FM97.5 / LIVE

25 მილიონი ეკლესიისთვის ძალიან ცოტაა – ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.05.2020
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის თქმით, 25 მილიონი, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს, ძალიან ცოტაა. ამბობს, რომ მის ეპარქიას სასწავლო ცენტრისთვის 500 000 ლარი აქვს და მაინც "ვალებში იხრჩობა".

25 მილიონი ეკლესიისთვის ძალიან ცოტაა – ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი

"ჩვენ გვაქვს ეს თანხა საქართველოს სახელმწიფო რასაც გვიხდის, ესაა კონსტიტუციური შეთანხმების ამოქმედება, ოღონდ 25 მილიონი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ძალიან ცოტაა, მე მაქვს 500 ათასი ლარი ეპარქიაში სასწავლო ცენტრისთვის და მინდა გითხრათ, რომ ვიხრჩობით ვალებში", – განაცხადა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში მიტოპოლიტმა ნიკოლოზმა.

ნიკოლოზმა ასევე ისაუბრა ავტომობილზე, რომელიც მას 2006 წელს აჩუქეს.

“ჩემი ავტომობილის საბაზო ღირებულება იყო 42 000 დოლარი და ერთმა პატიოსანმა ადამიანმა, რომელიც დღეს აღარ არის ცოცხალი, რომ ნახა რა მანქანით დავდიოდი ჯავახეთში, ძველით, შევეცოდე და შემომწირა. მინდა გითხრათ, რომ ეს მანქანა 2006 წლიდან დღემდე აბსოლუტურად გავცვითე, ისეთ ადგილებში დავდივარ ჯავახეთში”.

იგი ამ სიტყვებით ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის კვლევას გამოეხმაურა.

ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცული რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთგამიჯვნის პრინციპი ხშირად ირღვევა საქართველოს საპატრიარქოსთვის ფინანსური, სამართლებრივი და სოციალური პრივილეგიების მინიჭებისა და სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ დიფერენცირებული მოპყრობის გამო.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს საპატრიარქოს პრივილეგირებული მდგომარეობა ვლინდება ეკლესიის დაფინანსების სახელმწიფო პოლიტიკასა და პრაქტიკაშიც. ამის საპირისპიროდ კი სახელმწიფო უხეშად ერევა ზოგიერთი სხვა რელიგიური ორგანიზაციის ავტონომიაში.

საქართველოში რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების არსებული სისტემა რელიგიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციური ურთიერთგამიჯვნის პრინციპის დარღვევად შეიძლება შეფასდეს. 2002 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, საქართველოს საპატრიარქომ ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში დაახლოებით 276,5 მილიონი ლარი მიიღო. საქართველოს თვითმმართველი თემები და ქალაქები ასევე გადასცემენ საქართველოს საპატრიარქოს მატერიალურ სიკეთეს (ყოველწლიურად, დაახლოებით ოთხიდან ხუთ მილიონამდე ლარს).

კვლევის თანახმად, საქართველოს საპატრიარქო სახელმწიფოსგან იღებს ასევე დიდი მასშტაბის უძრავ ქონებას – მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებს.

TDI-სა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებზე დაყრდნობით, დღემდე სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონება 64 კვ. კმ–მდე ფართობს მოიცავს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რელიგიისა და რწმენის თავისუფლება საქართველოში - TDI კვლევა
EMC და TDI რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებას კვლევას იწყებენ
საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანისათვის რელიგიურმა თემებმა თანხა მიიღეს
მხოლოდ საპატრიარქოსთვის საგადასახადო შეღავათის დაწესება სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო
NDI: 43% ეთანხმება ეკლესიისთვის ყოველწლიურად 25 მილიონი ლარის გამოყოფას
მოხის კომისიის საქმიანობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში
აშშ–ს ანგარიშში რელიგიის თავისუფლებაზე ‘მოხეს კომისიის“ საქმიანობა მოხვდა