FM97.5 / LIVE

TI: საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ შეიძლება დადგეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.05.2020
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებით თუ ხელისუფლება დროულად არ დაიწყებს მომავალი არჩევნების ჩატარების გეგმაზე მუშაობას, საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ შეიძლება დადგეს. ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობას დაიწყოს აქტიური კონსულტაციები შესაბამის უწყებებთან.

TI: საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ შეიძლება დადგეს

ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგების პროგნოზებით, ოქტომბერში პანდემიის მასშტაბები და მისგან მომავალი საფრთხე მნიშვნელოვნად უნდა იყოს შემცირებული, დიდი ალბათობით გარკვეული შეზღუდვები კვლავაც შეიძლება დარჩეს. საქართველოს კონტექსტიდან გამომდინარე, ხმის მიცემის ბევრი ალტერნატიული მეთოდი ვერ იმუშავებს, ვინაიდან მას არ ექნება პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების ნდობა.

აქედან გამომდინარე, აუცილებელია:

• ეპიდემიოლოგების, საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობით დაიწყოს მუშაობა ყველა შესაძლო სცენარზე იმისთვის, რომ განისაზღვროს შესაბამისი ზომები არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად;
• შემუშავდეს დროებითი შეზღუდვების პირობებში არჩევნების ჩატარებისთვის შესაბამისი ნორმატიული აქტები, სადაც გაიწერება კონკრეტული რეგულაციები, რათა ტექნიკურად შესაძლებელი იყოს ყველა საჭირო პროცედურის ორგანიზება;
• საჭიროების შემთხვევაში, მომარაგებულ იქნას შესაბამისი აღჭურვილობა და ტექნიკური საშუალებები შეზღუდვების პირობებში საარჩევნო ადმინისტრაციისა და ამომრჩევლების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. უნდა მოხდეს საარჩევნო კომისიების წევრების გადამზადებაც.
• შეზღუდვების პირობებში შემუშავდეს არჩევნებზე დაკვირვების წესი და სხვა.


ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ, საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას ამ საკითხზე დაიწყონ აქტიური კონსულტაციები საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, პოლიტიკურ პარტიებთან, არჩევნებზე მომუშავე ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლობებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ამ და სხვა ღონისძიებების ჩაუტარებლობის შემთხვევაში ვერ იქნება უზრუნველყოფილი ამომრჩევლის მაღალი აქტივობა და არჩევნებზე სათანადო დაკვირვების შესაძლებლობა. ამ პირობებიდან ერთ-ერთი მაინც თუ ვერ იქნება შესრულებული, არჩევნების ლეგიტიმურობა მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ შეიძლება დადგეს.

[sknews.ge]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

არჩევნებზე ხმის მიცემის უფლებით 521 მსჯავრდებული ისარგებლებს
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საარჩევნო მედიაცენტრები იხსნება
‘საერთაშორისო გამჭვირვალობა’ არჩევნების მეორე ტურს აფასებს
არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მიზნით  შსს–მ და ცესკომ მემორანდუმი გააფორმეს
TI: 'არჩევნებზე გამოიკვეთა ტენდენცია ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვასა და მიუღებელი ხერხით მობილიზებაზე'
წინასაარჩევნოდ ახალციხეში მედია ცენტრი გაიხსნება
'სამართლიანი არჩევნების' შეფასებით, კენჭისყრის დღემ მშვიდ გარემოში ჩაიარა