FM97.5 / LIVE

ვინ შედიან არარეგისტრირებული თვითდასაქმებულების სიაში

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.05.2020
მოვაჭრე, ძიძა, ხელოსანი, დამლაგებელი, მძღოლი, რომელსაც მგზავრები დასახლებული პუნქტიდან მუნიციპალიტეტის ცენტრში გადაჰყავს; პირი, რომელიც ამზადებდა სუვენირებს და აბარებდა სუვენირების მაღაზიას, სახელმწიფოსგან კომპენსაციას მიიღებენ გარკვეული საბუთების წარდგენის შემთხვევაში.

ვინ შედიან არარეგისტრირებული თვითდასაქმებულების სიაში

იმ პირებმა, რომლებიც არარეგისტრირებული თვითდასაქმებულების კატეგორიაში შედიან, სპეციალური დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში შესაძლოა სახელმწიფო კომპენსაცია მიიღონ.

ასეთ კატეგორიას მიეკუთვნებიან:

• ბაზრობის დახლზე მოვაჭრე პირი, რომელიც არ არის რეგისტრირებული მეწარმედ და რომლის შესახებაც ბაზრობის ორგანიზატორს ინფორმაცია არ აქვს წარდგენილი შემოსავლების სამსახურში - აღნიშნულმა პირმა ეკონომიკური აქტივობის/შემოსავლის წყაროს დასადასტურებლად უნდა წარადგინოს ბაზრობის ორგანიზატორის მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ აღნიშნული პირი 2020 წლის პირველ კვარტალში ვაჭრობდა მისი ბაზრობის ტერიტორიაზე და იხდიდა შესაბამის ქირას/იჯარას;

• პირი, რომელსაც დასახლებული პუნქტიდან მუნიციპალიტეტის ცენტრში ან დასახლებულ პუნქტებს შორის გადაყავდა მგზავრები და არ წარმოადგენს კომპანიის თანამშრომელს - უნდა წარადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტი შესაბამისი მუნიციპალიტეტიდან;

• პირი, რომელსაც დასახლებული პუნქტებიდან ბავშვები დაყავდა საჯარო სკოლაში და არ წარმოადგენს კომპანიის თანამშრომელს - უნდა წარადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტი შესაბამისი მუნიციპალიტეტიდან;

• პირი, რომელიც ახორციელებს მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანას და არ წარმოადგენს კომპანიის თანამშრომელს - უნდა წარადგინოს ავტოსადგურის ორგანიზატორისგან შესაბამისი ცნობა და მომსახურების გაწევის ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტი (საბანკო ტრანზაქცია ან სალარო აპარატის ჩეკი);

• პირი, რომელიც დღიურად აქირავებს კუთვნილ საცხოვრებელ ფართებს ბინების გაქირავების ელექტრონული პორტალების მეშვეობით (Airbnb.com, booking.com და სხვა) - უნდა წარადგინოს საბანკო ამონაწერი, სადაც გამოჩნდება შესაბამისი კომპანიიდან მიღებული შემოსავალი);

• პირი, რომელიც ამზადებდა სუვენირებს და აბარებდა სუვენირების მაღაზიას, ან პირი რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქტს აბარებდა საცხობს/რესტორანს - უნდა წარადგინოს შესაბამისი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი (შესყიდვის აქტი, მიღება ჩაბარების აქტი);

• პირი, რომელიც მუშაობს ძიძად, ხელოსნად, დამლაგებლად ან სხვა მსგავსი ტიპს სამუშაოზე - კომპენსაციას მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ წარადგენს გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული სერვისის მიმწოდებელი/საშუამავლო კომპანიიდან ცნობას, ვისი მეშვეობითაც 2020 წლის 1 აპრილამდე მოხდა მისი დამსაქმებელთან დაკავშირება;

• ნებისმიერი სხვა პირი, რომელსაც 2020 წლის პირველ კვარტალში უფიქსირდება ეკონომიკური აქტივობა ან/და ჰქონდა შემოსავალი და შეძლებს ამ შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენას (მათ შორის საბანკო ამონაწერის მეშვეობით); ზემოაღნიშნული 3 კატეგორიის კომპენსაციიდან/შეღავათიდან პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთით.


[თაკო ფეიქრიშვილი]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რა დოკუმენტები სჭირდებათ თვითდასაქმებულებს კომპენსაციის მისაღებად
თვითდასაქმებულები კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ
როგორ მიიღებენ თვითდასაქმებულები ერთჯერად დახმარებას – ფინანსთა სამინისტროს განმარტება
ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში მყოფი პირი თუ პანდემიისგან დაზარალა კომპენსაციას მიიღებს
იწყება რეგისტრაცია ექსტერნის გამოცდებისთვის
ატესტატების გაცემა დაიწყო
დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლება