FM97.5 / LIVE

‘მუნიციპალიტეტებისთვის სსიპ-ების შექმნის უფლების მინიჭება მიზანშეუწონელია’ - TI

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.04.2020
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტებს სსიპ-ების შექმნის უფლება ექნებათ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ეხმაურება. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ბევრი საკითხი კითხვებს აჩენს - ბუნდოვანია, რატომ გახდა აუცილებელი სსიპ-ების შექმნა და რატომ ვერ შეასრულებს იმავე ფუნქციას თავად მუნიციპალიტეტი.

‘მუნიციპალიტეტებისთვის სსიპ-ების შექმნის უფლების მინიჭება მიზანშეუწონელია’ - TI

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სსიპ-ების შექმნის უფლება მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტს აქვს, თუმცა ცვლილებები, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა, ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტს ანიჭებს უფლებას, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი დააფუძნოს და საკუთარი უფლებამოსილებების ნაწილი გადასცენ.

მათი უფლებამოსილების განხორციელება მუნიციპალიტეტებს შეეძლებათ 10 წლის ვადით, 2030 წლამდე.

კანონპროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტებს უფლება ექნებათ სსიპ-ებს გადასცენ უფლებამოსილებები:

- ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება;
- ტერიტორიის კეთილმოწყობის და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება;
- ქუჩების, პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების დასუფთავება, მუნიციპალური ნარჩენების მართვა;
- ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა;
- მშენებლობის ნებართვის გაცემა, მშენებლობაზე საჯარო ზედამხედველობის განხორციელება;
- გარე რეკლამის განთავსების ადმინისტრირება;
- გარე განათების უზრუნველყოფა;
- ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზება;
- მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება;
- გარე ვაჭრობის ადმინისტრირება;
- გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების გამართვის ორგანიზება;
- ქუჩების, პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების გამწვანება;
- უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა;
- ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ბავშვებისა და მოხუცებისათვის სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის, საჯარო თავშეყრის ადგილებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის სათანადოდ ადაპტირებისა და აღჭურვის უზრუნველყოფა.

„საერთაშორი გამჭვირვალობაში“ მიიჩნევენ, რომ კანონმდებლობის რეფორმის გარეშე მუნიციპალიტეტებისთვის სსიპ-ების შექმნის უფლების მინიჭება მიზანშეუწონელია და ეს კანონპროექტი მთელ რიგ ბუნდოვან საკითხებს მოიცავს.

„რატომ გახდა აუცილებელი მუნიციპალიტეტებისთვის სსიპ-ების შექმნის უფლების მინიჭება და რატომ ვერ შეასრულებს იმავე ფუნქციას თავად მუნიციპალიტეტი, არის თუ არა კანონის მიზანი არსებული გაუმჭვირვალე და არაეფექტიანი ა(ა)იპ-ების ჩანაცვლება; რამდენად თანხვედრაშია ის დეცენტრალიზაციის სტრატეგიასთან; არ არის დასაბუთებული, თუ რატომ გახდა აუცილებელი ამ უფლებამოსილების 10 წლით არსებობა; რამდენად მიზანშეწონილია მუნიციპალური სსიპ-ების შექმნა მაშინ, როდესაც რეფორმას საჭიროებს თავად სსიპ-ების არსებული კანონმდებლობა; არ არსებობს სსიპ-ების ერთიანი მონაცემთა ბაზა/რეესტრი, სადაც არსებული სსიპ-ების ჩამონათვალი და მათი უფლებამოსილებები იქნება მოცემული.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ კანონპროექტში დაუსაბუთბელია, თუ რატომ ვერ შეასრულებენ იგივე საქმინობას მუნიციპალიტეტში უკვე არსებული ა(ა)იპ-ები, რომლებსაც ასევე გადაცემული აქვთ მუნიციპალიტეტების უფლებამოსილების ნაწილი: ამ საკითხზე განმარტებითი ბარათი ინფორმაციას არ იძლევა: „პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას, მომხსენებელმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა არგუმენტად მოიყვანა, რომ მხოლოდ სსიპ-ის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მქონე ორგანოს შეუძლია სანქციების დაწესება და აღსრულება. არგუმენტი არასწორია, რადგან მაგალითად, თბილისის პარკირების რეგულაციების აღსრულება წლების განმავლობაში დელეგირებული იყო კერძო შპს-ზე და დელეგირების კანონიერება არასდროს ეჭვის ქვეშ არ დამდგარა“, - წერია TI-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ორგანზიაციაში მიიჩნევენ, რომ უფრო გამართლებული იქნებოდა მუნიციპალიტეტებში არსებული ა(ა)იპ-ების სსიპ-ებად გარდაქმნა.
„კრიტიკას ვერ უძლებს ა(ა)იპ-ებში არსებული გამჭვირვალობის ხარისხი: ადამიანური რესურსების პოლიტიკაზე, დასაქმებაზე, გათავისუფლებაზე, დაწინაურებაზე არ ვრცელდება საჯარო სამსახურის სისტემაში არსებული რეგულაციები და გადაწყვეტილება ხშირად პოლიტიკური მოტივებით მიიღება; კითხვებს აჩენს მათი ხარჯების მიზნობრიობა და ეფექტიანობა; წინასაარჩევნოდ, აქტიურად ხდება ა(ა)იპ-ების ადმინისტრაციული რესურსის მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენება. განმარტებითი ბარათიდან, საკომიტეტო მოსმენებიდან თუ კანონპროექტის შინაარსიდან, არ იკვეთება, რომ მუნიციპალური სსიპ-ებით მოხდება მოქმედი ა(ა)იპ-ების ჩანაცვლება“.

მათივე განმარტებით, გაუგებარია, რატომ იქნა არჩეული კანონის მოქმედების თარიღად 2030 წლამდე პერიოდი და რა გათვლებით შეიცვლება მზარდი გამოწვევები კონკრეტულად 2030 წელს.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მიიჩნევს, რომ სსიპ-ების შექმნის უფლებამოსილების მინიჭება, მხოლოდ სსიპ-ების მარეგულირებელი კანონმდებლობის ცვლილების შემდეგ უნდა განხორციელდეს. ორგანზიაციაში მიიჩნევენ, მთავრობას საკმარისი დრო ჰქონდა, რეგულაციების ზეგავლენის შეფასებისთვის.

„სსიპ-ების მარეგულირებელი კანონმდებლობის რეფორმისა და მათ საქმიანობაზე ეფექტური მონიტორინგის, მათ შორის სსიპ-ების ერთიანი რეესტრის შექმნის გარეშე, მუნიციპალიტეტებისათვის სსიპ-ების შექმნის უფლებამოსილების მინიჭება მიზანშეუწონელია“, - აცხადებენ TI-ში.

[თაკო ფეიქრიშვილი]


01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.06.2020 ‘გაუშვეს რატომღაც ერთი ტესტის საფუძველზე, მეორე იყო სუსტად დადებითი’ - გამყრელიძე ნინოწმინდელ კაცზე

03.06.2020 ‘ეს არ არის დადასტურებული’ - მარინა ეზუგბაია ნინოწმინდის შემთხვევაზე

03.06.2020 300-ზე მეტი ფერმერი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას თანადაფინანსებით შეიძენს

03.06.2020 ‘კარანტინიდან დაბრუნებულ კაცს დაახლოებით 100 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი’ – მერის წარმომადგენელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

გაუქმებულ მუნიციპალიტეტებში არსებული ააიპ-ები 31 დეკემბრამდე გაერთიანდება
მერია ააიპ–ების თანამშრომლებს  ხელფასებს უზრდის
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფაკულტეტები ცნობილია
რა შედეგით დასრულდა NGO-ების შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესა და მინისტრთან თვითმმართველი ქალაქების საკითხზე
სამცხე–ჯავახეთის რომელ სკოლას არ ჰყავს პირველკლასელი
ილიაუნის აბასთუმნის ობსერვატორია ჩამოერთმევა და ცალკე სსიპ-ად ჩამოყალიბდება
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი რეგიონში მოქმედი NGO-ების წარმომადგენლებს შეხვდა