არ აღინიშნება. თვითმმართველობები კი რეგიონში მცხოვრებ 16 გადარჩენილ მეომარს ტრადიციულად დაასაჩუქრებს.

[თაკო ფეიქრიშვილი]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მეორე მსოფლიო ომში დაკარგული არლელი ჯარისკაცის საფლავი იპოვეს
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ალექსანდრე პეტრიაშვილი გარდაიცვალა
'კარგად ვარ, არ იჯავროთ' - წინუბნელი სოზან გოგოლაძის მამის წერილები ფრონტიდან
ფაშიზმზე გამარჯვების დღე ბორჯომში
ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავი აღნიშნეს
ახალციხეში 9 მაისი აღნიშნეს
ადიგენში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 ვეტერანს მიულოცეს