FM97.5 / LIVE

სუს–მა ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის და ახალციხის მერის ძმების კომპანიების მიერ მოგებული ტენდერების შესწავლა დაიწყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.05.2020
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით უწყება TI-ს კვლევაში მოყვანილ მასალას შეისწავლის, რომელიც ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის ძმის კომპანიის მოგებულ ტენდერებს და ახალციხის მერის ძმისა და რძლის კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას ეხება.

სუს–მა ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის და ახალციხის მერის ძმების კომპანიების მიერ მოგებული ტენდერების შესწავლა დაიწყო

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის მიხედვით, რომელიც დღეს რვა მაისს გამოქვეყნდა, ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის ძმისა და რძლის კომპანიამ საბიუჯეტო უწყებებისგან ტენდერების გზით, ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მიიღეს, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, მამუკა მელიქიძის ძმის კომპანიამ კი ასპინძის მერიის ტენდერებში 740 000 ლარზე მეტი.

ორგანიზაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს მოუწოდებს შეისწავლოს მაღალჩინოსნების ახლობლების კომპანიების თითოეული შესყიდვა და დაადგინოს იყო თუ არა ეს შესყიდვები მათთვის სასურველი პირობებით გამოცხადებული და ჰქონდა თუ არა ადგილი კორუფციის შესაძლო შემთხვევებს.

„სამხრეთის კარიბჭეს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, რომ მოკვლევა დაიწყეს, ასევე გამოძიება მიმდინარეობს ახალციხის მერთან დაკავშირებული კომპანიების ტენდერებთან დაკავშირებით, რომელზეც "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" კვლევა გასულ წელს გამოაქვეყნა. უწყებას გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით აქვს დაწყებული.

„გამოძიებასთან დაკავშირებით მეტს ვერაფერს გეტყვით, რაც შეეხება ახალ კვლევაში მოყვანილ საკითხებს, უწყება შეისწავლის“ – გვითხრეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

"სამხრეთის კარიბჭე" ზაზა მელიქიძესთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა იგი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, რაც შეეხება ასპინძის საკრებულოს თავმდჯომარეს, მამუკა მელიქიძე ამბობს, რომ ძმის კომპანია ტენდერებს ასპინძის გარდა სხვა მუნიციპალიტეტებშიც იგებს და მასთან კავშირი არ აქვს.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

TI: სამცხე-ჯავახეთში თანამდებობის პირების ძმების კომპანიები ტენდერებს იგებენ
სუს–მა ახალციხის მერის მრჩეველის კომპანიების მიერ მოგებული ტენდერების საქმის შესწავლა დაიწყო
‘კავშირი არ მაქვს მის კომპანიასთან’ – ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარე ძმის მიერ მოგებულ ტენდერებზე
‘წლებია ვითხოვ აუდიტის შესვლას’ – ახალციხის საკრებულოს დეპუტატი მერიის ტენდერებზე
ახალციხის მერთან დაკავშირებული ტენდერების საქმეზე, ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოძიება დაიწყო
'დავავალებ და ვიკითხავ რა ხდება ახალციხეში’ – პრემიერი ახალციხის მერზე
ახალციხის მუნიციპალიტეტში აუდიტი  შევა