FM97.5 / LIVE

სვირში ახალი ამბულატორია აშენდება

მთავარისაზოგადოება 11.11.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში ახალი ამბულატორია 15 დეკემბრამდე უნდა აშენდეს. ამის შესახებ დღეს გამგეობის ტრადიციულ თათბირზე ისაუბრეს.

სვირში ახალი ამბულატორია აშენდება
იმ 81 ამბულატორიას შორის, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მომავალი წლის სექტემბრამდე უნდა აშენდეს, ექვსი სამცხე-ჯავახეთში იქნება. ახალციხის მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი ამბულატორიის ასაშენებლად სოფელი სვირი შეარჩია. შეგახსენებთ, რომ ამბულატორიებს მუნიციპალური ფონდი ააშენებს და ერთი ამბულატორიის ღირებულება საშუალოდ 29 630 ლარი იქნება.

„ჩვენ გვქონდა მოთხოვნა გადაგზავნილი, სამინისტრომ დაგვიკმაყოფილა და 15 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს სოფელ სვირში ამბულატორიის მშენებლობა“, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ბლიაძე.

ამბულატორიის ასაშენებლად სოფელში ადგილი უკვე შერჩეულია. სოფელ სვირის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ვეფხია სამსონიძის თქმით, სამშენებლო სამუშაოები დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყება.

„ამ სოფელში ამბულატორიის არსებობა აუცილებელია. ჩვენს თემში სამი სოფელი, სვირი, ბოგა და ტატანისი ერთიანდება და მოსახლეობას ერთი ამბულატორია აუცილებლად უნდა ჰქონდეთ“, - ამბობს ვეფხია სამსონიძე.

ახალი ამბულატორიების სამედიცინო ტექნიკით აღჭურვას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

16.01.2020 NDI – წინა წლებთან შედარებით ეკლესიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე ჯავახეთში 6 ამბულატორია აშენდება
ამბულატორიების ასაშენებლად სამცხე-ჯავახეთში გამოდარებას ელოდებიან
სოფელ სვირში ამბულატორიის მშენებლობა დასრულდა
სამცხე-ჯავახეთში ამბულატორიების მშენებლობა დაიწყო
ამბულატორიების მშენებლობა მიმდინარე კვირაში დაიწყება
დაბა ახალდაბაში ამბულატორიის დამონტაჟება დასრულდა
მუნიციპალური განვითარების ფონდი 81 ახალ ამბულატორიას ააშენებს