FM97.5 / LIVE

სტომატოლოგიური მომსახურება შესაძლოა გაძვირდეს – რას ამბობენ ახალციხის კლინიკებში

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.05.2020
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 22 მაისიდან სტომატოლოგიურ კლინიკებში პაციენტებს ერთჯერადი გამოყენების სპეციალური ეკიპირებით მოემსახურებიან. სტომატოლოგები ამბობენ, მოსახურების გაძვირება მოუწევთ, რადგან აღჭურვილობის ფასი სამმაგად გაზრდილია.

სტომატოლოგიური მომსახურება შესაძლოა გაძვირდეს – რას ამბობენ ახალციხის კლინიკებში
ფოტო:Dental House

„ჯანდაცვის სამინისტრო გვეუბნება, რომ ყველაფერი ერთჯერადი უნდა გამოვიყენოთ თითოეულ პაციენტთან, ეს იქნება პირბადე, ხელთათმანი, ხალათი, სათვალე და.ა.შ აქამდეც ერთჯერადს ვიყენებდით, მაგრამ ახლა ფასები გაზრდილია. ერთი შეფუთვა ხელთათმანი, თუ ღირდა 3 ლარი, ახლა 30 ლარია, ხალათის ფასი 3–დან 10 ლარამდე გაიზარდა, ხოლო პირბადე 8–დან 75 ლარამდე გაძვირდა“, – ამბობს ახალციხელი სტომატოლოგი რობერტ პაპოიანი.

პაპოიანის თქმით, ამ ეტაპზე მასთან სტომატოლოგიური მომსახურება არ გაზრდილა, მაგრამ გეგმიური მომსახურების დაწყების შემდეგ, ძველი ფასების შენარჩუნება გაუჭირდება.

„ერთი პაციენტის მომსახურებისთვის უნდა ვიყიდო 10 ლარიანი ხალათი, ხელთათმანი, რომელიც ერთი ლარი ღირს, ასევე პირბადე და კიდევ სხვა აღჭურვილობა, აქედან გამომდინარე ძველ ღირებულებას ვერ შევინარჩუნებთ. ერთი კბილის ამოღება პაციენტს 50 ლარი დაუჯდება და ამას ვინ გადაიხდის?! გამოსავალი ერთია, ის რომ ფასებმა უნდა დაიკლოს. რატომ უნდა ღირდეს პირბადე 75 ლარი როცა ბათუმში ქარხანა გაიხსნა და თავად საქართველო აწარმოებს. იგივეა ხელთათმანზეც, ქარხნებმა გაასამმაგეს წარმოება და 30 ლარი გახადეს ერთი შეფუთვა, ეს ყველაფერი ხელოვნურად ხდება, როცა მოთხოვნა მაღალია ფასსაც უწევენ“, – გვითხრა რობერტ პაპოიანმა.

არტურ ბალასანიანის კლინიკაში ამბობენ, რომ თუ დიდხანს არ გაგრძელდება პანდემია ძველი ფასების შენარჩუნებას შეძლებენ. ამ ეტაპზე საკმარისი მარაგი აქვთ.

„ყველა კლინიკას უნდა ჰქონდეს მარაგი, ამით შევძლებთ სტომატოლოგები შევინარჩუნოთ ფასები, ამ დრომდე ვინც მოდიოდა ჩვენ მათთვის მომსახურების ღირებულება გაგვიზრდია, მაგრამ ყველა შიშობს და კითხულობს მოიმატებს თუ არა“,– ამბობს ბალასანიანი.

სტომატოლოგიური მომსახურების ფასების მოსალოდნელ ზრდაზე „პალიტრანიუსის“ გადაცემაში ისაუბრა სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა ქეთევან გოგილაშვილმაც.

„იმისათვის, რომ სტომატოლოგიურმა კლინიკამ განაახლოს თავისი მუშაობა ამისთვის ერთ-ერთი მთავარი პუნქტია, რომ მას ჰქონდეს მარაგი, მაგალითად ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ორი კვირის მარაგი. 100%-ით კი არა, 400%-ით არის გაზრდილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და ეს არამხოლოდ ჩვენთან არის ასე, არამედ მსოფლიო პრობლემაა. აქედან გამომდინარე, ერთი პაციენტის, მაგალითად პაროდონტოლოგიური პაციენტის მიღების დროს, საშუალოდ 50 ლარამდე მინიმუმ იზრდება მხოლოდ ეკიპირების ფასი“, - განაცხადა ქეთევან გოგილაშვილმა.

გოგოილაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ისინი აპირბენ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით მიმართონ.

„ჩვენ ვაპირებთ, განცხადებით მივმართოთ ჯანდაცვის სამინისტროს. არ ვიცი პასუხი როგორი იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩინეთიდან ჩამოსული დიდი რაოდენობის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებიდან რაღაც სტომატოლოგიურ დაწესებულებებსაც გადაეცემა“, - თქვა ქეთევან გოგილაშვილმა.


[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

გაძვირდა თუ არა  სტომატოლოგიური მომსახურება ახალციხეში
რა შემთხვევაში მუშაობენ ახალციხის სტომატოლოგიური კლინიკები
დღეიდან გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება აღდგება
COVID-19: რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სტომატოლოგიური დაწესებულებები
სტომატოლოგთან გეგმიური ვიზიტი პირველ მაისამდე ვერ შედგება – სამინისტრო
სტომატოლოგიური კაბინეტებისთვის რეგულაციები  მკაცრდება
პირბადე და ხელთათმანი - ვინ როგორ იცავს თავს კორონავირუსისგან ახალციხეში [ფოტო]