FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში კარანტინში მყოფი პირების მასობრივი PCR ტესტირება 11 მაისიდან დაიწყება

მთავარისიახლე, კორონავირუსი 08.05.2020
სამცხე–ჯავახეთის ექვს საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ მოქალაქეებს კარანტინის ვადის დასრულებამდე, მე–13 დღეს, კორონავირუსზე სავალდებულო ტესტირებას, სპეციალურად გადამზადებული მედპერსონალი ჩაუტრებს.

სამცხე–ჯავახეთში კარანტინში მყოფი პირების მასობრივი PCR ტესტირება 11 მაისიდან დაიწყება

როგორც, ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განგვიცხადეს, მოქალაქეებს COVID-19-ზე ანალიზს ადგილზე, საკარანტინო სივრცეში აუღებენ და ბიოლოგიურ მასალას ლაბორატორიაში გადააგზავნიან.

„საკარანტინო სივრცეში გადამზადებული პერსონალია, ისინი აიღებენ ნაცხის და სისხლის ანალიზს კარანტინში მყოფი მოქალაქეებისგან, ეპიდემიოლოგები კი მასალას წაიღებენ ლაბორატორიებში. სადაც გაკეთდება ტესტი“, – გვითხრეს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.

ამ დრომდე საკარანტინო ზონებში, საქართველოს მასშტაბით, მასობრივი ტესტირება არ ჩატარებულა. კორონავირუსზე ამოწმებდნენ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდათ.

ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ფატი ხაბულიანი ამბობს, პრევენციის მიზნით, ახალციხის საკარანტინო ზონაში კორონავირუსზე აქამდეც ყველას ამოწმებდნენ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 11 მაისიდან კარანტინში მყოფი პირების სავალდებულო PCR ტესტირება იწყება. ეს გადაწყვეტილება სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო, რაც გაირკვა, რომ საკარანტინო სივრცეებში მოთავსებული პირების დიდ ნაწილს, ვირუსი სწორედ მეცამეტე–მეთოთხმეტე დღეს დაუფიქსირდათ.

სამცხე–ჯავახეთში ამ დროისთვის ექვს საკარანტინო ზონაში მყოფი პირების კოვიდინფიცირების ხუთი შემთხვევაა დაფიქსირებული.

ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით, სავალდებულო ორკვირიან კარანტინში 398 მოქალაქე იმყოფება. აქედან ოთხი ახალციხის საკარანტინო ზონაში სასტუმრო „გრანდ პალასში“ რჩება, ხოლო 394 პირი ბაკურიანში არსებულ ხუთ სასტუმროშია გადანაწილებული.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.09.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

27.09.2020 სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა

26.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ 6 წლის ბავშვს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა

26.09.2020 ახალციხეში ავარიის შედეგად დაშავებული მძღოლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

11 მაისიდან კარანტინში მყოფი პირების სავალდებულო PCR ტესტირება იწყება

სამცხე–ჯავახეთში კარანტინში მყოფი პირების რაოდენობა 353–მდე გაიზარდა
სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების რაოდენობა შემცირდა
სამცხე–ჯავახეთში კარანტინში მყოფი პირების რაოდენობა გაიზარდა
სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში 352 მოქალაქე იმყოფება
სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში 447 მოქალაქე იმყოფება
სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა 11–ით გაიზარდა