FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში 348 პირი იმყოფება

მთავარისიახლე, კორონავირუსი 04.05.2020
5 მაისის მონაცემებით რეგიონში კარანტინის რეჟიმში 343 პირი იმყოფება, ხოლო თვითიზოლაციაში ხუთი მოქალაქეა.

სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში 348 პირი იმყოფება

სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით სულ ექვსი საკარანტიო ზონაა გახსნილი. 343 მოქალაქიდან, ახალციხეში სამი პირი იმყოფება, 340 კი ბაკურიანში.

თვითიზოლაციაში რეგიონის მასშტაბით ხუთი ადამიანია. აქედან ერთი ადიგენში, ხოლო ორ–ორი ბორჯომსა და ასპინძაში.

როგორც, ასპინძის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მზია პაპაშვილი ამბობს, თვითიზოლაციაში იმყოფება ერთი მოქალაქე, რომელიც უცხოეთიდან ჩამოვიდა მასთან ერთად იმყოფება მისი მომვლელიც.

„ჩვენთან თვითიზოლაციაში არის ორი პირი, ერთი არის უცხოეთიდან ჩამოსული რომელსაც სჭირდება მომვლელი, სასტუმროში ამის პირობები არ იყო რადგან მომვლელს საჭიროებდა. დაიტესტა ანალიზის პასუხი უარყოფითია და გამოუშვეს ბინაზე“, – გვითხრა მზია პაპაშვილმა.

ასევე ორი მოქალაქეა თვითიზოლაციაში ბორჯომში. როგორც ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვნელმა, მანანა რატიანმა გვითხრა ორივე მათგანი მძღოლია, ისინი საერთაშორისო გადაზიდვებზე მუშაობენ.

ერთი პირი იმყოფება სავალდებულო თვითიზოლაციაში ადიგენში. „სამხრეთის კარიბჭე“ დაუკავშირდა ადიგენის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს რუიზან ქიმაძეს, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 593 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 223 გამოჯანმრთელდა, ცხრა კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5 028 პირი რჩება, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ კი 537.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში კარანტინში მყოფი პირების რაოდენობა გაიზარდა
სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების რაოდენობა შემცირდა
სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა გაიზარდა
სამცხე–ჯავახეთში კარანტინში მყოფი პირების რაოდენობა 353–მდე გაიზარდა
რამდენი პირია სამცხე-ჯავახეთში კარანტინსა და თვითიზოლაციაში
სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფი პირების რაოდენობა გაიზარდა
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში 719 პირია