FM97.5 / LIVE

რას მოიცავს ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმა

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.05.2020
ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიებს, სასტუმროებსა და სარესტორნე ბიზნესს მთავრობა დაეხმარება - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

რას მოიცავს ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმა

მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურიზმის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიები 2020 წელს ქონების გადასახადისგან თავისუფლდებიან და ამასთან, საშემოსავლო გადასახადი წლის ბოლომდე გადაუვადდებათ.

„ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია. კომპანიებს საბრუნავ საშუალებებს გამოვუთავისუფლებთ, რომ დასაქმებულები შეინარჩუნონ. ასევე საშემოსავლო გადასახადი, რომელიც აქამდე პირველ ნოემბრამდე იყო გადავადებული, გადავადდება 2020 წლის ბოლომდე და აქაც იგივე პრობლემას ვპასუხობთ“.

მისივე თქმით, ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო, საბანკო სესხის პროცენტის 80%-ს, სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე სახელმწიფო დაუსუბსიდირებს. ეს პროგრამა 6 თვეს გაგრძელდება.

„ეს არის სასტუმროების უდიდესი უმრავლესობა, პრაქტიკულად, სასტუმრო ინდუსტრიის 95%-ზე მეტი ობიექტი. ასევე, დავეხმარებით და დავუსუბსიდირებთ ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობას, რაც სულ მალე გახდება აქტუალური და ჩვენს ტურისტულ ობიექტებს დაეხმარება, რომ საქართველოს ახალი ტურისტული იმიჯი გაიტანონ მსოფლიო ბაზარზე. ასევე, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, დავეხმარებით, მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვაში, რაშიც ერთი ნაბიჯით ვუსწრებთ ბევრ სხვა ქვეყანას,“ - განაცხადა თურნავამ.

მთავრობა 90%-ს თანაუზრუნველყოფას გაუკეთებს სარესტორნე ბიზნესს ახალი სესხების მოზიდვის დროს.

„ტურისტული ბიზნესის საკმაოდ დიდი სეგმენტი, სარესტორნე ბიზნესი, ალბათ, ყველაზე სწრაფად აღდგება, რადგან ჩვენი კულინარული ტრადიცია ძალიან ძლიერია და შიდა ტურიზმიც გარკვეული მოცულობით დატვირთავს ამ ობიექტებს და შემდგომ უკვე საერთაშორისო ტურიზმი. გარდა საერთო შეღავათებისა, რაც შეეხება ქონების გადასახადისგან გათავისუფლებას და საშემოსავლო გადასახადის გადავადებას წლის ბოლომდე, ჩვენ ვთავაზობთ კონკრეტულ დამატებით დახმარებას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ეს ობიექტები ჩაერთვებიან საკრედიტო საგარანტიო სქემაში, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო 30%-ის თანაუზრუნველყოფაში დაუდგება ამ ობიექტებს გვერდში საბანკო, არსებული სესხების რესტრუქტურიზაციის დროს. ხოლო ახალი სესხების მოზიდვის დროს 90%-ს თანაუზრუნველყოფას ჩვენ ავიღებთ ჩვენს თავზე. ეს იძლევა საშუალებას იმისას, რომ საბრუნავი საშუალებები მოიზიდონ, გაისტუმრონ ძველი ვალდებულებები, ხელფასები და მოემზადონ ახალი ვალდებულებებისთვის ახალი, უსაფრთხო წესებით“, - განაცხადა თურნავამ.

მთავრობის მიერ შემუშვებული გეგმა, ტურიზმის გახსნის შესახებ, რამდენიმე საკითხს მოიცავს.

• 2020 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლება;
• საშემოსავლო გადასახადის გადავადება 2020 წლის ბოლომდე;
• საბანკო გარანტიის პროცენტის სუბსიდირება 6 თვით (IATA, GSA;
• ტურისტულ გამოფენებზე თანამონაწილეობის თანხის სუბსიდირება;
• UNWTO რეკომენდაციების დანერგვის და განხორციელების ხელშეწყობა;
• გიდების გადამზადების პროგრამა;
• გიდების მხარდაჭერა — უფასო ვიზიტები მუზეუმებში, დაცულ ტერიტორიებზე და ა.შ.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, მთლიანობაში მესამე ეტაპის ანტიკრიზისული გეგმა ტურიზმისთვის მოითხოვს 200 მილიონ ლარიან ბიუჯეტს, ყველაზე დიდი თანხა კი საგადასახადო შეღავათებისთვის არის გამოყოფილი.

„ყველაზე მეტად წონადი ამ ბიუჯეტში არის საგადასახადო შეღავათები, რომელიც ჯამში ქონების გადასახადის და საშემოსავლო გადასახადის გადავადება 135 მილიონ ლარს იწონის. რა თქმა უნდა, სერიოზული რესურსი სულ მცირე 60 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული სასტუმროების სესხების სუბსიდირებისთვის და ჩვენ ვვარაუდობთ რომ სულ მცირე 3 000 კომპანია ისარგებლებს ამ დახმარებით და ტურისტული კომპანიებისთვის და გიდებისთვის მხარდაჭერის პაკეტი არის 5 მილიონი ლარი,“- განაცხადა ნათია თურნავამ.

[თაკო ფეიქრიშვილი]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

2020 წელს ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან – გახარია
ტურიზმთან დაკავშირებულ კომპანიებს მომდევნო ოთხი თვის ქონებისა და  საშემოსავლო გადასახადები ნოემბრამდე გადაუვადდებათ
საბანკო სესხები კიდევ სამი თვით გადავადდება
მზადდება ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმა – ეკონომიკის მინისტრი
ვინ და რამდენი ლარით გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან
1 აპრილს საშემოსავლოს გადახდის ვადა იწურება
აბასთუმანი და ბორჯომი კოვიდისგან უსაფრთხო ზონებად მოიაზრება