FM97.5 / LIVE

‘ჯობია არ გავიდეთ სამუშაოდ’ - რა პრობლემებზე საუბრობენ სილამაზის სალონებში

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.05.2020
მთავრობის ექვსეტაპიანი გეგმის მიხედვით, საქართველოში სილამაზის სალონები სავარაუდოდ, 8 ივნისიდან გაიხსნება. თუმცა დაწესებულებების თანამშრომლებს არაერთი რეგულაციის შესრულება მოუწევთ. ამის გამო, ახალციხის სალონების ნაწილში ფიქრობენ, რომ მუშაობა არ განაახლონ.

‘ჯობია არ გავიდეთ სამუშაოდ’ - რა პრობლემებზე საუბრობენ სილამაზის სალონებში

მთავრობის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში, რომელიც მომსახურეობის სფეროსთვის რეკომენდაციებს მოიცავს, კონკრეტულად სილამაზის სალონები ნახსენები არ არის. თუმცა რა წესები უნდა დაიცვან გახსნის შემდეგ სალონებმა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სალონების ფედერაცია აქვეყნებს.

ახალციხეში არსებული სალონების ნაწილი ამბობს, რომ შემოთავაზებული რეგულაციების შესრულება რთული და ძვირადღირებული იქნება, ამიტომ ურჩევნიათ მუშაობა კიდევ შეაჩერონ და მხოლოდ მაშინ გააღონ სალონები, როცა თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ.

კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებსაც სალონების ფედერაცია აქვეყნებს ასე გამოიყურება:

▶ სალონებმა უნდა შეიძნიონ უკონტაქტო თერმომეტრები, დამცავი ფარები, დეზობარიერები, ნიღბები და ხელთათმანები.

▶ ყველა თანამშრომელი ვალდებულია, სამსახურში გამოცხადებისთანავე გაიზომოს სიცხე და აღრიცხვის ჟურნალში შეიტანოს მონაცემები.

▶ კარებში უნდა იდგეს ერთი თანამშრომელი, რომელიც შემოსულ მომხმარებელს გაუზომავს სიცხეს, დააბანინებს ხელს/დეზინფექციას გაუკეთებს სადეზინფექციო სხნარით, რომელიც იქვე იქნება მოთავსებული. აუცილებელია, ყოველი კლიენტის მონაცემები (ტემპერატურა) შეტანილი იქნას აღრიცხვის ჟურნალში;
▶ ხელოსნებს შორის, ასევე მომხმარებლებს შორის მანძილი უნდა იყოს 2 მეტრი;

▶ მომხმარებლებს უნდა ეკეთოთ ნიღბები და ხელთათმანები, ხოლო ხელოსნებს ფარები, ნიღბები და საჭიროების შემთხვევაში (მაგალითად, მანიკიური, კოსმეტოლოგი) ხელთათმანი;

▶ ერთ სივრცეში მაქსიმუმ 5 ადამიანის ერთად ყოფნაა შესაძლებელი.

▶ ვისაც გრძელი თმა აქვს (ხელოსნებს), უნდა დაიმაგრონ;

▶ აკრძალულია მუშაობის პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება;

▶ დამლაგებელმა ხშირად უნდა წმინდოს იატაკი სადეზიფექციო ხსნარით, ხოლო სველი წერტილები, ყოველი მომხმარებლის შემდეგ;

▶ აუცილებელია, სილამაზის სალონების მფლობელებმა შეავსონ სპეციალური ფორმა, სადაც უნდა მიუთითონ სატრანსპორტო საშუალებები, რომლითაც თანამშრომლები დადიან.

▶ ადმინისტრატორებმა ტელეფონი ყოველი საუბრის შემდეგ სადიზენფიქსაციო ხსნარით უნდა გაწმინდონ.

ახალციხეში არსებულ სილამაზის სალონ „ქვინში“ ექვსი თანამშრომელი მუშაობს. მისი მენეჯერი, რომელიც თავადაც სტილისტია ამბობს, რომ მათთვის რეგულაციები ოფიციალურად ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს არ გაუცვნიათ, თუმცა ის, რასაც სალონების ფედერაცია აქვეყნებს, რთული შესასრულებელი იქნება და ძალიან ბევრ კითხვასაც აჩენს:

„ძალიან ცუდი სიტუაციაა, სალონში ვართ ექვსნი და თუ ხუთ ადამიანზე მეტი არ უნდა იყოსო, როგორ ვიმუშავებთ არ ვიცი. კლინეტიც ხომ უნდა შემოვიდეს?! ან როგორ უნდა ჩავიცვათ ამდენი ცელოფნები, პირბადე, ფარი, როცა სალონში იქნება სიცხე ძალიან გაგვიჭირდება მუშაობა. ასევე წერია, რომ ერთი თანამშრომელი მუდივად უნდა იდგეს კარებთან და მაგას ხელფასს ვინ მისცემს?! მაგალითად, როცა ერთ ადამიანს შევუღებავ თმას, ის უნდა დაელოდოს ნახევარი საათი და ამ დროში მე შემეძლო სხვისთვის შემეჭრა თმა, ახლა ამისი უფლება აღარ გვაქვს“, - ამბობს ჰასმიკ არუთუნიანი.

მისივე თქმით, ამ რეკომენდაციების დაცვით, მომსახურება ღირებულებაც გაიზრდება, რაც არც მომხმარებლისთვის იქნება მისაღები და სტილისტებსაც პრობლემებს შეუქმნის: „თუ დღეში ხუთ კლიენტს მაინც არ მივიღებ, მაშინ ქირას ვერ გადავიხდი, პლიუს მაღალი კომუნალურებიც გვაქვს, იმიტომ, რომ კომერციული ფართია. შეჭრა ღირს 5 ლარი, 10 ლარი რომ გავხადო, არავინ მოვა ახალციხეში. ხალხს ნორმალური სამსახური არ აქვს და როგორ უნდა მოვიდეს?! ჩემთვის ჯობია, ერთი თვე კიდევ დაიკეტოს სალონი და როცა ყველაფერი დამშვიდდება მერე გავიდეთ“.

არუთუნიანის მსგავსად ფიქრობს სტილისტი ანი გალსტიანიც. მისი თქმით, რეკომენდაციები ბუნდოვანია და მისი შესრულება მომსახურების ფასს ბევრად გაზრდის, ამიტიმ ანიც ფიქრობს, რომ მუშაობა ჯერ არ განაახლოს:

„ეს მოთხოვნები რომ შევასრულოთ, თმის შეჭრისა და შეღებვის ფასი 3-ჯერ გაიზრდება და პლიუს ამას, შეზღუდული გვექნება თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობა: ტელეფონზე ვერ ვუპასუხებთ მუშაობისას, ცოცხსა და მსგავს ნივთებს არ უნდა შევეხოთ ხშირად, ჟურნალი უნდა შევავსოთ ან უნდა ავიყვანოთ პიროვნება, რომელიც ამ ყველაფერს შეასრულებს“, - ამბობს ანი გალსტიანი.

მისივე თქმით, სტილისტის შემოსავალი არც თუ ისე მაღალია, ამიტომ ხარჯების გაზრდის გამო, მათ ურჩევნიათ მუშაობა დროებით ისევ შეაჩერონ: „ისედაც ყველა სტილისტს, ხარჯების გარეშე, საშუალო შემოსავალი 300 დან 400 ლარამდე აქვს. 200 ლარის გულისთვის ამდენი შრომა და წვალება არ ღირს. მე პირადად, ვფიქრობ თავი დავანებო და ჩემს გარშემო ნაცნობი სტილისტებიც იგივე აზრისა არიან ამჟამად“.

სალონების ფედერაციიდან შეიტყო სავალდებულო მოთხოვნების შესახებ მაკიაჟის სპეციალისტმა, ანა ჩოლახიანმაც. ამბობს, რომ ხელთათმნისა და პირბადის გამოყენება სალონებისთვის პრობლემური არ იქნება, თუმცა რეკომენდაციები მოიცავს ისეთ დეტალებს, რომლებიც ძვირადღირებულია:

„პირბადე და ხელთათმანი ისედაც უნდა იყოს და ჩვეულებრივი რამეა, მაგრამ თერმომეტრი 300 ლარიანია, ძვირი ღირს, ასევე დეზობარიერები. ფედერაციამ დაწერა, რომ ჯერ მოვერიდოთ თერმომეტრის ყიდვას, იმიტომ, რომ ძვირია და შეიძლება შეიცვალოს რამე. ასევე შესაძლებელია შეიძლება გაიზარდოს ფასები, იმიტომ, რომ ბევრი რამის შეძენა მოგვიხდება“, - ამბობს ჩოლახიანი.

მისივე თქმით, ახლა სალონში ხუთი ადამიანი მუშაობს და არასაკმარისი ფართია, თუმცა ცვლილებებს გეგმავენ: „ჩვენ ხუთნი ვმუშაობთ, სამი სტილისტი, ვიზაჟისტი და მანიკურის სპეციალისტი. ახლა რომელ ფართშიც ჩვენ ვართ, იქ ამდენის საშულება არ არის, რომ 2 მეტრიანი დისტანცია დავიცვათ, მაგრამ ვაპირებთ სხვა ფართში გადავიდეთ“.

სალონების ფედერაციაში განმარტავენ, რომ შესაძლებელია ეს რეკომენდაციების სრული სახე არ იყოს და მისი პუნქტები შეიცვალოს:„ჩვენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და შეგვპირდნენ, რომ გადახედავენ და დააზუსტებენ სილამაზის სალონებისთვის ადამიანების რაოდენობას ერთ სივრცეში. ასევე განიხილავენ სალონების უფრო ადრე გახსნის თემასაც“, - აცხადებენ ფედერაციაში.

გარდა ამისა, ფედერაციაში სალონებს მოუწოდებენ ჯერ არ შეიძინონ უკონტაქტო თერმომეტრი: „მოგვმართავს უამრავი ადამიანი, შეიძინონ თუ არა ძვირადღირებული თერმომეტრები და სხვა აღჭურვილობა. გამომდინარე იქედან, რომ აქტიურად ვმუშაობთ შესაბამის სტრუქტურებთან რეგულაციების დაზუსტებებზე, ჩვენი აზრით, აჯობებს ჯერჯერობით თავი შეიკავოთ მათი შეძენიდან“.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.06.2020 ‘გაუშვეს რატომღაც ერთი ტესტის საფუძველზე, მეორე იყო სუსტად დადებითი’ - გამყრელიძე ნინოწმინდელ კაცზე

03.06.2020 ‘ეს არ არის დადასტურებული’ - მარინა ეზუგბაია ნინოწმინდის შემთხვევაზე

03.06.2020 300-ზე მეტი ფერმერი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას თანადაფინანსებით შეიძენს

03.06.2020 ‘კარანტინიდან დაბრუნებულ კაცს დაახლოებით 100 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი’ – მერის წარმომადგენელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

'ელექტრონული რიგი, სოციალური დისტანცია იქნება დაცული' - თურნავა სილამაზის სალონების გახსნაზე

ასპინძაში სალონების კონტროლი იწყება
2016 წლიდან სილამაზის სალონების შემოწება იწყება
ვალდებულებები, კონტროლი და უსაფრთხოება –  სილამაზის სალონების გამოწვევა
ჯანდაცვის სამსახურს ახალციხეში სალონების შემოწმება ჯერ არ დაუწყია
ჯანდაცვის სამსახურმა ახალციხეში სალონების შემოწმება დაიწყო
იცავენ თუ არა ახალციხის სალონებში ჰიგიენურ ნორმებს არავინ აკონტროლებს