FM97.5 / LIVE

ადიგენის მერია ანდრია პირველწოდებულის სტელას გასაკეთებლად ტენდერს აცხადებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.05.2020
ადიგენის მერის ინიციატივით, სოფელ ბენარაში, ანდრია პირველწოდებულის სტელა დაიდგმება. მხოლოდ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მოსამზადებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 5 000 ლარი დაიხარჯება. ტენდერი 14 აპრილს გამოცხადდა.

ადიგენის მერია ანდრია პირველწოდებულის სტელას გასაკეთებლად ტენდერს აცხადებს
ბენარა, ფოტო: ლაშა გაბელია

როგორც სატენდერო დოკუმენტებშია მოცემული, სტელა სოფელ ბენარაში, ახალციხე-ადიგენის და ახალციხე-აბასთუმნის გზაგასაყარის მიმდებარედ მოეწყობა.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად გამოცხადებული ტენდერი უკვე დასრულდა. მისი ღირებულება 4 970 ლარია. მონაწილეობა ერთმა ინდმეწარმემ ბეჟან ვარდიძემ მიიღო, რომელთანაც ხელშეკრულება ჯერ დადებული არ არის.

ადიგენის მერიაში ამბობენ, რომ სტელის დადგმის ინიციატორი ადიგენის მერი, ზაქარია ენდელაძეა:

„ინიციატორი მერიაა. ბენარაში არის პატარა გორა, ზადენ-გორა, სადაც იყო კერპი, რომელიც შემუსრა ანდრია პირველწოდებულმა და სიმბოლურად, ამ ადგილზე გაკეთდება ანდრია პირველწოდებულის ბარელიეფი“, - აცხადებენ ადიგენის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

მას შემდეგ, რაც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადდება, ადიგენის მერია სამშენებლო სამუშაოებზე კიდევ ერთ ტენდერს გამოაცხადებს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.06.2020 ‘გაუშვეს რატომღაც ერთი ტესტის საფუძველზე, მეორე იყო სუსტად დადებითი’ - გამყრელიძე ნინოწმინდელ კაცზე

03.06.2020 ‘ეს არ არის დადასტურებული’ - მარინა ეზუგბაია ნინოწმინდის შემთხვევაზე

03.06.2020 300-ზე მეტი ფერმერი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას თანადაფინანსებით შეიძენს

03.06.2020 ‘კარანტინიდან დაბრუნებულ კაცს დაახლოებით 100 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი’ – მერის წარმომადგენელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ადიგენის მერია 'შუამთობის' დღესასწაულისთვის ემზადება
ადიგენის ქუჩებს საახალწლო აქსესუარებით მორთავენ
ახალციხეში ათი კორპუსის ფასადს შეღებავენ
რომელ ქუჩაზე გაკეთდება  სკვერები და სპორტული მოედნები ახალციხეში
12 მაისი ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა
ადიგენში დამეწყრილი გზის ნაცვლად ალტერნატიული გზის ტენდერი მეორედ ჩაიშალა
ადიგენში დამეწყრილი გზის ნაცვლად ალტერნატიული გზის პროექტს ამზადებენ