FM97.5 / LIVE

‘წარმოვიდგენ, რომ ჩემს წინ ბავშვები დგანან და მათ ვუყვები’- დისტანციური სწავლება ბაღებში

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.05.2020
სამცხე–ჯავახეთის ბაღებში პედაგოგებმა გაკვეთილების ჩატარების უჩვეულო ხერხს მიმართეს, პანდემიის გამო, სახლში „გამოკეტილ“ აღსაზრდელებს გაკვეთილებს წინასწარ მომზადებული აქტივობების საშუალებით უტარებენ. ვიდეოებს კი სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფში ათავსებენ.

‘წარმოვიდგენ, რომ ჩემს წინ ბავშვები დგანან და მათ ვუყვები’- დისტანციური სწავლება  ბაღებში

მაყვალა ჩირგაძე 27 წელია ვალეს N1 საბავშო ბაღში ამღზრდელად მუშაობს, ამბობს რომ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ პატარებთან მუშაობა ასეთი ფორმით, დისტანციურად მოუწევდა.

უკვე ორი თვეა აღსაზრდელებს ზღაპრებს წინასწარ ჩაწერილი ვიდეორგოლით უყვება, ამაში კი ოჯახის წევრები ეხმარებიან.

ვიდეოგაკვეთილი, რომ საინტერესო და მარავლფეროვანი გამოვიდეს, სახლში არსებულ ნივთებს იყენებს. მის მიერ მოყოლილ ზღაპრებს ყველაზე ბევრი ნახვა აქვს, აღასაზრდელებს განსაკუთრებით „კომბლე“ მოეწონათ.

„მე თვითონ მოვირგე კომბლეს როლი, ქურქიც მქონდა სახლში, მეუღლემ კომბალი გამომითალა, შევეცადე საინტერესო გამოსულიყო“, – გვიყვება მაყვალა და ამატებს, რომ ხშირად ზღაპრებს თავად იგონებს, რათა პატარებს ციფრების, ცხოველების და გეომეტრიული ფიგურების დამახსოვრება გაუადვილდეთ: „სახლში ძველი მუყაოს ქაღალდები მაქვს და იმით ვამზადებ რეკვიზიტებს“.



მაყვალას მსგავსად, ტელეფონით ჩაწერილი ვიდეოგაკვეთილებით ასწავლიან აღსაზრდელებს სხვა პედაგოგებიც.

N3 ბაგა–ბაღის სომხური ჯგუფის მასწავლებელი სუსანა აჯაფხანიანი ვიდეოგაკვეთილებს მშობლებს ყოველდღიურად უგზავნის, წარმოდგენის დადგმაში კი შვილები ეხმარებიან.

„მთელი ოჯახი ვართ ჩართული. ერთ ვიდეოში ორივე ენაზე ვსაუბრობ, ჯერ სომხურად ვიტყვი ხოლმე და მერე იგივეს ქართულად ვიმეორებ. ჩემი აღსაზრდელები 11 საათს ელოდებიან ხოლმე, ამ დროს ქვეყნდება ჩემი ვიდეო და შემდეგ აქტივობებს ასრულებენ. ჩემი უფროსი შვილი მეხმარება გადაღებაში“,- ამბობს სუსანა.

მისი თქმით აღსაზრდელების მშობლები ძალიან ეხმარებიან, სხვაგვარად არაფერი გამოუვიდოდა.

„თუ რომელიმე მშობელს მასალა არ აქვს სახლში და მისი შვილი აქტივობას ვერ ასრულებს, ზღაპარს ასწავლის, შემდეგ ისინიც წერენ ვიდეოს და მიგზავნიან. ჩემი აღსაზრდელები მაძლევენ სტიმულს, ისინი ყოველ დღე მელოდებიან. დღეს ჩავწერე ზღაპარი ჩიტსა და მელიაზე. ბაღიდან წამოღებული ინვენტარით და ჩემი ხელით შექმნილი პერსონაჟებით ვატარებ გაკვეთილს. არ მიჭირს ვიდეოების ჩაწერა, რადგან წარმოვიდგენ ხოლმე რომ ჩემს წინ ბავშვები დგანან და მათ ვუტარებ, მათ ვუყვები“, - ამბობს სუსანა.

ახალციხის მსგავსად, პატარებისთვის ვიდეოგაკვეთილები ტარდება ბორჯომშიც. ჩაწერილ ზღაპრებს და სხვადასხვა აქტივობებს კი ბორჯომის ბაღების გაერთიანების გვერდზე ტვირთავენ. ვიდეოების ნახვა ყველას შეუძლია.

ყვიბისის ბაღის მასწავლებელი, მაია შარიქაძე სასკოლო ასაკის ჯგუფში მუშაობს. მომდევნო კვირაში აღსაზრდელებს სხვადასხვა სახის ტრანსპორტზე უნდა ესაუბრობს და განსაკურებით ემზადება, მეზობლისგან სათამაშო გემი ითხოვა, ამბობს, რომ დანარჩენ რეკვიზიტებსაც ნელ-ნელა, თვითონვე შექმნის, რათა პატარებისთვის გაკვეთილი საინტერესო გამოვიდეს.

„უნდა მოვუყვე როგორ შეიქმნა გემი, თვითმფრინავი, მატარებელი და.ა.შ. განსაკუთრებით ვემზადები. ახლა რუსული თანამედროვე ზღაპარი გადმოვთარგმნე და მინდა რომ თეატრივით დავდგა, ვნახოთ რა გამოვა. 22 აპრილს ლამაზი სანახობა მოვუმზადე ბავშვებს დედამიწის დღესთან დაკავშირებით და ძალიან მოეწონათ“,-ამბობს მაია.



ფსიქოლოგი მარიამ ნარიმანაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამით გათვალისწინებული პროცესი უწყვეტად გაგრძელდა, რაც პოზიტიურად აისახება ბავშვების განვითარებზე.

„მე, როგორც მშობელი, ჩართული ვარ ამ პროცესში და შესაბამისად მაქვს ინფორმაცია, თუ როგორ და რა ფორმით მიმდინარეობს კომუნიკაცია საბავშვო ბაღის პერსონალსა და ოჯახებს შორის. ყოველდღიურად მოწოდებული ვიდეოები ეხმარება ბავშვს შეინარჩუნოს სწავლების ჩვეული რიტმი, შეასრულოს სახალისო და განმავითარებელი აქტივობები და რაც მთავარია, არ შეწყვიტოს კომუნიკაცია აღმზრდელებსა და თანტოლებთან.

საყურადღებოა, რომ მშობელი სწავლების პროცესში იყოს დამხმარე და ბავშვის ნაცვლად არ ასრულებდეს ნამუშევრებს. ეს პროცესი არის ძალიან კარგი საშუალება დროის ერთად გატარებისთვის, რაც ამცირებს პატარებში შფოთვასა და სტრესს“, - ამბობს ნარიმანაშვილი.

ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ ეპიდემიით გამოწვეული მდგომარეობის გამო ბავშვებისთვის ერთ სივრცეში, მხოლოდ სახლში ყოფნა საკმაოდ სტრესულია.

„ბავშვებისთვის სტრესულია დღის განმავლობაში მხოლოდ ერთ სივრცეში ყოფნა, ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ქალაქში, ვიდრე სოფლად, რადგან ოჯახების დიდი ნაწილი, თუ არ აქვთ ეზო, ვერ ახერხებენ ბავშვების ღია სივრცეში სუფთა ჰაერზე გაყვანას. ბავშვებისთვის სტრესულია ცვლილება რუტინაში, იგულისხმება დღის რეჟიმის ცვლილება - გაღვიძების და დაძინების დრო, აქტივობებში ჩართვა. ბევრი ოჯახი ვერ ახერხებს ბავშვს შესთავაზოს განმავითარებელი გარემო, დააინტერესოს სხვადასხვა აქტივობით, რის გამოც გაიზარდა ტელევიზორების, კომპიუტერების წინ გატარებული დრო“, - ამბობს მარიამი.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ალტერნატიული სასწავლო გეგმა განათლების სამინისტროს რეკომენდაციით შეიმუშავეს. ახალი მოდულის შექმნაში მონაწილეობა ბაღის ფსიქოლოგმა, მეთოდისტმა და ინკლუზიური დარგის სპეციალისტებმა მიიღეს.



მსგავსი მიდგომით სწავლება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გვეუბნებიან, რომ ხშირ შემთხვევაში მომზადებულ ვიდეოებს მშობლებს დახურულ ჩატებში უგზავნიან.

‘წარმოვიდგენ, რომ ჩემს წინ ბავშვები დგანან და მათ ვუყვები’- დისტანციური სწავლება  ბაღებში

[მარიამ ბარძიმაძე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

300–მდე აღსაზრდელი შესაძლოა ახალციხის ბაღებში აღარ მიიღონ
ახალქალაქის სოფლებში ბაღის აღსაზრდელებს ტრანსპორტი მოემსახურება
ტორტები და ზეიმები – რა შეიცვალა ახალციხის ბაღებში
ორ წლამდე ასაკის პატარები ბაგა-ბაღებს მიღმა დარჩნენ
ახალციხეში ბაღის გარეშე 1200 ბავშვი დარჩა
ახალციხის მეხუთე საბავშვო ბაღის მენეჯერმა სამსახური დატოვა
შემოიტყუე მსოფლიო სახლში