FM97.5 / LIVE

‘მთავრობის მთავრი პრიორიტეტი ეკონომიკა გახდა’ - პრემიერი

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.05.2020
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ეკონომიკის აღდგენის გეგმის განხორციელება იწყება, რადგან მთავრობის ნომერ პირველი პრიორიტეტი ეკონომიკა ხდება.

‘მთავრობის მთავრი პრიორიტეტი ეკონომიკა გახდა’ - პრემიერი

როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემუშავდა ტურიზმის სექტორის აღდენის სტრატეგიული გეგმა, რომელსაც მთავრობა უახლოეს დღეებში განიხილავს და საზოგადოებას წარუდგენს.

“ეკონომიკური აღორძინება, ეკონომიკის გახსნა, პოსტკრიზისული მართვა ხდება დღეს ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი ნომერი ერთი, მაგრამ ეს შესაძლებლობა ჩვენ გვექნება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სამინისტრო ეფექტურად მართავს ეპიდემიის მენეჯმენტს, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია“.

პრემიერის განცხადებით, მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ პირბადე და სოციალური დისტანცია მათი ცხოვრების ნაწილი გახდება: „ეს არის ერთადერთი გზა და საშუალება იმისთვის, რომ ჩვენ ეკონომიკურ კონკურენციას გავუძლოთ და ვიყოთ ეფექტურები ეკონომიკური აღდგენის ნაწილში. სულ რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის სამინისტროს მიღებული აქვს ტურიზმის სექტორის აღდგენის, როგორც ყველაზე დაზარალებულის და ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალის, სტრატეგიული გეგმის შემუშავება. როგორც ვიცი, ეს გეგმა დამუშავებულია და ჩვენ უახლოეს დღეებში განვიხილავთ ამას და ასევე, წარვუდგენთ ჩვენს საზოგადოებას”, - აღნიშნა პრემიერმა.

[თაკო ფეიქრიშვილი]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მზადდება ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმა – ეკონომიკის მინისტრი
საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება – პრემიერი
გიორგი გახარია - კრიტიკულად მნიშვნელოვანია განსაკუთრებულად ვიზრუნოთ 70 წელს გადაცილებულ ჩვენს მოქალაქეებზე
აბასთუმანი და ბორჯომი კოვიდისგან უსაფრთხო ზონებად მოიაზრება
საქართველოში საგანგებო მდგომარება 10 მაისამდე გახანგრძლივდება
'ვირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია' - გახარია
რეგიონული განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება სრულდება