FM97.5 / LIVE

‘ასპინძის მერსაც ვუჩივლებ და მოადგილესაც’ - თეა ხარაიშვილი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვს

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.05.2020
სოფელ ტოლოშში მცხოვრები თეა ხარაიშვილი აპირებს ასპინძის მერიას სასამართლოში უჩივლოს. მისი თქმით, საბავშვო ბაღის შენობა, რომელშიც 25 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, მერიამ შვიდი თვის წინ დაატოვებინა. სანაცვლოდ ალტერნატიულ ფართს შეპირდნენ, თუმცა მოატყუეს.

‘ასპინძის მერსაც ვუჩივლებ და მოადგილესაც’ -  თეა ხარაიშვილი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვს

თეა ხარაიშვილის პრობლემაზე „სამხრეთის კარიბჭემ“ 2020 წლის მარტში დაწერა. მაშინ 43 წლის ქალი ამბობდა, რომ ტოლოშიდან ქმრის ოჯახიდან კონფლიქტის გამო წამოვიდა და ცხოვრება საბავშვო ბაღის შენობაში დაიწყო. მას შედეგ, რაც თვითმმართველობამ ბაღის გარემონტება დაიწყო, ხარაიშვილს ოთახი დაატოვებინეს, იმ პირობით, რომ ალტერნატიულ ფართს მისცემდნენ, თუმცა ასეთი ფართის გამოყოფას იგი უკვე თვეებია ელოდება:

„მას შედეგ, რაც დამატოვებინეს სახლი, იმ მოხუცთან ვცხოვრობდი, რომელსაც ვუვლიდი. შემდეგ ეს მოხუცი გარდაიცვალა, მაგრამ მისმა შვილმა ნება მომცა დავრჩენილიყავი და მეცხოვრა დროებით, სანამ ფართს მოგცემენო. ახლა უკვე აქაც ვეღარ ვიცხოვრებ, იმიტომ, რომ ეს ოჯახი მოდის საცხოვრებლად და მითხრეს ბინა დაგვიცალეო. სად წავიდე აღარ ვიცი“.

დღეს, 4 მაისს, ხარაიშვილმა ასპინძის მერიაში განცხადება შეიტანა, სადაც ითხოვს თვითმმართველობამ ან საცხოვრებელი ფართით დააკმაყოფილოს ან სამართლიანად მოიქცეს და საბავშვო ბაღის შენობაში მასთან ერთად შეჭრილი სხვა ოჯახიც მის მსგავსად გამოასახლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხარაიშვილი სასამართლოში ჩივილს აპირებს:

„ვიყავი მერიაში, განცხადება შევიტანე და ველოდები პასუხს. დავწერე, რომ ან ის ფართი დამიბრუნონ უკან, სადაც ვცხოვრობდი ან ასპინძაში მომცენ რამე. თუ არადა, ის მეორე ოჯახიც გამოასახლონ, ამავე შენობაში ვინც ცხოვრობდა. იმას არაფერს ეუბნებიან საერთოდ, თუ გამოსახლებაა, მაშინ ყველა გამოგვასახლონ. პასუხი თუ არ მომივა, უნდა ვუჩივლო სასამართლოში, მერსაც და მერის მოადგილესაც“, - ამბობს ხარაიშვილი.

ასპინძის მერის მოადგილე, ლევან ბერიძე ამბობს, რომ ხარიაშივილი სახელმწიფო ქონებაში უკანონოდ ცხოვრობდა და ამის გამო მოხდა მისი გამოსახლება. მისივე თქმთ, ხარაიშვილს მათგან ალტერნატიული ფართის მიღების დაპირება არ მიუღია: „სახელმწიფო შენობაში ცხოვრობდა, შეჭრილი იყო. მოხდა რემონტი, მაგისი ადგილი არ იყო ეგ, დროებით ცხოვრობდა. ალტერნატიული ფართის პირობა არ მიმიცა, რანაირად მივცემდი ან სად უნდა მივცეთ ალტერნატიული ფართი?! ზუსტად ვიცი, რომ აქვს ფართი, მშვენივრად ცხოვრობს თავის სოფელში, დედამთლითან და მამამთილთან“, - ამბობს ასპინძის მერის მოადგილე.

თეა ხარაიშვილი ირწმუნება, რომ სოფელ ტოლოშში ქმრის სახლში ცხოვრება არ შეუძლია, რადგან უკვე ოთხი წელია მისი ქმარი დაიკარგა, თავად კი დედამთილთან უთანხმოება აქვს დ არც საკმარისი ფართი აქვთ.

ასპინძის მერის მოადგილე, ლევან ბერიძე აბობს, რომ ხარაიშვილი გადაწყვეტილებაში თავისუფალია და შეუძლია სასამართლოშიც იჩივლოს. რაც შეეხება მეორე ოჯახს, რომელიც ხარაიშვილთან ერთად უკვე 25 წელია საბავშვო ბაღის შენობაში ცხოვრობს, ბერიძე ირწმუნება, რომ გამოსახლება მათაც მოუწევთ: „იმათაც მოუწევთ გამოსახლება აუცილებლად. სახელმწიფო შენობაში როგორ იცხოვრებენ, აბა?!“

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ხარაიშვილს აქვს, ბაღის შენობიდან გამოსვლის შემდეგ, მეზობლის სარდაფში შეტანილი ავეჯია. მისი თქმით, ყველაფერი დაზიანდა და მეპატრონე სარდაფის დაცლასაც ითხოვს; „რაც მქონდა მეზობელმა შემატანინა სარდაფში, მაგრამ ახლა იმასაც ჭირდება ფართი და უნდა დავცალო“.

[თაკო ფეიქირშვილი, ასპინძა]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘ასპინძის მერმა მომატყუა’ - უსახლკაროდ დარჩენილი ადგილობრივი
ელგუჯა მაზმიშვილი ალტერნატიულ ფართს ახლა მერიისგან ელოდება
ახალციხის მერმა ვეტერანებს სამი ალტერნატიული ფართი შესთავაზა
ასოციაცია: ‘ვეტერანთა ოჯახებს სკოლის შენობიდან ალბათ თებერვლიდან გავიყვანთ’
ერთწლიანი დავის შემდეგ, ელგუჯა მაზმიშვილს  ფართს გადასცემენ
ადიგენში საბავშვო ბაღისთვის ფართი იქირავეს
ასპინძაში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის  სასწავლო პროცესი ხვალიდან განახლდება