FM97.5 / LIVE

შსს–მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 108 ფაქტი გამოავლინა

მთავარისიახლე, სამართალი 04.05.2020
პოლიციამ, 3 მაისის 21 საათიდან 4 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 78 მოქალაქე დააჯარიმა.

შსს–მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 108 ფაქტი გამოავლინა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 108 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ, 3 მაისის 21 საათიდან 4 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 78 მოქალაქე დააჯარიმა.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 24 მოქალაქე დააჯარიმეს.

პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 5 პირი დააჯარიმეს.

31 მარტიდან საქართველოში საყოველთაო კარანტინი და „კომენდანტის საათი“ მოქმედებს. მოქალაქეს, რომელიც დაარღვევს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს 3 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრება, ხოლო იურიდიულ პირს 15 000 ლარი.

[sknews.ge]


29.09.2020 საფეხური: როგორ დავიცვათ მოსწავლეები კორონავირუსთან დაკავშირებული სტრესისგან [აუდიო]

28.09.2020 საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყება 12 ოქტომბრამდე გადაიდო

23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.09.2020 ბორჯომის საფეხბურთო მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

30.09.2020 რატომ გადაკეტეს გზა კარწახის საბაჟოსთან – ადგილობრივების განმარტებები

29.09.2020 ‘სახელმწიფოსგან სერიოზული მიდგომაა საჭირო’ - ექსპერტები ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნაზე

29.09.2020 ახალქალაქში ადგილობრივები რკინიგზის გადაკეტვას გეგმავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

26.09.2020 ორი კრისტინას ამბავი - დუხობორების მომავალი საქართველოში

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

მსგავს თემაზე

შსს–მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 153 ახალი ფაქტი გამოავლინა
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 103 ფაქტი
შსს – მ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 113 მოქალაქე დააჯარიმა
შსს–მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 234 ფაქტი გამოავლინა [ვიდეო]
'კომენდანტის საათის' დარღვევისთვის 86 მოქალაქე დაჯარიმდა

'კომენდანტის საათის' დარღვევისთვის 94 მოქალაქე დაჯარიმდა
24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 198 ფაქტი გამოვლინდა – შსს [ვიდეო]