FM97.5 / LIVE

‘ეს ადამიანი არის თვითგამოცხადებული მეფე ამ რეგიონში’ – ეკა გიგაური ენზელ მკოიანზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.05.2020
ბრძოლა პოლიტიკური გავლენების და ბიზნეს ინტერესებისთვის – „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური ახალქალაქში, მკოიანებსა და პეტროსიანების დაპირისპირების საქმეში შერჩევით სამართალზე საუბრობს.

‘ეს ადამიანი არის თვითგამოცხადებული მეფე ამ რეგიონში’ – ეკა გიგაური ენზელ მკოიანზე

26 მარტს ახალქალაქში მოხდარი დაპირისპირების და ამ საქმეზე ახალი კადრების გავრცელების შემდეგ, ეკა გიგაურმა "ქართული ოცნების" მოქმედი და "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი დეპუტატების დაპირისპირების საკითხზე, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ისაუბრა.

„ძალიან სამწუხარო რაღაცას ვუყურეთ, ფაქტობრივად მაფიოზური გარჩევის მსგავსი რამ ხდება, რაც არ არის კარგი. ჩვენ ერთის მხრივ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოს აქვს უფლება გახდეს ევროკავშირის წევრი და ასოცირებას ვაწერთ ხელს და უვიზო მიმოსვლა გვაქვს ევროკავშირთან და მეორეს მხრივ, ჩვენს რეგიონებში ასეთი რამ ხდება და ამ ყველაფერში ჩართულები არიან დეპუტატები და პოლიტიკაში აქტიურად ჩართული ადამიანები“.

ეკა გიგაური „ქართული ოცნების“ დეპუტატის სასარგებლოდ შერჩევით მართლმსაჯულებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ დეპუტატის ქმედება პარლამენტმა უნდა განიხილოს.

„ბატონი მკოიანის ადგილზე რომ ყოფილიყო, რომელიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა. ვფიქრობ რომ აქ ნამდვილად არსებობს კითხვები, რომელიც მას უნდა დავუსვათ და სულ ცოტა პარლამენტში მაინც უნდა იყოს განხილვის საგანი. იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ პარლამენტში ვიღებთ სახვადასხვა დოკუმენტებს, მაგალითად, ეთიკის კოდექსებს და ა. შ, მაგრამ ამას არაფერს არ ვიყენებთ და ეს ყველაფერი რჩება ჰაერში, ფურცელზე და ჩვენ ამის აღსრულებას არ ვაკეთებ“.

მისი თქმით „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ წლებია აკვირდება ენზელ მკოიანის საქმიანობას. "ოცნების" დეპუტატი მონაწილეობს ოპოზიციური პარტიის წევრების თავდასხმასა და ზეწოლაში, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მისი პასუხისმგებლობის საკითხი არ დგება.

„ჩვენი ორგანიზაცია ძალიან დიდი ხანია აკვირდება ამ პიროვნებას. ჯერ კიდევ 2012 წელს მისი ძალიან მნიშვნელოვანი როლი იკვეთებოდა იმ დროს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე ზეწოლის თვალსაზრისით. იგი მონაწილეობდა ოპოზიცური პარტიის თავდასხმაზე და ა. შ. ფაქტობრივად ეს ადამიანი არის თვითგამოცხადებული მეფე ამ რეგიონში, მას შეუძლია გააკეთოს ყველაფერი და კითხვებსაც არ უსვამენ“.

მისი თქმით, მკოიანის უკანონო ქმედებას, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ხელს აფარებენ.

„ხელს აფარებენ და თითქოს მიმართულებას აძლევენ გამოძიებას როგორ წარიმართოს და რა შედეგი დადოს. ვფიქრობ რომ აქ შეიძლება იკვეთებოდეს მისი ძალიან მძიმე პასუხისმგებლობაც, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ უნდა შევისწავლოთ, რატომ ხდება ეს დაპირისპირება, რას იყოფენ ეს ადამიანები, ესეც ხომ არის მნიშვნელოვანი და რატომ მივიდნენ ამ ყველაფრამდე. ჩვენს მიერ, იქ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გავლენებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს ორ პიროვნებას შორის, ეს არის პოლიტიური გავლენები და მკოიანის ბიზნეს ინტერსებიც იკვეთება. მისმა და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა დაახლოებით 2 მილიონი ლარის ტენდერი მოიგეს. ესეც შეიძლება იყოს ერთ–ერთი საკითხი და გარჩევაც ამის გამოც ხდება“.

ეკა გიგაური აცხადებს, რომ ეს ყველაფერი უნდა დაადგინოს მიუკერძოებელმა გამოძიებამ, „როდესაც ამ გამოძიებას აქვს კონკრეტული მითითება მიცემული, რომ მკოიანს არ დააკაროთ ხელი და რაღაცნაირად სხვაგვარად მოვაგვაროთ ეს საკითხი, რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში პრობლემა იქნება ეს გამოძიება იყოს დამოუკიდბელი და ეფექტური“.

დაპირისპირება, რომელშიც "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი, ენზელ მკოიანი და "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი დეპუტატი სამველ პეტროსიანი მონაწილეობდნენ ახალქალაქის ცენტრში 26 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე, ენზელ მკოიანის საცხოვრებელ სახლთან მოხდა.

შსს–მ გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო. 29 მარტს კი „პატრიოტთა ალიანის“ წარმომადგენელი ახალქალაქში, სამველ პეტროსიანი და ენზელ მკოიანის ძმისშვილი დააკავეს.

დაკავებამდე სამველ პეტროსიანმა განაცხადა, რომ მან ვითარების განმუხტვის გამო ჰერში გაისროლა, იგივეს აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ენზელ მკოიანიც“. მოგვიანებით მკოიანმა განაცხადა, რომ პეტროსიანი მის მოკვლას ცდილობდა, ამის დასტურად კი სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული კადრები გაავრცელა.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ორ აპრილს, განაცხადა, რომ ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა, ახალქალაქში თავდაცვის მიზნით გაისროლა და მისი დაკავების ან უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი არ ასებობს.

[sknews.ge]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

28.05.2020 მერის წარმომადგენლები მიწის წარმომავლობასთან დაკავშირებულ ცნობებს აღარ გასცემენ

28.05.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

27.05.2020 საპატრიარქო ბორჯომში 3 ჰექტრამდე ტყის დაკანონებას ითხოვს

27.05.2020 ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობისთვის დონორი ჯერ ვერ მოიძებნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘არც  კარგი უნდა დაუკარგო და არც ცუდზე უნდა დაუხუჭო თვალი’ – ახალქალაქის მიტროპოლიტი ენზელ მკოიანზე
'ენზელ მკოიანის დაკავების არანაირი საფუძველი არ არსებობს' – კობახიძე
'ოცნების' დეპუტატი ენზელ მკოიანი ახალქალაქში სროლის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს [ვიდეო]
‘შესაშინებლად პლასტმასის იარაღი აიღო, არ გაუსროლია’ - მკოიანის ადვოკატი
ახალქალაქში მომხდარი ხულიგნობისა და სროლის ფაქტზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
‘სამველ პეტროსიანი  ჩემს მოკვლას ცდილობდა’ – ‘ოცნების’ დეპუტატი ახალქალაქში მომხდარ ინცინდენტზე
ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების ახალი კადრები ვრცელდება