FM97.5 / LIVE

მზად ვართ შევცვალოთ პროტოკოლი და 7 დღეში ერთხელ გავუკეთოთ ტესტირება – ტიკარაძე მედპერსონალზე

მთავარისიახლე, კორონავირუსი 05.05.2020
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შესაძლოა შეიცვალოს პროტოკოლი, რომელიც ექიმების ორ კვირაში ერთხელ ტესტირებას გულისხმობს.

მზად ვართ შევცვალოთ პროტოკოლი და 7 დღეში ერთხელ გავუკეთოთ ტესტირება – ტიკარაძე მედპერსონალზე
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო პერსონალი, ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

„როგორც იცით მედპერსონალი არის რისკ–ჯგუფი, დღემდე პროტოკოლით მათი შემოწმება ორკვირაში ერთხელ ხდება, თუმცა შეიძლება დადგეს განხილვის საკითხად და შეიცვალოს, თუ ეს იქნება თანხვედრაში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლთან. ჩვენ მზად ვართ შევცვალოთ ეს პროტოკოლი და გადავიყვანოთ ექიმები ყოველ შვიდ დღეზე ტესტირების. ეს არის დღეს დღეობით განხილვის საგანი გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

როგორც, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ექიმებისთვის ყველა სახის პროტოკოლი ცნობილია და მათ უტარდებათ ტრენინგები. მისი თქმით, საქართველოში ექიმებისთვის პირადი დაცვის საშუალებები საკმარისია და ამ დრომდე პრობლემა მათ არ შექმინიათ.

საქართველოში დღეის მონაცემებით მედპერსონალის ინფიცირების 72 შემთხვევაა გამოვლენილი.

28 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ექიმების დაინფიცირება არ ხდება სამუშაო ადგილებზე: "მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის, რომ უმრავლესი შემთხვევა არ მომხდარა სამუშაო ადგილზე და ეს არის აღსანიშნავი. ჩვენ ექიმებს უტარდებათ ისეთი ტრენინგები, რომელიც არის პირადი დაცვის საშუალებების სწორ გამოყენებასთან დაკავშირებით და ჩვენ კიდევ უფრო ვამკაცრებთ ღონისძიებებს ამასთან მიმართებით".

[ნუკა სტეფნაძე]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საქართველოში ჩვენ პიკი არ გვქონია, მივაღწიეთ იმას, რომ ვმართეთ ვირუსის გავრცელება – ეკატერინე ტიკარაძე
'ეკლესიის კლასტერთან დაკავშირებით გამოვლენილი შემთხვევები არ გვაქვს' – ტიკარაძე
საქართველოში კოვიდინფექციით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა – ტიკარაძე
რა შემთხვევაში დაიწყება მოსახლეობის მასობრივი ტესტირება – ჯანდაცვის მინისტრის განმარტება
კორონავირუსი მარნეულში ორსულ ქალს დაუდგინდა - ჯანდაცვის მინისტრი
20–მდე ექიმს და შსს–ს რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა – ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრი: 'ველოდებით შედარებით უფრო მეტ გავრცელებას მოსახლეობაში'