FM97.5 / LIVE

ადიგენის სოფელ საირმეში 4 თვეა გარე განათების ჩართვას ელოდებიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.05.2020
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ საირმეში, გარე განათების ქსელის მოწყობა 2020 წლის იანვრის პირველ კვირაში დასრულდა, მას შემდეგ ადგილობრივები განათების ჩართვას ელოდებიან.

ადიგენის სოფელ საირმეში 4 თვეა გარე განათების ჩართვას ელოდებიან

საირმეში 37 გარე განათების ბოძი 2019 წლის დეკემბერში დაიდგა. მთლიანი ქსელის მოწყობის სამუშაოებისთვის ტენედრში გამარჯვებულ კომპანიას ვადა 2020 წლის 10 იანვრამდე ჰქონდა.

სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ კომპანიამ სამუშაოები დეკემბერშივე დაასრულა, თუმცა განათება უკვე მეოთხე თვეა არ ჩართულა:

„ყველა სამუშაო დაასრულეს დეკემბერშივე. მას შემდეგ, უკვე ოთხ თვეზე მეტი გავიდა, განათება კი დღესაც ჩართული არაა. ყველაფერი მზადაა მხოლოდ ჩართვა ესაჭიროება. რწუნებულს ვესაუბრეთ და გვითხრა კომპანია, რომელსაც ევალება შუქის ჩართვა, სამუშაოდ ვერ გამოდისო“, - ამბობს სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები.

ენერგო-პრო ჯორჯიაში „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებენ, რომ გარე განათებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი ადგილობრივ თვითმმართველობას ეხება.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საირმეში გარე განათების ჩართვა საგანგებო მდგომარეობამ შეაფერხა, მას შემდეგ კი, რაც შეზღუდვები მოიხსნება, ჩართავენ: „კომპანია, რომელიც აკეთებდა ამ ბოძებს, დაასრულა სამუშაოები. შემდეგში, ენერგო-პრო ჯორჯიას ჰქონდა 60 დღის ვადა, რომ ჩაერთო განათება. ამ ვადაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, შესაბამისად, ვერ მოხერხდა, რომ დასრულებულიყო ჩართვა. რადგან ახლა განახლდა სამუშაოები, დაასრულდება და ჩაირთვება“, - აცხადებენ ადიგენის მერიაში.

სატენედერო დოკუმენტაციის მიხედვით, საირმეში გარე განათების ქსელი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, შპს გუნგლმა გააკეთა. გარე განათების საერთო სიგრძე 1 427 მეტრია და აქ 37 გარე განათების ბოძი დაიდგა.

ტენდერი საირმეს გარე განათების ქსელის მოწყობასა და მეზობელი სოფლის ჭელას განათების ქსელის რეაბილიტაციაზე 2019 წლის ნოემბრეში ერთდროულად გამოცხადდა, მათი საერთო ღირებულება 31 471 ლარია. თანხა მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯა.

[თაკო ფეიქირშვილი, ადიგენი]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საირმეში ოთხთვიანი ლოდინის შემდეგ გარე განათება ჩართეს

ადიგენის ათ სოფელში გარე განათების ბოძები დამონტაჟდება
წარბასთუმანში გარე განათების სისტემა დაზიანდა
სოფელ საყუნეთში გარე განათების სისტემა ეწყობა ®
ზარზმელის ქუჩაზე გარე განათება დამონტაჟდა
როდის შეკეთდება გარე განათების მონტაჟის შედეგად დაზიანებული გზა
ახალციხის გარეუბნებში გარე განათება მონტაჟდება