FM97.5 / LIVE

დაპირისპირება ახალქალაქში – ერთი ახალგაზრდა საავადმყოფოშია გადაყვანილი

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.05.2020
ახალქალაქში დეპუტატ ენზელ მკოიანის ბენზინგასამართ სადგურთან დღეს, 8 მაისს, საღამოს ჩხუბი მოხდა. ადგილობრივების განცხადებით, მკოიანებთან დაახლოებული პირი და მისი მეგობრები სოფელ ხოსპიოში მცხოვრებ ახალგაზრდებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება ახალქალაქში – ერთი ახალგაზრდა საავადმყოფოშია გადაყვანილი

საქმე ნასესხებ ფულს ეხებოდა: „ამ ბიჭებს მკოიანების ვალი ჰქონდათ და ამაზე დაიწყო საუბარი. ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, საავადმყოფოშიც მოხვდნენ. მგონი ლაპარაკი სულ 20 ლარზე იყო“, - ამბობენ ადგილობრივები.

ახალქალაქის საავადმყოფოში ამბობენ, რომ მათთან დღეს ერთი პირი შეიყვანეს, რომელიც ამბობს, რომ საკუთარ ეზოში წაიქცა.

„ახალგაზრდა ბიჭი მოიყვანეს საავადმყოფოში, ამბობს, რომ ეზოში თავის სახლში წაიქცა. სავარაუდოდ, სახის ძვლის მოტეხილობა აქვს. ჩაუტარდა გამოკვლევა და ჯერ პასუხი არ არის. ამის შედეგ დავადგენთ არის მოტეხილობა თუ არა“, - ამბობს ახალქალაქის საავადმყოფოს დირექტორი ალექსანდრე თოროსიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაპირისპირების ფაქტს ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს ძალადობას ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ.

"სამხრეთის კარიბჭე" ვითარების გასარკვევად ენზელ მკოიანს დაუკავშირდა, მაგრამ დეპუტატმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

დღევანდელი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე 2018 წლის 30 ოქტომბერს, ახალქალაქში მომხდარი პოლიტიკური დაპირისპირებაშიც ფიგურირებს, მაშინ გაერთიანებული ოპოზიცია "ნაციონალური მოძრაობის" შტაბბინასთან ერთმანეთს დეპუტატ ენზელ მკოიანის ახლობლები, მომხრეები და შტაბის აქტივისტები დაუპირისპირდნენ.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალქალაქი]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ჩანდურაში  დაშავებული ახალქალაქის საავადმყოფოში რჩება
ახალქალაქში სროლის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
'ენზელ მკოიანი თავს დაგვესხა და გვცემა' – ენმ–ს შტაბის უფროსი ახალქალაქში
ახალქალაქში დეპუტატ ენზელ მკოიანის სახლთან სროლა იყო [ვიდეო]
პროკურატურამ პასუხისგებაში ენზელ მკოიანის ძმა და შვილი მისცა
‘სანამ გავითიშებოდით, გვირტყამდნენ’ – ჯგუფური ჩხუბი ახალქალაქში
პარლამენტარის ძმამ და ახალქალაქის მერის წარმომადგენელმა იჩხუბეს