FM97.5 / LIVE

რელიგიისა და რწმენის თავისუფლება საქართველოში - TDI კვლევა

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.05.2020
რელიგიური უმცირესობების დევნა, ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა, რელიგიური წესის აღსრულებისთვის უკანონოდ ხელის შეშლა, საჯარო სკოლებში აღმსარებლობის ნიშნით დისკრიმინაცია. რელიგიური გაერთიანებების დაფინანსება და მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მინიჭებული პრივილეგიები - ეს და სხვა მსგავსი საკითხები „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ კვლევაშია მოცემული.

რელიგიისა და რწმენის თავისუფლება საქართველოში - TDI კვლევა

TDI-ის კვლევა 2010-2019 წლებში საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საკითხებს შეეხება.

„სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცული რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთგამიჯვნის პრინციპი ხშირად ირღვევა საქართველოს საპატრიარქოსთვის ფინანსური, სამართლებრივი და სოციალური პრივილეგიების მინიჭებისა და სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ დიფერენცირებული მოპყრობის გამო“, - წერია კვლევაში.

მათივე ინფორმაციით, 2002 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, საქართველოს საპატრიარქომ ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში დაახლოებით 276,5 მილიონი ლარი მიიღო. გარდა ამისა, თვითმმართველობები და ქალაქები საპატრიარქოს ყოველწლიურად, დაახლოებით ოთხიდან ხუთ მილიონამდე ლარს გადასცემენ, მატერიალური სახით.

საქართველოს საპატრიარქო სახელმწიფოსგან იღებს ასევე უძრავ ქონებას – მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებს.

TDI-სა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებზე დაყრდნობით, დღემდე სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონება 64 კვ. კმ–მდე ფართობს მოიცავს.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსი გადასახადისგან, რიგ შემთხვევებში, ათავისუფლებს მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს, აყენებს მას პრივილეგირებულ მდგომარეობაში, მაშინ როდესაც მსგავსი შეღავათებით სხვა რელიგიურ ორგანიზაციები ვერ სარგებლობენ“.

კვლევაში ნათქვამია, რომ დისკრიმინაციას და დევნის პრობლემა, იაჰოვას მოწმეების შემდეგ, ბოლო პერიოდში აქტიურად შეეხო მუსლიმ თემსაც.
„2012-დან 2016 წლის ჩათვლით, საქართველოს სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მცხოვრები მუსლიმების წინააღმდეგ რელიგიური ნიშნით ძალადობის და უფლებების დარღვევის რვა მასშტაბური შემთხვევა გამოვლინდა. აქედან შვიდ შემთხვევაში პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია, ზოგ საქმეზე კი გამოძიება ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება. მუსლიმების წინააღმდეგ მართლმადიდებელი ქრისტიანების და/ან ხელისუფლების დაპირისპირების ძირითად მიზეზად იქცა ლოცვა, საკულტო ნაგებობის, რელიგიური სასწავლებლის ფუნქციონირება თუ სხვა ფორმით რელიგიური იდენტობის საჯარო სივრცეში გამოხატვა“, - ნათქვამია კვლევაში.

დოკუმენტში შესულია ბოლო წლებში ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში, მოხესა და ადიგენში რელიგიური ნიშნით მომხდარი დაპირისპირებები. ასევე რელიგიური გაერთიანებების საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები, კერძოდ კი სადავო სალოცავები.

„XX საუკუნეში, საბჭოთა კავშირის პერიოდში, რელიგიურ გაერთიანებებს ჩამოერთვათ რელიგიური დანიშნულების ნაგებობები და ყველა ტიპის ქონება. 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეძლო ქონების რესტიტუცია. ეკლესიას, მისი საკუთრების გარდა, გადაეცა სხვა რელიგიური გაერთიანებების ისტორიული ქონებაც, რომლებითაც დღემდე სარგებლობს და უარს აცხადებს მათ დაბრუნებაზე. სხვა კონფესიებს კი ჩამორთმეული ქონების დიდი ნაწილი არ დაუბრუნდა. ჩამორთმეული ქონების დაბრუნების საკითხი ყველაზე მწვავედ სომეხთა სამოციქულო, კათოლიკე, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიების, მუსლიმი და იუდეური თემების წინაშე დგას“.

ასევე კვლევაში საუბარია საჯარო სკოლებში, რელიგიური ნიშნით დაფიქსირებულ დისკრიმინაციაზეც. ერთ-ერთ მაგალითად კი ადიგენის სოფელ მოხეში მომხდარი ფაქტია მოყვანილი: „2016-2017 წლებში ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში გამოვლინდა მუსლიმი მოსწავლის დისკრიმინაციისა და უფლებების დარღვევის სავარაუდო ფაქტი, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადეკვატური შეფასება არ მოჰყოლია. სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა ინსპექტირების დასკვნით, ფაქტობრივად, გაამართლა სკოლის ადმინისტრაციის მიერ მუსლიმი მოსწავლისთვის თავსაბურავის (ჰიჯაბი) ტარების აკრძალვის მცდელობა“.

სრული კვლევა - რელიგიისა და რწმენის თავისუფლება საქართველოში

[თაკო ფეიქრიშვილი]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

25 მილიონი ეკლესიისთვის ძალიან ცოტაა – ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი
EMC და TDI რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებას კვლევას იწყებენ
EMC: მოხეს კონფლიქტი მუსლიმი თემის დისკრიმინაციის სისტემურობაზე მიუთითებს
8 რელიგიური ორგანიზაცია  საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივის
მხოლოდ საპატრიარქოსთვის საგადასახადო შეღავათის დაწესება სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო
მოხის კომისიის საქმიანობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში
EMC–ის სამართლებრივი შეფასება მოხის კომისიის გადაწყვეტილებაზე