FM97.5 / LIVE

ალკოჰოლი და COVID-19 - მითები და რეალობა

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 30.04.2020
საზოგადოებაში ხშირია მოსაზრებები, რომლის მიხედვითაც, ალკოჰოლის მოხმარებით კორონავირუსით ინფიცირების რისკები მცირდება. ზოგი ამბობს, რომ სპირტიანი სასმელის მიღება ვირუსს კლავს ან ალკოჰოლი იმუნიტეტს ამაღლებაში გვეხმარება. მედიკოსები კი ასეთ ფაქტებს მითებად და რეალობად ყოფენ.

ალკოჰოლი და COVID-19 - მითები და რეალობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებულ იმ მოსაზრებებს განიხილავს, რომლებიც კოვიდინფექციის პირობებში ალკოჰოლის მოხმარებას შეეხება.

- მითი: ალკოჰოლის მოხმარება ანადგურებს COVID-19-ის გამომწვევ ვირუსს
- ფაქტი: ალკოჰოლის მოხმარება არ ანადგურებს COVID-19-ის გამომწვევ ვირუსს. პირიქით, დაინფიცირების შემთხვევაში ზრდის გართულებების რისკს. ალკოჰოლი, როგორც დეზინფექტანტი (60% და მეტი კონცენტრაციის), იგი მოქმედებს კანზე და არა ადამიანის სხეულში.

- მითი: სპირტიანი სასმელის მიღება კლავს ვირუსს მისი ჰაერით შესუნთქვისას.
- ფაქტი: სპირტიანი სასმელის მიღება არ კლავს ვირუსს მისი ჰაერით შესუნთქვისას. იგი არ უკეთებს დეზინფექციას პირის ღრუს და ყელს და არანაირად არ იცავს ადამიანს COVID-19-ისგან.

- მითი: ალკოჰოლური სასმელები ასტიმულირებს იმუნიტეტს და ზრდის ორგანიზმის რეზისტენტობას ვირუსის წინააღმდეგ.
- ფაქტი: პირიქით, ალკოჰოლს აქვს იმუნური სისტემის დამთრგუნველი ეფექტი და არანაირად არ ასტიმულირებს იმუნიტეტს და არ ზრდის ორგანიზმის რეზისტენტობას ვირუსის წინააღმდეგ.

COVID-19 -ის პანდემიის პირობებში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ალკოჰოლთან დაკავშირებულ რეკომენდაციებსაც გვთავაზობს:

- მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, რითიც თქვენ შეამცირებთ თქვენი და გარშემომყოფთა ჯანმრთელობის და იმუნური სისტემის დაზიანების რისკებს.

- დარჩით ფხიზელი, რითიც შეძლებთ შეინარჩუნოთ სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების და სწრაფი ქმედებების უნარი (ნათელი გონებით) თქვენი და თქვენი ახლობლების სასიკეთოდ.

- თუ ღებულობთ ალკოჰოლს, მიიღეთ მინიმალური რაოდენობით და თავი აარიდეთ ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას.

- მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, როგორც თამბაქოს მოხმარების დამატებით სოციალურ რისკს და პირიქით. ცნობილია რომ ადამიანი სმის პერიოდში ეწევა გაცილებით მეტს, რაც თავის მხრივ ზრდის COVID-19-ის პროგრესის და გართულებების განვითარების საშიშროებას.

- ესაუბრეთ ბავშვებს და მოზარდებს ალკოჰოლის მავნეობის შესახებ COVID-19-თან მიმართებაში და დარწმუნდით, რომ მათ არ აქვთ წვდომა ალკოჰოლურ სასმელებზე.

- არასდროს მიიღოთ ერთად ალკოჰოლი და მედიკამენტი. ვინაიდან ალკოჰოლს შეუძლია შეამციროს მედიკამენტის სამკურნალო ეფექტი ან გაზადოს მისი ტოქსიურობა.

- არასდროს მოიხმაროთ ალკოჰოლი, როდესაც ღებულობთ მედიკამენტს ცენტრალური ნერული სისტემისთვის (ტკივილ-გამაყუჩებელი, საძილე, ანტიდეპრესანტი, და სხვ.), ვინაიდან მედიკამენტისა და ალკოჰოლის ურთიერთქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება (უკმარისობა ან სხვა სერიოზული პრობლემა)

ალკოჰოლი და იზოლაცია

- სახლიდან მუშაობის დროს ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ არ მიიღოთ ალკოჰოლი (სამუშაო ადგილზე/სამსახურში ყოფნის მსგავსად). ვინაიდან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას ქვეითდება პროდუქტიულობა და, ასევე, სამუშაოს შესრულების ხარისხი.

- ალკოჰოლი არ წარმოადგენს კვების რეჟიმის აუცილებელ ნაწილს და ამდენად არ არის საჭირო მისი არსებობა საყიდლების სიაში. მოერიდეთ სახლში ალკოჰოლის მარაგის შექმნას, ვინაიდან იგი ზრდის ალკოჰოლის მოხმარების ალბათობას.

- ალკოჰოლის ნაცვლად, უმჯობესია ფულის, დროს და სხვა რესურსების ინვესტირება მოახდინოთ მაღალი ნუტრიციული ღირებულების პროდუქტში, თქვენივე ჯანმრთელობის სასარგებლოდ.

- შეიძლება ფიქრობთ, რომ ალკოჰოლი დაგეხმარებათ სტრესთან გამკლავებაში, რაც სრულიად არასწორია. პირიქით, იგი ზრდის დეპრესიის, პანიკის და სხვა ფსიქიკური აშლილობების და, შესაძლოა, ოჯახური ძალადობის, თვითმკვლელობისა და მკვლელობის რისკს.

ზოგადი ფაქტები ალკოჰოლის მოხმარებისას

- ალკოჰოლს აქვს დამაზიანებელი (როგორც ხანმოკლე, ასევე ხანგრძლივი მოქმედების) ეფექტი თითქმის ყველა ორგანოზე. მრავალი მტკიცებულებით დასტურდება, რომ „უსაფრთხო ზღვარი“ არ არსებობს და თითოეული ჭიქა ზრდის ჯანმრთელობის დაზიანების რისკს.

- ალკოჰოლის მოხმარება და, განსაკუთრებით, მძიმე მოხმარების ეპიზოდები ასუსუტებს ადამიანის იმუნურ სისტემას და, შესაბამისად, ამცირებს ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის შესაძლებლობებს.

- ალკოჰოლის მცირე რაოდენობის მიღებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს კიბოს ზოგიერთი სახეობის განვითარება.

- ორსულობისას ალკოჰოლის მცირე რაოდენობით მიღებაც კი წარმოადგენს რისკს ბავშვის ჯანმრთელობისათვის.

- ალკოჰოლი ზრდის ინტერპერსონალური ძალადობის ფაქტების სიხშირეს და სიმძიმეს.

- ალკოჰოლი ზრდის ტრავმის (საგზაო, საყოფაცხოვრებო) და სიკვდილის რისკს.

- ალკოჰოლის მძიმე მოხმარება ზრდის მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის (ARDS) განვითარების რისკს, რომელიც წარმოადგენს COVID-19-ის ერთ-ერთ მძიმე გართულებას.

მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მასალების მიხედვით.

[თაკო ფეიქრიშვილი]


01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.06.2020 ‘გაუშვეს რატომღაც ერთი ტესტის საფუძველზე, მეორე იყო სუსტად დადებითი’ - გამყრელიძე ნინოწმინდელ კაცზე

03.06.2020 ‘ეს არ არის დადასტურებული’ - მარინა ეზუგბაია ნინოწმინდის შემთხვევაზე

03.06.2020 300-ზე მეტი ფერმერი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას თანადაფინანსებით შეიძენს

03.06.2020 ‘კარანტინიდან დაბრუნებულ კაცს დაახლოებით 100 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი’ – მერის წარმომადგენელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ექიმი გვირჩევს: გულის პრობლემები გაზაფხულზე [Video]
ექიმი გვირჩევს: ჰიპერტენზია [ვიდეო]
რჩევები ჯანსაღი საახალწლო სუფრისთვის  [R]
რით განსხვავდება ერთმანეთისგან COVID-19 და გრიპი?
არიან თუ არა მწეველები COVID 19-ის რისკ-ჯგუფში?
ექიმი გვირჩევს: სამკურნალო მცენარეები [Video]
COVID-19: უნდა გავუკეთოთ თუ არა 2 წლამდე ასაკის ბავშვს პირბადე