FM97.5 / LIVE

სამშენებლო სექტორში მომუშავე კომპანიები მუშაობას განაახლებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.05.2020
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 5 მაისიდან სამშენებლო სექტორში მომუშავე და სამშენებლო მასალების მწარმოებელი ყველა კომპანია მუშაობას განაახლებს. ასევე ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც.

სამშენებლო სექტორში მომუშავე კომპანიები მუშაობას განაახლებენ
ფოტო:ახალციხის მერია

როგორც მთავრობის სხდომის დაწყებისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მუშაობას სამშენებლო სექტორში არსებული და მასთან დაკავშირებული კომპანიები განაახლებენ.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ შემოწმებები, რომელსაც ახორციელებს ჯანდაცვის და ეკონომიკის სამინისტროების ბაზაზე ჩამოყალიბებული სპეციალური გუნდი, გააგრძელებს ყოველდღიურ შემოწმებას და მინდა თითოეული კომპანიის ხელმძღვანელობას მოვუწოდო, პასუხისმგებლობით მოეპყრან თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობას და იმ ვალდებულებებს, რომელიც დაწესებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ ხვალიდან ასევე ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ლოგისტიკური ბიზნესისთვის, ასევე გადაზიდვებისთვის და ესეც ის ნაბიჯია, რომლის განხორციელების და გადადგმის შესაძლებლობა დღეს გვაქვს,“ - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის განცხადებით ხვალიდან, 5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება.


[თაკო ფეიქრიშვილი]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება
დაწესებული შეზღუდვების მოხსნაზე მთავრობას ექვსეტაპიანი გეგმა აქვს
რა შემთხვევაში გააგრძელებენ კომპანიები მუშაობას – ეკონომიკის მინისტრის განმარტება
8 ივნისიდან  სასტუმროები მუშაობას განაახლებენ
'გააორმაგეთ შრომა, რომ ინფორმაცია მივაწოდოთ ეთნიკურ უმცირესობებს' – პრემიერი
ღია ტიპის აგრარლული ბაზრები გაიხსნება – კიდევ რა შეზღუდვები მოიხსნება 27 აპრილიდან
რა ტიპის შეზღუდვები მოიხსნა 5 მაისიდან