FM97.5 / LIVE

‘მინისტრის მოადგილის ყველა რეკომენდაცია შევასრულეთ’ – ახალციხის ბაზრის დირექტორი

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.05.2020
ახალციხის ბაზარმა მუშაობა განაახლა. მოვაჭრეებს შორის დაცულია ორმეტრიანი დისტანცია, ხორცის და რძის პროდუქტების გამყიდველებს კი თეთრი ხალათები აცვიათ. ადგილზე ვითარებას ბაზრის ადმინისტრაციასთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის და სურსათის უვნებლობის წარმომადგენლები აკონტროლებენ.

‘მინისტრის მოადგილის ყველა რეკომენდაცია შევასრულეთ’ – ახალციხის ბაზრის დირექტორი

ახალციხის ბაზრის დირექტორის თქმით, მოვაჭრეებს სადეზინფექციო ხსნარები და ყველა საჭირო აღჭურვილობა დაურიგდათ. დღეს დილიდან კი ის რეკომენდაციებიც შეასრულეს, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა გუშინ გასცა.

„ხორცის და რძის პროდუქტების სექციებში მოვაჭრეებს თეთრი ხალათები აცვიათ და პირბადეები უკეთიათ. ყველა მოვაჭეს აქვს დახლი. ახლა შიდა ტერიტორიაზე ვამზადებთ კიდევ ოთხ დახლს, სადაც მოვაჭრეეები შესვლას შეძლებენ. ადგილზეა პოლიციაც და ყველაფრის კონტროლი მიმდინარეობს“ – გვითხრა ვახტანგ ქართველიშვილმა.

ბაზრის შიდა ტერიტორიაზე ამჟამად მხოლოდ ხორცი იყიდება, გარე პერიმეტრზე კი სოფლის პროდუქტებია განთავსებული. მოვაჭრეები ამბობენ, რომ რეკომენდაციების დაცვა მათთვის რთული არაა, რადგან ყველა საჭირო აღჭურვილობას ბაზრის ადმინისტრაციისგან იღებენ.

„პროდუქტი აღარ გვიფუჭდება, მთავარი ესაა, ყველაფერს დავიცავთ როგორც საჭიროა, მთავარია მყიდველი იყოს. პირბადეები და ხელთათმანები გვაქვს, თუ რამე გვჭირდება მივმართავთ ადმინისტრაციას და ყველაფერი სრულდება როგორც წესია“, – გვითხრა ერთ–ერთმა მოვაჭრემ.

მინისტრის მოადგილის კიდევ ერთი რეკომანდაცია ტერიტორიიდან მიუსაფარი ძაღლების გაყვანა იყო, რაც ბაზრის დირექტორის თქმით, ნაწილობრივ მოგვარდა.

„გუშინ ნაწილი უკვე წაიყვანეს თავშესაფარში, მერია ზრუნავს ამაზე და დანარჩენსაც წაიყვანენ, ტერიტორიაც შემოღობილია და ამ რეკომენდაციასაც შევასრულებთ“.

ბაზრის ტერიტორია ორივე მხრიდან ბეტონის ფილებითაა შემოღობილი და მხოლოდ ერთი შესასვლელი და გასასვლელი აქვს. მოქალაქეებს უტარდებათ თერმოსკრინინგი. ასევე შესასვლელებში განთავსებულია დეზობარიერები.

ახალციხის ბაზრის ადმინისტრაცია 29 მარტს, ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის გამო, 15 000 ლარით დაჯარიმდა.

მას შემდეგ გარკვეული პერიოდი ბაზარი არ ფუნქციონირებდა, აქ მხოლოდ რამდენიმე მაღაზია მუშაობდა. სრული დატვირთვით მუშაობა გუშინ, 5 მაისს განაახლა.

‘მინისტრის მოადგილის ყველა რეკომენდაცია შევასრულეთ’ – ახალციხის ბაზრის დირექტორი

‘მინისტრის მოადგილის ყველა რეკომენდაცია შევასრულეთ’ – ახალციხის ბაზრის დირექტორი

‘მინისტრის მოადგილის ყველა რეკომენდაცია შევასრულეთ’ – ახალციხის ბაზრის დირექტორი

[რობი ზარიძე, ახალციხე]


01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.06.2020 ‘გაუშვეს რატომღაც ერთი ტესტის საფუძველზე, მეორე იყო სუსტად დადებითი’ - გამყრელიძე ნინოწმინდელ კაცზე

03.06.2020 ‘ეს არ არის დადასტურებული’ - მარინა ეზუგბაია ნინოწმინდის შემთხვევაზე

03.06.2020 300-ზე მეტი ფერმერი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას თანადაფინანსებით შეიძენს

03.06.2020 ‘კარანტინიდან დაბრუნებულ კაცს დაახლოებით 100 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი’ – მერის წარმომადგენელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რა რეკომენდაციები მისცა ახალციხის ბაზრის ადმინისტრაციას მინისტრის მოადგილემ
ხალხმრავლობის გამო დაკისრებული ჯარიმა ახალციხის ბაზრის ადმინისტრაციამ სასამართლოში გაასაჩივრა
ახალციხის ბაზარმა ყველა რეკომენდაციის შესრულება ვერ შეძლო
სეს–მა ახალციხის ბაზარი კიდევ ერთხელ შეამოწმა
‘ნახევარი პროდუქტი გადავყარე’– მოვაჭრეები ახალციხის ბაზრის გახსნას ითხოვენ
ვფიქრობთ ახალციხის ბაზარი ორშაბათიდან გაიხსნება – სოლომონ პავლიაშვილი
ახალციხეში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იმყოფება