FM97.5 / LIVE

ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების ახალი კადრები ვრცელდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.05.2020
ახალქალაქში 26 მარტს, მკოიანებსა და პეტროსიანებს შორის მომხდარი დაპირისპირების ახალი კადრები ვრცელდება. სამველ პეტროსიანის ადვოკატი "ქართული ოცნების" დეპუტატის, ენზელ მკოიანის დაკავებას ითხოვს. დავით ძნელაძე სამართალდამცავი უწყების უმოქმედობაზე, მოწმეებზე სავარუდო ზეწოლასა და დანაშაულის იარაღის დამალვაზე საუბრობს.

ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების ახალი კადრები ვრცელდება

სამველ პეტროსიანის ადვოკატი, დავით ძნელაძე ამბობს, რომ „ობიექტივის“ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ისვრიან დამიზნებით „ქართული ოცნების“ დეპუტატი ენზელ მკოიანი და მისი ძმის შვილი პეტროსიანების მისამართით.

კადრებში ასევე ჩანს ენზელ მკოიანის ძმა, მარტუნ მკოიანიც. ინციდენტის დასრულების შემდეგ, ენზელ მკოიაინი იარაღს ქამარში იდებს.

ჩანაწერიდან ასევე ირკვევა, რომ ინციდენტის დროს ენზელ მკოიანის ძმის შვილი, მის გვერდით მდგომ პიროვნებას იარაღს ართმევს, პეტროსიანების მიმართულებით დამიზნებით ისვრის და უკან უბრუნებს, აღნიშნული იარაღი კი საქმეში არ დევს.

დავით ძნელაძე სწორედ ამ იარაღის საქმეს ეხმაურება. საქმის მასალებში არსებული, მკოიანების სახლიდან ამოღებული იარაღი ცეცხლსასროლი არ არის. მისივე განმარტებით, სამართალდამცავებმა, იმ ადგილიდან სადაც ბრალდებული იმყოფებოდა ორი ვაზნა ამოიღო, ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიება ოთხ იაღარს იკვლევს, თუმცა აქედან არცერთს ემთხვევა შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი მასრები.

„ექსპერტიზამ დაადგინა რომ მკოიანების სახლიდან ამოღებული იარაღი არ არის ცეცხლსასროლი. ეს არის ხმოვანი იარაღი, ანუ გაზის იარაღი, რომელიც გარკვეულ ნივთიერებას აფრქვევს. ამას ვერ გამოიყენებ საფანტისთვის, რეზინისთვის, ვინაიდან ლულაში აქვს სპეციალური ტიხარი, იმ შემთვევაში, თუ რეზინის და საფანტის ვაზნებს გამოიყენებდა ეს იარაღი აფეთქდებოდა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, ზუსტად იმ ტერიტორიიდან, სადაც ბრალდებული მკოიანი იდგა, ამოღებულია ორი საბრძოლო ვაზნა, მაკაროვის პისტოლეტის. თუ გამოძიება გვეტყვის რომ მკოიანს ეკავა ხელში ის იარაღი რომელიც მისი საცხოვრებელი ბინიდან იქნა ამოღებული, ამის პასუხად სამი ვერსია არსებობს: პირველი – მკოიანი ისროდა გაფუჭებული იარაღიდან, მეორე – მკოიანს ჰქონდა გაზის იარაღი, მაგრამ მან სახლში მისვლის შემდგომ დააზიანა, ესე იგი გაადანდგურა ნივთმტკიცების ნიშან-თვისებები, ესეც დანაშაულია. მესამე ვარიანტი – მკოიანს არ ეჭირა ეს იარაღი, რომელიც სახლიდან ამოიღეს. მაშინ ისმის კითხვა – რომელი იარაღიდან ისროდა? რომელ იარაღს ეკუთნის ის ვაზნები, რომელიც გამოძიებამ ოფიციალურად ამოიღო შემთხვევის ადგილიდან?“,- კითხულობს ძნელაძე.

მისივე თქმით, სამართალდამცავების უმოქმედობამ შესაძლოა გამოძიება ჩიხში შიყვანოს, რადგან მაშინვე არ დააკვეს ბრალდებული და მას შესაძლებლობა ჰქონდა, ნივთმტკიცება დაემალა ან შეეცვალა.

„ენზელა საქმეში ფიგურირებს როგორც მოწმე, ამ დროს მოწმის ადვოკატი გამოძიების წინაშე შუამდგომლობს, რომ დამატებით იქნეს გამოკითხული ის მოწმეები, რომლებმაც გამოძიებას უკვე მიაწოდეს ინფორმაცია. მოგეხსენებათ ზეწოლა დიდია გამოძიებაზე და გამომძიებელი ამას ყოველგვარი ყოყმანის გარეშე აკმაყოფილებს, ამის შემდეგ იკითხებიან ეს მოწმეები დამატებით, რომლებიც ამბობენ რომ ჩვენ წინა დღეს მომხდარი ფაქტი არ გვახსოვდაო და ახლა გავიხსენეთ, თუ როგორ ებრძოდა დამიზნებით სამველ პეტროსიანიო მკოიანსო“,-ამბობს ადვოკატი.

ძნელაძე ითხოვს, რომ ენზელ მკოიანი დააკავონ.

„ადამიანი დარბის იარაღით ხელში, ისვრის, ამ სროლის ფაქტს ესწრებიან პოლიციელები და რეაგირებას არ ახდენენ. კაციშვილი არ მიდის მასთან და არ ეუბნება რომ იარაღი შეინახე, იმ მომენტში განეიტრალებასაც არ სცდილობენ“.



ინციდენტი ახალქალაქის ცენტრში 26 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე, ენზელ მკოიანის საცხოვრებელ სახლთან მოხდა.

შსს–მ გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო. 29 მარტს კი „პატრიოტთა ალიანის“ წარმომადგენელი ახალქალაქში, სამველ პეტროსიანი და ენზელ მკოიანის ძმისშვილი დააკავეს.

დაკავებამდე სამველ პეტროსიანმა განაცხადა, რომ მან ვითარების განმუხტვის გამო ჰერში გაისროლა, იგივეს აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ენზელ მკოიანიც“. მოგვიანებით მკოიანმა განაცხადა, რომ პეტროსიანი მის მოკვლას ცდილობდა, ამის დასტურად კი სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული კადრები გაავრცელა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

28.05.2020 მერის წარმომადგენლები მიწის წარმომავლობასთან დაკავშირებულ ცნობებს აღარ გასცემენ

28.05.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

27.05.2020 საპატრიარქო ბორჯომში 3 ჰექტრამდე ტყის დაკანონებას ითხოვს

27.05.2020 ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობისთვის დონორი ჯერ ვერ მოიძებნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

'ოცნების' დეპუტატი ენზელ მკოიანი ახალქალაქში სროლის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს [ვიდეო]
‘შესაშინებლად პლასტმასის იარაღი აიღო, არ გაუსროლია’ - მკოიანის ადვოკატი
‘განცხადება, რომ თავდასხმა პეტროსიანის მხრიდან განხორციელდა აბსურდია’- ადვოკატი
‘არც  კარგი უნდა დაუკარგო და არც ცუდზე უნდა დაუხუჭო თვალი’ – ახალქალაქის მიტროპოლიტი ენზელ მკოიანზე
‘ამბობდნენ, მოკალით პეტროსიანიო’ – რას ჰყვება ყოფილი დეპუტატი ახალქალაქში მომხდარ სროლაზე
ახალქალაქში მომხდარი ხულიგნობისა და სროლის ფაქტზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
'ენზელ მკოიანის დაკავების არანაირი საფუძველი არ არსებობს' – კობახიძე