FM97.5 / LIVE

‘კავშირი არ მაქვს მის კომპანიასთან’ – ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარე ძმის მიერ მოგებულ ტენდერებზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.05.2020
ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე განმარტავს, რომ მისი ძმის კომპანიის საქმიანობასთან კავშირი არ აქვს, ტენდერები კი ყველა წესის დაცვით ტარდება. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარის ძმის მიერ მოგებული ტენდერების საქმე დეტალურადაა შესასწავლი, მათი თქმით იყო შემთხვევები, როცა თავმჯდომარის ძმის კომპანიამ სამუშაოები ხარვეზებით შეასრულა.

‘კავშირი არ მაქვს მის კომპანიასთან’ – ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარე ძმის მიერ მოგებულ ტენდერებზე

ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარე, მამუკა მელიქიძე "სამხრეთის კარიბჭესთან" ამბობს, რომ წლების წინ, ძმის კომპანიის ფინანსური დირექტორი იყო, თუმცა ახლა მასთან კავშირი აღარ აქვს.

„ტენდერები ტარდება ელექტრონულად, ყველა წესის დაცვით და მე არანაირი კავშირი მაქვს ამასთან, ჩემ ძმას უკვე წლებია ეს კომპანია აქვს და არაერთი მუნიციპალიტეტის ტენდერებში მონაწილეობს, ეს შეგიძლიათ გადაამოწმოთ, მე არანაირი კავშირი მაქვს ჩემი ძმის კომპანიასთან და არც სატენდერო კომისიასთან, ასე რომ გამორიცხულია ჩემი რაიმენაირი კავშირი მის მოგებულ ტენდერებთან“, – განაცხადა მამუკა მელიქიძემ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ასპინძის მუნიციპალიტეტში არ გამორიცხავენ საკრებულოს თავმჯდომარის კავშირს მისი ძმის მოგებულ ტენდერებში.

ასპინძის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნაციონალური მოძრაობიდან, მალხაზ მოსიძე იმ შემთხვევებსაც იხსენებს, როცა მელიქიძის ძმის კომპანიის მიერ შესრულებულ სამუშაოს ხარვეზი აღმოაჩნდა.

„იყო შემთხვევები, როცა დეფექტიანად შეასრულა მისმა კომპანიამ სამუშაო, ეს იყო ერთ–ერთი ამბულატორიის მშენებლობა, თუმცა შემდეგ ჩვენი და სხვა ადგილობრივების ჩარევის შემდეგ, ეს ხარვეზი გამოასწორეს, ასევე იყო შემთხვევა როცა კომპანიას გადაუვადდა სამუშაოს შესრულების ვადა რამდენჯერმე, თუმცა ამაზე ზუსტად ვერ გეტყვით რის გამო. თვითონ ფაქტი რომ საკრებულოს თავმჯდომარე იგებს ტენდერებს, რა თქმა უნდა საყურადღებოა“, – ამბობს მალხაზ მოსიძე.

საკრებულოს თავმჯდომარის კავშირს მისი ძმის კომპანიის მოგებულ ტენდერებში არ გამორიცხავს ასპინძის საკრებულოს დეპუტატი "ევროპული საქართველოდან", ფრიდონ ლონდარიძე. მისი თქმით, ამის დასადგენად საფუძვლიანი კვლევაა საჭირო.

„მისი ძმა ადრეც რომ ფლობდა კომპანიას. თუმცა გადაჭრით იმის თქმა, უკავშირდება თუ არა მისი ძმის მოგებული ტენდერები მის საკრებულოს თავმჯდომარეობას, ალბათ კი, რადგან მთელ ქვეყანაში ასე ხდება. თუმცა მამუკას ძმის კომპანიის შემთხვევაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმე მოწინააღმდეგე გამოსულიყო და ეთქვა რომ იმის გამო დაჩაგრეს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის ძმას უნდა გაემარჯვა, ამიტომ გადაჭრით იმის თქმა, აგებინებდნენ თუ არა ტენდერებს, რთულია“, – გვითხრა ფრიდონ ლონდარიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის მიხედვით, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, მამუკა მელიქიძის ძმის კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებში აქტიურად მონაწილეობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მელიქიძე საკრებულოში შევიდა.

კვლევის მიხედვით 2014–2020 წლებში სს „XXI საუკუნემ“ სამ მილიონ ლარზე მეტის ტენდერი მოიგო, მანამდე 2011-2014 წლებში კომპანიას მხოლოდ ორი ტენდერი 218 920 ლარის ღირებულების ჰქონდა მოგებული.

[რობი ზარიძე, ასპინძა]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სუს–მა ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის და ახალციხის მერის ძმების კომპანიების მიერ მოგებული ტენდერების შესწავლა დაიწყო
TI: სამცხე-ჯავახეთში თანამდებობის პირების ძმების კომპანიები ტენდერებს იგებენ
‘წლებია ვითხოვ აუდიტის შესვლას’ – ახალციხის საკრებულოს დეპუტატი მერიის ტენდერებზე
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ მამუკა მელიქიძე აირჩიეს



ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილე აირჩიეს
ვინ არის ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე
‘რას ეტყვით ახალციხელებს, რომლებიც მისმა მერმა ‘გაყვლიფა’ –  გოგიჩაიშვილი პრემიერს [ვიდეო]